გურჩენკოს ქალიშვილი თბილისელ ძმასთან შეხვედრის დღეს გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგამოფენის "ჩემი ლუსია" გახსნა
ფოტოგამოფენის ჩემი ლუსია გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობის ქალიშვილი გარდაიცვალა გადაცემის ეთერში გასვლის დღეს, რომელზეც თბილისელ ძმასთან მისი ნანატრი შეხვედრა შედგა

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სსრკ-ის სახალხო არტისტის ლუდმილა გურჩენკოს ერთადერთი ქალიშვილი მარია კოროლიოვა გარდაიცვალა, იუწყება რუსული მასმედია.

მარია კოროლიოვა 58 წლის ასაკში გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости გარდაცვლილის ადვოკატ შოთა გორგაძეზე დაყრდნობით.

„გული. რამდენადაც მე ვიცი, უეცარი სიკვდილი იყო“, — განაცხადა გორგაძემ.

კოროლიოვამ ერთი კვირის წინ მიიღო მონაწილეობა პროგრამაში „ანდრეი მალახოვი. პირდაპირი ეთერი“, სადაც თავის თბილისელ ძმას შეხვდა და მისგან საჩუქარი — უნიკალური ფოტოალბომი მიიღო. ქალმა ძმის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ ადრე არასდროს არ შეხვედრია მას. მარია მოსკოვში ცხოვრობდა, მისი 44 წლის ძმა კი თბილისში. მათი მამა წარსულში ცნობილი მსახიობი ბორის ანდრონიკაშვილი იყო.

ცნობილია, რომ პროგრამა ეთერში მაინც გავა, ჩანაწერში, ოთხშაბათ საღამოს.

საბჭოთა კინოს ლეგენდა, სსრკ-ის სახალხო არტისტი ლუდმილა გურჩენკო 2011 წელს 76 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

რუსული მედია არაერთხელ წერდა გურჩენკოსა და მისი ქალიშვილის რთულ ურთიერთობებზე. კონფლიქტები მარიას ბავშვურ წყენას და ასევე ქონებრივ საკითხებს უკავშირდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0