მოტივაციური ტრენერი, მეცენატი და წიგნების ავტორი ნიკ ვუიჩიჩი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

ნიკ ვუიჩიჩი: მთავარია - შეეხო სულს

34
(განახლებულია 18:24 21.10.2017)
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალზე სოჭში ერთ-ერთი ნიშანდობლივი მოვლენა მსოფლიოში ცნობილი მოტივაციური სპიკერის, ნიკ ვუიჩიჩის ლექცია გახდა. მას იშვიათი დაავადება აქვს - ოთხივე კიდურის არარსებობა

ნიკ ვუიჩიჩი ფესტივალზე

ინტერნეტში მოტივაციურ ვიდეორგოლებზე ნიკ ვუიჩიჩი საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს, ხუმრობს და ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მისი ლექციის მოსმენის შემდეგ ხვდები, რომ შენც ბედნიერი ადამიანი ხარ, გყავს ახლობლები, დაკავებული ხარ საყვარელი საქმით, დასახული გაქვს ცხოვრების მიზნები. და კიდევ გაქვს ხელ-ფეხი. შეგიძლია შეეხო ყვავილებს, ირბინო, იცურაო, ჩაეხუტო საყვარელ ადამიანებს. რთულ მომენტებში ნიკის ლექციების მოსმენა ძალებს გმატებს. 

Мотивационный тренер, меценат и автор книг Ник Вуйчич участвует в дискуссионной программе XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერი, მეცენატი და წიგნების ავტორი ნიკ ვუიჩიჩი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

ნიკ ვუიჩიჩი ფესტივალის სტუმარია. ბევრისთვის მისი ლექცია ფესტივალის მთავარი მოვლენა გახდა.

ნიკის ლექციაზე მოსახვედრად ადამიანებმა რიგი დილის 4-5 საათიდან დაიკავეს. ყველამ შესვლა ვერ მოახერხა, იმდენად ბევრი ადამიანი იდგა რიგში.

Мотивационный тренер, меценат и автор книг Ник Вуйчич участвует в дискуссионной программе XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერის, მეცენატისა და წიგნების ავტორის ნიკ ვუიჩიჩის ლექცია ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

ნიკის ისტორია

„მადლობა, რომ მომიწვიეთ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე, როგორიც არის ახალგაზრდული ფესტივალი", — ამ სიტყვებით დაიწყო ნიკმა ლექცია. ყველა ტაშს უკრავს.

ნიკი საკუთარ ლექციას ტომას ედისონის შესახებ მოთხრობით იწყებს. მას ათი ათასობით ცდა დასჭირდა, სანამ ნათურას გამოიგონებდა. ის არ ნებდებოდა. წარმატებისკენ გზას წარუმატებლობა წარმოადგენს. ნიკის თქმით, მასაც ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, სანამ მსოფლიოში ცნობილი ორატორი გახდებოდა. 

Мотивационный тренер, меценат и автор книг Ник Вуйчич участвует в дискуссионной программе XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერის, მეცენატისა და წიგნების ავტორის ნიკ ვუიჩიჩის ლექცია ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი წარუმატებლობა შემემთხვა, სანამ წარმატებული გავხდებოდი. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და შენი საქმე იპოვო. საკუთარი თავი ეძიეთ. და ეცადეთ, ეცადეთ, ეცადეთ!", — გვირჩევს ნიკი.

ნიკმა გაიხსენა, რომ მის ოჯახში სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, რომ მას სპიკერობა სურდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი მშობლები მას ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ.

მან სკოლებში ლექციების წაკითხვის მცდელობით დაიწყო. მაგრამ სადაც არ უნდა დაერეკა, ყველგან უარს ეუბნებოდნენ. მაგრამ ნიკი ფარ-ხმალს არ ყრიდა. 

Участники дискуссии Мотивация к жизни с участием мотивационного тренера, мецената и автора книг Ника Вуйчича в рамках XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერის, მეცენატისა და წიგნების ავტორის ნიკ ვუიჩიჩის ლექცია ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

„რიგით 55-ე სკოლაში, რომელშიც მე დავრეკე, ლექციის წაკითხვის უფლება მომცეს", — იხსენებს ნიკი.

ნიკ ვუიჩიჩი ბევრს ხუმრობს. მაგალითად, ამბობს: „მუხლები მიკანკალებდა" და „დაძაბულობისგან ხელისგულები გამიოფლიანდა". დარბაზი მის ხუმრობებზე აღტაცებით რეაგირებს.

