რობი უილიამსის რუსული ტურნე აღარ გაიმართება

© FB/ Robbie Williamsრობი უილიამსი
რობი უილიამსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რობი უილიამსს ორი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა რუსეთში: 7 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის ყინულის სასახლეში და 10 სექტემბერს - მოსკოვის სპორტკომპლექს „ოლიმპიისკიში“.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik.  ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის რუსული ტურნე, კონცერტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტურნეს ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურნე უილიამსის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

„დიახ, კონცერტები გაუქმებულია. ჩვენ ოფიციალურ წერილს ვამზადებთ ამასთან დაკავშირებით“, — განუცხადეს სააგენტოს ორგანიზატორებმა.

რობი უილიამსს ორი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა რუსეთში: 7 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის ყინულის სასახლეში და 10 სექტემბერს მოსკოვის სპორტკომპლექს „ოლიმპიისკიში“.

რობი უილიამსი - Sputnik საქართველო
რობი უილიამსი: მოუთმენლად ველი საქართველოში დაბრუნებას

გარდა ამისა, ასევე იგეგმებოდა რობი უილიამსის გამოსვლა სოჭში, სადაც მუსიკალურიფესტივალი Новая волна მიმდინარეობს. მომღერალს დახურვის ცერემონიალში უნდა მიეღო მონაწილეობა.

„უილიამსს „ახალი ტალღის“ დახურვის ცერემონიაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან რუსეთში ყველა გამოსვლა გააუქმა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის მას, ჯერჯერობით არ გვაქვს“, — განაცხადა კონკურსის პრესმდივანმა დარია ბელოზეროვამ.

შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა კონტრაქტი პირგასამტეხლოს გადახდას, პრესმდივანმა უპასუხა, რომ „კონტრაქტის პირობები არ საჯაროვდება“.

ყველა ახალი ამბავი
0