ინგლისის ფეხბურთის ნაკრებმა საქართველოში ევროპის ჩემპიონატი U-19 მოიგო

© GFFინგლისის გუნდი
ინგლისის გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისის ნაკრებმა ტურნირის ხუთივე მატჩში გაიმარჯვა და ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ინგლისის ფეხბურთის ნაკრებმა 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემიონატი მოიგო, რომელიც საქართველოში დასრულდა.

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისელებმა ანგარიშით 2:1 პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს.

შეხვედრის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 50-ე წუთზე ინგლისელები ესაჰ სალიმანმა დააწინაურა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ბოლომდე მიიყვანა.

ექვს წუთში პორტუგალიელებმა წონასწორობა აღადგინეს. ამაში კი მათ ინგლისელი დიუჟონ სტერლინგი დაეხმარა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
ქართული კლუბები ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ

თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც ინგლისელებს დარჩა. 68-ე წუთზე, პორტუგალიელებმა თავდაცვიდან შეტევაში გადასვლისას უხეში შეცდომა დაუშვეს, მეისონ მაუნტმა ლუკას ნმეჩას ჩააწოდა, უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. რაც შეხება პორტუგალიელებს, მას შემდეგ, რაც ტურნირი ახლანდელ ფორმატში იმართება (2002 წლიდან), გუნდი ფინალში სამჯერ მოხვდა (2003, 2014 და 2017), მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა.

ყველაზე ხშირად ЕURО U-19 ესპანელებს აქვთ მოგებული. მათ ანგარიშზე შვიდი გამარჯვებაა.

ევროპის მომდევნო ჩემპიონატი U-19 ფინეთში 2018 წელს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0