პეტერბურგის ტერაქტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქე ყირგიზი იყოს დამნაშავე

© photo: Sputnik / Анатолий Медведь / გადასვლა მედიაბანკშიტერაქტი სანქტ-პეტერბურგში
ტერაქტი სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტში, წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა რუსეთის წარმოშობით ყირგიზი მოქალქე იყოს დამნაშავე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივან რაჰათ სულაიმანოვის განცხადებაზე დაყრდნობით. 

„დიახ, წინასწარი მონაცემებით, ის წარმოშობით ყირგიზი და რუსეთის მოქალაქეა“, — განუცხადა სულაიმანოვმა სააგენტოს. 

მისი თქმით, ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი რუს კოლეგებთან ერთად მუშაობს სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაზე.  

აფეთქება მეტროში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს

შეგახსენებთ: 3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. 

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა. 

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.


ყველა ახალი ამბავი
0