გარდაიცვალა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ირინა ევტუშენკო

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სათათბიროს შენობა
რუსეთის სათათბიროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ირინა ევტუშენკო 60 წლისა გარდაიცვალა

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გარდაიცვალა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგე ირინა ევტუშენკო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უნივერსიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლექტივი უსამძიმრებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირინა ევტუშენკოს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო", — ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.

ევტუშენკო აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, გამოდიოდა მოხსენებებით სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე.

ის სათათბიროს დეპუტატი 2016 წელს პარტია "ედინაია როსიას" სიით გახდა.

ირინა ევტუშენკო 60 წლისა იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0