პროექტი Во весь голос მოსკოვში შეკრებს ტალანტებს დსთ-ის ქვეყნებიდან და საქართველოდან

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსზე საქართველოს წარადგენენ დუეტი Georgia Express, ასევე ანა ავაზნელი (14 წლის) და დავით სანიკიძე.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში 12 ნოემბერს ტელეარხ МИР-ის ეთერში იწყება საერთაშორისო მუსიკალური სატელევიზიო კონკურსი Во весь голос, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები დსთ-ის ქვეყნებიდან და საქართველოდან.

შოუს Во весь голос ავტორია ცნობილი რუსი პროდიუსერი, ТЭФИ-ს მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი ლინა არიფულინა. პროექტი ეძღვნება დსთ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

ვოკალურ კონკურსში ერთმანეთს შეეჯიბრებიან 13-დან 17 წლამდე ნიჭიერი მოზარდები რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან.

კონკურსზე საქართველოს წარადგენენ დუეტი Georgia Express, ასევე ანა ავაზნელი (14 წლის) და დავით სანიკიძე (16 წლის) – გნესინების სახელობის რუსეთის აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი.

დავით ადამაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა The Voice of Poland-ის ჟიური მოხიბლა

ორი თვის განმავლობაში ვოკალისტების წარმატებებს დააკვირდებიან მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი ვარსკვლავები. ესენი არიან ცნობილი არტისტები მარკ ტიშმანი (რუსეთი), ალისა დანელია (საქართველო), ემილ კადიროვი (აზერბაიჯანი), არსენიუმი (მოლდოვა), მარგარიტა პოზოიანი (სომხეთი), ზაფარ აბდუალიმოვი (ტაჯიკეთი), რუსლან ალეხნო (ბელარუსი) და მადინა სადვაკასოვა (ყაზახეთი). კონკურსის წამყვანია ტიმურ როდრიგესი.

"ეს პროექტი უბრალო შოუ არ არის, არამედ ნამდვილი პატარა ცხოვრებაა, სადაც, რეპეტიციებსა და კულისებს მიღმა ორომტრიალში, ყველა ეროვნებათაშორისი საზღვარი წაიშლება. ვიღაც ახალ მეგობრებს იპოვის, ვიღაც შეყვარებასაც კი მოასწრებს. რა გამოვა ამ ისტორიიდან, რომელიც ერთ მუსიკალურ სცენაზე სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერ ბავშვებს აერთიანებს, ნახეთ ტელეარხ МИР-ზე 12 ნოემბრიდან", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის პრინციპია მაყურებლის გაცნობა მონაწილე ქვეყნების პოპულარულ მუსიკასთან.

მთელი პროექტის განმავლობაში, რომელიც რვა კონცერტისგან შედგება, მსმენელი მოისმენს ხალხურ მუსიკას, საესტრადო ჰიტებს, დუეტებს ვარსკვლავებთან, ასევე იხილავს ცნობილი მუსიკოსების — ოლეგ გაზმანოვის, დმიტრი მალიკოვისა და ბაიგალი სერკებაევის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოებს. ახალგაზრდები არა მარტო იმღერებენ მათ სიმღერებს, არამედ პირადად გაეცნობიან კომპოზიტორებს მათთან ერთად ერთ სცენაზე გამოსვლისას.

პროექტის კულმინაცია გახდება საახალწლო შოუ, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება. საზეიმო გალა-კონცერტის შემდეგ კონკურსის შედეგებს შეაჯამებენ. პროექტის Во весь голос გამარჯვებული გახდება არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი გუნდი.

ყველა ახალი ამბავი
0