ზურაბ სოტკილავა

პუტინმა სოტკილავას 80 წლის იუბილე მიულოცა

41
რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ოპერის მომღერალ ზურაბ სოტკილავას 80 წლის იუბილე მიულოცეს, რომელსაც ის კვირად აღნიშნავს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოპერის მომღერალ ზურაბ სოტკილავას 80 წლის იუბილე მიულოცა და მას მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი უწოდა.

 „გილოცავთ 80 წლის იუბილეს. თქვენ გიცნობენ როგორც ბრწყინვალე, ნიჭიერ არტისტს და მსოფლიო დონის ნამდვილ ვარსკვლავად გაღიარებენ“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости  მისალოც ტექსტს, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე კვირას გამოქვეყნდა. 

პუტინმა სოტკილავას უნიკალური ვოკალური მონაცემები, დაუღალავი შრომა, შეუდარებელი არტისტული ტემპერამენტი და ხიბლი აღნიშნა, რომელთა წყალობით მომღერალმა მიაღწია წარმატებას, დაიმსახურა მაყურებლის მაღალი პროფესიონალური აღიარება და სიყვარული, აღნიშნა მან. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მომღერლის მრავალმხრივ პედაგოგიურ, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო საქმიანობას და ასევე მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების ლეგენდარული ტრადიციების შენარჩუნებისთვის გულწრფელ ზრუნვას.

80 წლის იუბილე სოტკილავას ასევე მიულოცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა.

 „დიდი თეატრის სცენაზე პირველივე გამოსვლებიდან თქვენ მაყურებელთა უზარმაზარი სიყვარული მოიპოვეთ, დაიპყარით მატი გულები ღრმა და ემოციური შესრულებით, ვირტუოზული ტექნიკით, დიდი კომპოზიტორების ჩანაფიქრის გადმოცემისა და გმირების ხასიათის გახსნის უნარით“, — ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც ბარათში. 

თავის მილოცვაში მედვედევმა გამოყო ოპერები „ოტელო“, „კარმენი“, „ტოსკა“, „აიდა“, „ბალ-მასკარადი“, „ტრუბადური“, რომლებიც, მისი აზრით, ნამდვილი ვოკალური შედევრებია.

 „და რა თქმა უნდა, არავის არ ტოვებს გულგრილს რუსული და ქართული ხალხური სიმღერების, ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის რომანსების თქვენეული გულშიჩამწვდომი შესრულება. თქვენი პედაგოგიური ნიჭის დახმარებით ბრწყინვალე მომღერლების ახალი თაობა გაჩნდა. ბევრი მათგანი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა და მაყურებელთა გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა“, — დაამატა პრემიერმა.

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა კვირას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ოპერის მომღერალი, ლირიულ-დრამატული ტენორი, რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა სოხუმში დაიბადა. დიდი თეატრის საოპერო დასში მომღერალი 1974 წელს მიიწვიეს.


41
თემები:
რუსეთი დღეს (184)