ავტომობილი რუსი სამხედროებით სირიაში ნაღმზე აფეთქდა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისირიის ქალაქი ჰომსი
სირიის ქალაქი ჰომსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი, რომელშიც რუსი მრჩევლები იმყოფებოდნენ, რადიომართვად ნაღმზე აფეთქდა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სირიაში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ალეპო - Sputnik საქართველო
სირიის ჯარმა რუსეთის ფედერაციის დახმარებით 650 ტერორისტი გაანადგურა

„ავტომობილის რადიომართვად ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ ორი დაიჭრა. მათ გადასარჩენად რუსი სამხედრო ექიმები იბრძვიან“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სირიის ჯარების ავტოკოლონა, რომელსაც მიჰყვებოდა ავტომობილი რუსი სამხედრო მრჩევლებით, თიიასის აეროდრომიდან ჰომსის მიმართულებით მიდიოდა. დაახლოებით ოთხი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილის ქვეშ, რომელშიც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, რადიომართვადი ნაღმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0