რუსეთის მთელ ტერიტორიას „დანაღმვის" შესახებ ანონიმური ზარების ტალღამ გადაუარა

© Фото: В.Н. Горелых, предоставлено пресс-службой ГУМВД по Свердловской областиრუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანონიმური ზარების საფუძველზე მოსკოვში სამართალდამცველებმა 11 სავაჭრო ცენტრი შეამოწმეს, არც ერთ ობიექტში აფეთქების საშიშროება არ დადასტურდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის 13 ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში შაბათსა და კვირას 73 ობიექტის „დანაღმვის" შესახებ ანონიმური შეტყობინებები შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით.

აფეთქება ლონდონში - Sputnik საქართველო
აფეთქება ლონდონის მეტროში: ბოლო ცნობები და ვიდეოკადრები

„16 და 17 სექტემბერს 73 ობიექტის აფეთქების საშიშროების შესახებ ანონიმური შეტყობინება შემოვიდა. მთლიანობაში 22 ათასი ადამიანია ევაკუირებული", — განაცხადა სააგენტოსთან წყარომ.

ანონიმური შეტყობინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვში ათზე მეტი სავაჭრო ობიექტი შეამოწმეს.

„აფეთქების საშიშროება არც ერთ ადგილზე არ დადასტურდა", — განუცხადა სააგენტოს წყარომ.

სხვადასხვა ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტების „დანაღმვის" შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღამ, რომელიც რუსეთში მეხუთე დღეა გრძელდება, ოთხშაბათს მოსკოვამდე ჩააღწია, სადაც საშიშროება 50 ობიექტს ემუქრებოდა — პირველ რიგში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებს, რის საფუძველზეც მოხდა 40,2 ათასი ადამიანის ევაკუაცია.

ანონიმური ზარების საფუძველზე სამშაბათი-ხუთშაბათის ჩათვლით ქვეყანაში 470-ზე მეტი ობიექტიდან მთლიანობაში 150 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძალოვანებმა ყველა ობიექტი შეამოწმეს, აფეთქების საშიშროება არ დადასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0