რუსეთში ორი შუააზიელი გაანეიტრალეს, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ

© ФСБ РФ / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერალური სამსახურის სპეცოპერაცია
რუსეთის ფედერალური სამსახურის სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტები, ავტომატი АК-74 და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო მასალები.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. რუსეთში, ვლადიმირის ოლქში დაკავების მცდელობისას შუა აზიის ორი მკვიდრი გაანადგურეს, რომლებიც რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად მზად იყვნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.

გაჯეტი iPhone 6 plus - Sputnik საქართველო
CNN: ტერორისტებმა ასაფეთქებლების გაჯეტებში განთავსების მეთოდები შეიმუშავეს

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შუა აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკის ორი მოქალაქე გაანეიტრალეს, რომლებმაც დაკავების დროს მომხდარ შეტაკებაში აქტიური წინააღმდეგობა გაწიეს. ეს 1991 და 1987 წლებში დაბადებული პირები არიან, რომლებიც ვლადიმირის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული პირები საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან იყვნენ კავშირში… და მზად იყვნენ ტერორისტული შეტევების მოსაწყობად რუსეთის ტერიტორიაზე", — აღნიშნულია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, იქვე განმარტებულია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტები, ავტომატი АК-74, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო მასალები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციისას ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0