ამ ადამიანის თვითირონია გასაოცარია. ის არ იწვევს სიბრალულს, რაც ასე არ უყვართ შშმ პირებს. ორათასიანი აუდიტორიის წინაშე ასეთი ხუმრობის უნარისთვის ნიკის მიმართ დიდი პატივისცემა გიპყრობს.

სიყვარულსა და სიკეთის ძალის შესახებ

„ვერასდროს ვერ დაქორწინდები, შვილებიც რომ გეყოლოს, მათ ვერასდროს აიყვან ხელში", — ხშირად მეუბნებოდნენ ავისმოსურნეები", — საუბრობს ნიკი. 

Участники дискуссии Мотивация к жизни с участием мотивационного тренера, мецената и автора книг Ника Вуйчича в рамках XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერის, მეცენატისა და წიგნების ავტორის ნიკ ვუიჩიჩის ლექცია ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

ყველა სირთულის მიუხედავად, ნიკს დღეს ლამაზი ახალგაზრდა ცოლი ჰყავს. მათ უკვე ორი შვილი ეზრდებათ. ნიკის თქმით, მათ ოჯახში სიყვარული, სიკეთე და სითბო სუფევს. იხუმრა, რომ როდესაც ისინი სადილობენ, ცოლი მის მობილურ ტელეფონს თაროზე დებს, რათა ნიკმა სადილის დროს ტელეფონით ვერ ისარგებლოს.

„როდესაც ოჯახთან ერთად ვარ, მთელი ჩემი ყურადღება მათკენ არის მიპყრობილი. ოჯახი — ყველაზე ძვირფასია, რაც გაგვაჩნია", — გამოტყდა ნიკი.

ნიკი იმაშიც გამოტყდა, რომ მალე ტყუპების მამა გახდება. მთელი დარბაზი ერთი წუთის განმავლობაში მას ტაშს უკრავდა.

ნიკ ვუიჩიჩს ბედნიერი ადამიანის გამომეტყველება აქვს. ის შინაგანად ანათებს. ამ გრძნობას კამერებისთვის ხელოვნურად ვერ ითამაშებ. საკუთარი თავის შესახებ, საკუთარ ფიქრებსა და ცხოვრებაზე სიმართლეს ყვება. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ორატორი დეილ კარნეგი ამბობდა, რომ ადამიანებს იმაში ვერ დაარწმუნებთ, რისიც თავად არ გჯერათ. ნიკი მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არწმუნებს იმაში, რომ უნდა იყო მადლობელი იმისათვის, რომ ცოცხალი ხარ, რომ უნდა აკეთო სიკეთე და იყო მოწყალე. 

Мотивационный тренер, меценат и автор книг Ник Вуйчич участвует в дискуссионной программе XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов в Сочи
© photo: Sputnik / Евгения Новоженина
მოტივაციური ტრენერის, მეცენატისა და წიგნების ავტორის ნიკ ვუიჩიჩის ლექცია ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე სოჭში

„მნიშვნელობა არ აქვს იმას, შეგიძლია თუ არა ვინმეს ხელს შეეხო, მთავარია მის სულს შეეხო", — ამ დევიზით ცხოვრობს ნიკი.

ვიუჩიჩმა მისცა რჩევები იმ ადამიანებს, რომლებიც დეპრესიაში არიან და ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს. ეს რჩევები ბევრ ადამიანს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

1. დაწერეთ სია, რისთვისაც ხართ ბედის მადლობელი

2. ელაპარაკეთ იმას, ვინც გაგამხნევებთ

3. სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლდით

4. გააკეთეთ კეთილი საქმე

ჩაეხუტე მთელ მსოფლიოს

ნიკის ლექცია სრულდება. ბევრს თვალებზე ცრემლი მოადგა. ბოლოს ნიკი ამბობს: „მე არ შემიძლია ჩაგეხუტოთ, მაგრამ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ვლოცულობ თქვენთვის. ერთმანეთს ჩაეხუთეთ!"

მთელი დარბაზი ერთმანეთს ეხუტება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის შენ გვერდით მჯდომი ადამიანი, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა. გრძნობ, რომ გიყვარს ადამიანები. დარბაზში 180 ქვეყნის წარმომადგენელია! სიმბოლურია — მთელი მსოფლიო ერთმანეთს ეხუტება.

ალბათ, ეს არის მთავარი — იცხოვრო მშვიდობაში და თანხმობაში, აკეთო სიკეთე, დაეხმარო ადამიანებს, იყო მიმტევებელი და მოწყალე. ეს არის ნიკ ვუიჩიჩის ლექციის მთავარი გზავნილი.

 

34
თემები:
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალი სოჭში (26)