პეტერბურგელმა ტაქსისტმა უცხოელი ტურისტი მანქანაში გამოამწყვდია

© photo: Sputnik / მაქსიმ ბლინოვი / გადასვლა მედიაბანკშიტაქსისტი და პოლიციელი
ტაქსისტი და პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაქსის მძღოლი ტურისტისგან 20 კმ მანძილის გავლისთვის 275 დოლარის გადახდას მოითხოვდა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. პეტერბურგელმა ტაქსისტმა უცხოელ ტურისტს ქალაქში ოცწუთიანი მგზავრობის საფასურად 16 ათასი რუბლის (დაახლოებით 275 აშშ დოლარი) გადახდა მოსთხოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ლენინგრადის ოლქისა და ქალაქ სანქტ-პეტერბურგის შსს-ის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთ ტაქსისტს  უცხოელი ტურისტი მანქანაში ჰყავდა ჩაკეტილი და მისგან ზედმეტად გადაჭარბებული საფასურის გადახდას მოითხოვდა.

„2017 წლის 8 მარტს პოლიციაში 02-ზე შევიდა შეტყობინება, რომ სასტუმროს ბინადარმა უცხოელმა BMW-ს მარკის ტაქსი დაიქირავა ზამთრის სასახლიდან სტარტოვაიას ქუჩამდე მისასვლელად. მძღოლმა მას 16 ათას რუბლზე გამოუწერა ჩეკი, მერე კი მანქანაში ჩაკეტა და არ უშვებდა, სანამ ფულს არ გადაიხდიდა“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ზამთრის სასახლიდან სტარტოვაიას ქუჩამდე დაახლოებით 20 კმ-ა, რომლის გავლასაც ოციოდე წუთი სჭირდება.

პოლიცია ახლა მომხდარის გარემოებებს ადგენს. გამორიცხული არ არის, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

ყველა ახალი ამბავი
0