რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტები აღკვეთა

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტული დაჯგუფების წევრებიდან ერთი რუსეთის, სამნი კი ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც ტრანსპორტში, მსხვილ ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში აფეთქებებს გეგმავდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით. 

„დაკავებულთა შორის არიან: „ისლამური სახელმწიფოს“ ემისარი, რომელიც ტერაქტის მომზადებას კურირებდა; ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტი და ორი თვითმკვლელი ტერორისტი“, — განაცხადეს უშიშროებხის სამსახურში.

გარდა ამისა, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ასევე გააუვნებელყვეს ასაფეთქებლებისა და თვითნაკეთი ბომბების ლაბორატორია.

უშიშროების ფედერალური სამსახური - Sputnik საქართველო
რუსეთის უშიშროების სამსახურმა ტერორისტები დააკავა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივლისის  ბოლოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი მსხვილი ტერაქტები აღკვეთა. მაშინ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ცენტრალური აზიის ქვეყნების შვიდი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც მატარებლებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში გეგმავდნენ აფეთქებებს.

გენპროკურორის მოადგილე ალექსანდრ ბუკსმანი აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში რუსეთში ათზე მეტი ტერაქტია აღკვეთილი. ერთადერთი შეტევა, რომელიც თავიდან ვერ აირიდეს — ეს პეტერბურგის 3 აპრილის ტერაქტია, როდესაც თვითმკვლელმა მეტროში თავი აიფეთქა და 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველა ახალი ამბავი
0