რუსეთის საგარეო უწყებამ თავის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობის რისკები შეახსენა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც იური ლუჟკოვი საქართველოს არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადება გააკეთა რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში სტუმრობის საფრთხეების შესახებ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ გააფრთხილა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სტუმრობის რისკები შესახებ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი „არასასურველ პირთა“ სიაში შეიყვანა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი ვიზიტის გამო. 

საქართველოში ლუჟკოვზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც გასულ კვირას იგი ქვეყანას ესტუმრა. ამ ვიზიტმა აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები მწვავედ აკრიტიკებდნენ მოსკოვის ყოფილ მერს.  

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ლუჟკოვს „შავ სიაში“ შეიყვანენ და იგი შემდეგში ვეღარ შეძლებს თბილისში ჩამოსვლას. თბილისისათვის შეტყობინების გარეშე სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლით, ლუჟკოვმა დაარღვია კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

იური ლუჟკოვი - Sputnik საქართველო
ლუჟკოვი საქართველოს "შავ სიაში" მოხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ „ლუჟკოვის მიმართ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა რეალურად გამოეყენებინა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის სანქციები და „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე“ საქართველო დატოვა“.

„თუმცა ბოლო წლებში სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც, როცა რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არა ერთხელ დააჯარიმეს და დააპატიმრეს კიდეც. ზემოთ აღნიშნული კანონი ითვალისწინებს დასჯის სახით ჯარიმას 3000 დოლარის ოდენობით ან 4 წლამდე პატიმრობას“, — ნათქვამია განცხადებაში. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია კვლავ მიპყროს რუსეთის მოქალაქეთა ყურადღება საქართველოში ვიზიტის რისკები შეფასების აუცილებლობისაკენ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ქართული მხარის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის შესაძლებლობები რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაში, საკმაოდ შეზღუდულია“, — აღნიშნულია საგარეო უწყები განცხადებაში. 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. პასუხად თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. 

ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ Sputnik საქართველოსთან განმარტა ამ კანონის მუშაობის პრინციპი. „სანქციების ქვეშ ხვდებიან ის პირები, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს გვერდის ავლით შევა. თავდაპირველად ეს ადმინისტრაციული სანქციებია — 400 ლარიანი ფულადი ჯარიმა, მაგრამ თუ ადამიანი შეგნებულად მეორედ დაარღვევს კანონს და კვლავ შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, — განმარტა მაისაიამ. ექსპერტის თქმით, ქართული კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე აკრძალული აქვთ ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი სახის ეკონომიკური მოქმედებები. 

იური ლუჟკოვი თბილისში გასულ კვირას იმყოფებოდა მეუღლესთან — ელენა ბატურინასთან და მოსკოვის მერიის ყოფილ ჩინოვნიკთან ლეონიდ ბოჩინთან ერთად. 

 

ყველა ახალი ამბავი
0