რუსეთმა შესაძლოა 30-მდე ამერიკელი დიპლომატი გააძევოს

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი აპირებს რეაგირება მოახდინოს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, არ დააბრუნოს საელჩოს საკუთრება, რომელსაც 2016 წლის დეკემბრიდან ყადაღა ადევს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება დაახლოებით 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას და რუსეთში აშშ-ის საკუთრებაში მყოფ რამდენიმე ობიექტზე ყადაღის დადებას აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ „იზვესტიაზე" დაყრდნობით.

ვიაჩესლავ ვოლოდინი - Sputnik საქართველო
რუსეთი ევროსაბჭოს ბიუჯეტში შესატანი 11 მლნ ევროს გადახდაზე უარს აცხადებს

ასე აპირებს რუსეთი რეაგირებას ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე – არ დააბრუნოს საელჩოს საკუთრება, რომელსაც 2016 წლის დეკემბრიდან ყადაღა ადევს. ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრის შედეგებით, რომელიც ჰამბურგში, G20 სამიტის მიმდინარეობისას ჩატარდა. ტრამპმა ამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა.

როგორც გამოცემა წერს, პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც დიპლომატიური საკუთრების საკითხიც დაისვა, ნათელი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა არსებული კრიზისის მოგვარების კუთხით არანაირი გეგმა არ წარმოადგინა. ასეთ პირობებში რუსეთი იძულებულია სარკისებრი პასუხი გასცეს — გაუშვას ქვეყნიდან რუსეთში მომუშავე დაახლოებით 30 ამერიკელი დიპლომატი და დააწესოს ახალი სანქციები რუსეთში აშშ-ის საკუთრების მიმართ.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ასეთი ზომების მიღება არ სურდა, მაგრამ „ვაშინგტონის მტრული მოქმედებების" უპასუხოდ დატოვებაც არ შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო ანტირუსული სანქციების პაკეტი და რუსეთს არჩევნებში ჩარევაში და რუსეთში მომუშავე ამერიკელ დიპლომატებზე ზეწოლაში დასდო ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0