პეტერბურგელი პედაგოგი მეორეკლასელისთვის შუბლზე სიტყვა дурак-ის დაწერის გამო დასაჯეს

© Fotolia / Syda Productionsმოსწავლეები გაკვეთილზე
მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტერბურგის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მეორეკლასელ ბავშვს შუბლზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იმის გამო დააწერა, რომ ის ხელებზე მარკერით ტატუებს იხატავდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ქალაქ სანტ-პეტერბურგის №684 სკოლის პედაგოგს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა მეორეკლასელი ბავშვის შეურაცხყოფისთვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამის თაობაზე სააგენტომ ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგის პროკურორის პრეს-სამსახურიდან მიიღო.

მომხმარებელი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
ძვირფასო მასწავლებელო, გწერთ მეცხრეკლასელი გოგონას დედა...

როგორც ირკვევა, 684-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა რვა წლის ბიჭუნას შუბლზე მარკერით დააწერა სიტყვა дурак, რადგან, მიუხედავად მრავალგზისი გაფრთხილებისა, ბავშვები მაინც განაგრძობდნენ მარკერებით „ტატუების“ ხატვას ხელებზე. პროკურატურამ გადაამოწმა და დაადგინა ფაქტის ნამდვილობა. სკოლის ხელმძღვანელობამ მასწავლებელთან შრომითი კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა 1000 რუბლის ოდენობით.

„სასამართლომ პედაგოგს მინიმალური სასჯელი დაუნიშნა მისი პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით — მის კმაყოფაზე არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება“, —  განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას პროკურორის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელმა თავისი ქმედებით მოსწავლის კონსტიტუციური უფლებები დაარღვია, მიუღებელი ფორმით შეურაცხყო და დაამცირა ბავშვის პატივი და ღირსება, პროკურატურას აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი და მის გასაჩივრებას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0