პეტერბურგში, საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Анатолий Медведь / გადასვლა მედიაბანკშიუსაფრთხოების ზომების გაძლიერება სანქტ-პეტერბურგში
უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტერბურგის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლეს. შენობაში ხუთშაბათს, დილით ადრე ბინადრების ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პეტერბურგის ნევის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა გაავნებლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რაიონის ადმინისტრაციის უფროს კონსტანტინ სეროვზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით დილის 5:00 საათზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს საგანი, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. მეზობელი ბინებიდან ხალხის ევაკუირება განხორციელდა.

სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შემდეგ საგანგებო სამსახურის, პოლიციისა და მაშველების ავტომანქანები - Sputnik საქართველო
აფეთქება პეტერბურგში: გამოძიების ბოლო სიახლეები

"ამაჟამად ბინაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებლებულია, დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ამ დროისთვის მცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არის", — განაცხადა რაიონის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ხუთშაბათს, ადრე დილით ევაკუირებული იყო სახლის ორი სადარბაზო. მცხოვრებლები ახლომდებარე საბავშვო ბაღში მოათავსეს. ადგილზე მუშაობდნენ მედიკოსები და ფსიქოლოგები, მათ მიაწოდეს საკვები.

უშიშროების ფედერალური სამსახურის რაიონული სამმართველო ამ დროისთვის ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ "სენნაია პლოშჩადსა" და "ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2“-ს შორის გვირაბში ვაგონში აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე "პლოშჩად ვოსტანია" დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითიც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო საავადმყოფოებში 49 დაშავებული იმყოფება.

გამოძიების მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილია წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე აქბარჟონ ჯალილოვი, რომელმაც ერთ სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, ხოლო შემდეგ მეტროს ვაგონში თავი აიფეთქა.

ტერაქტის შემდეგ ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ყველა ახალი ამბავი
0