რუსეთის ნაკრებს ოლიმპიადაზე ან არ დაუშვებენ, ან – ნეიტრალური დროშითა და უჰიმნოდ

© photo: Sputnik / Valeri Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადის სიმბოლო
ოლიმპიადის სიმბოლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ნაკრების ოლიმპიადაზე დაშვება-არდაშვების საკითხს, სავარაუდოდ, დეკემბრამდე გადაწყვეტს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა ორშაბათს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების მასშტაბური დოპინგ-სკანდალების გამო განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ნაკრებს 2018 წლის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეაში დაუშვებენ, მაგრამ ნეიტრალური დროშით და ამავდროულად გუნდს აეკრძალება გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა და სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, იუწყება Р-Спорт.

ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
რა დამოკიდებულებაა ევროპასა და აშშ-ში „ნებადართული დოპინგის“ მიმართ

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ჟუკოვმა სააგენტო Р-Спорт-ს 3 ნოემბერს განუცხადა, რომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშით არ გაემგზავრებიან, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა „ქვეყნისთვის დამამცირებლად“ შეაფასა როგორც ქვეყნის ოლიმპიადაზე არდაშვება, ისე ნეიტრალური დროშით დაშვება.

როგორც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მიხაილ დეგტიარევი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, New York Times-ის პუბლიკაცია რუსეთის ნაკრების დემორალიზაციას ემსახურება:

„New York Times-ის პროვოკაცია რუსეთის ნაკრების, ყველა სპორტული ფუნქციონერის დემორალიზაციისკენ და აგრეთვე ჩვენ ქვეყანასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე ზეწოლისკენაა მიმართული. „ნახევარგადაწყვეტილების“ მიღება, ანუ სპორტსმენების ნეიტრალური დროშითა და უჰიმნოდ დაშვება, ჩემი აზრით, მიუღებელია. ვაჭრობა აქ უადგილოა. ეს ჩვენი ქვეყნის დამცირებაა“.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ნაკრების ოლიმპიადაზე დაშვება-არდაშვების საკითხს, სავარაუდოდ, დეკემბრამდე გადაწყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0