სარატოვის ოლქში თვითმფრინავი დაშვებისას დაიმტვრა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიАн-26
Ан-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავ Ан-26-ის ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ხისტი დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სარატოვის ოლქში თვითმფრინავის ხისტი დაშვებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის ხუთი წევრი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ინციდენტი სამშაბათს, კრასნოდარის მფრინავთა უმაღლესი საავიაციო სასწავლებლის ავიაბაზაზე თვითმფრინავ Ан-26-ის სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

„თვითმფრინავმა დაშვებისას ვერ გაუძლო დაშვების პარამეტრებს და გლისადის ქვემოთ წავიდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. მკვეთრი დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ეკიპაჟის ხუთი წევრი სამაშველო სამსახურის ვერტმფრენით ოპერატიულად გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში", — აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დაშავებულ სამხედროებს აუცილებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

„შემთხვევის ადგილიდან წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი შეიძლება ერთ-ერთი ძრავის გათიშვა გახდა. მიზეზის დასადგენად ინციდენტის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია გაფრინდა", — იუწყება სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0