პუტინზე თავდასხმის მომზადებისთვის მსჯავრდებული შეწყალებას ითხოვს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია პიანზინმა, რომელიც სასჯელს პუტინზე თავდასხმის მომზადებისთვის იხდის, თავის საქციელს სულელური და აბსოლუტურად არამოტივირებული უწოდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადების გამო რუსეთში 2013 წელს გასამართლებულმა ყაზახეთის მოქალაქემ ილია პიანზინმა რუსეთის პრეზიდენტს შეწყალება სთხოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ "კომერსანტზე" დაყრდნობით.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

გამოძიების მონაცემებით, ჩეჩნეთის მკვიდრებმა ოსმაევმა და რუსლან მადაევმა, ასევე ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინმა ოდესის ერთ-ერთ ბინაში კონსპირაციული ბაზა შექმნეს. ექსტრემისტული ჯგუფი 2012 წლის იანვარ-თებერვალში მას შემდეგ გამოავლინეს და გააუვნებლეს, რაც ბინაში შემთხვევით ამოქმედდა თვითნაკეთი ბომბი.

მადაევი დაიღუპა, ხოლო პიანზინმა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ის და მისი თანამზრახველები მაშინ რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინზე და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვზე თავდასხმას გეგმავდნენ.

გამოცემის ცნობით, სამარის ოლქის გუბერნატორთან არსებულ კომისიაში შეწყალების საკითხებზე დოკუმენტები ამ დღეებში შევიდა და ამჟამად განიხილება.

პიანზინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება არ სურდა და შეთქმულების მონაწილე შემთხვევით გახდა, ის მეგობრების ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0