სანქტ-პეტერბურგში გაიმართება ფოტოგამოფენა "შევხვდებით საქართველოში"

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის მთავარი თემაა თბილისის ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე ცხოვრება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის ეროვნული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში 10 აგვისტოს გაიმართება დოკუმენტური კინოს მხატვრისა და რეჟისორის დმიტრი ფეტისოვის ფოტოგამოფენა სახელწოდებით "შევხვდებით საქართველოში", იუწყებიან ორგანიზატორები.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
ქართული „ნაივი": მოსკოვში მხატვარ ვაჟა ოქიტაშვილის გამოფენა გაიმართება

2017 წლის გაზაფხულზე ფეტისოვმა ფესტივალ "ქართული კინოს დღეების" სამზადისის ფარგლებში საქართველო მოიარა.

გამოფენაზე ფოტოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება, რომელთა მთავარი თემაა თბილისის ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე ცხოვრება.

"გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებს მაყურებელი ავტორის ლირიკულ სამყაროში გადაჰყავს, რომელიც სავსეა ძლიერი ემოციებით, საქართველოსა და მისი ბუნების, უძველესი სამხრეთული ქალაქის წარმავალი სიძველისა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის სიყვარულით", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

დმიტრი ფეტისოვი ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაიბადა. 2013 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო ინსტიტუტი დოკუმენტური კინოს სპეციალობით.

ყველა ახალი ამბავი
0