Ты супер!

Ты супер!-ის მონაწილეებმა 48 საათში 120 000 „ლაიკი“ მიიღეს

15
შოუს პრემიერის წყალობით ტელეარხმა НТВ-მ კონკურენტებს „პრაიმში“ გაუსწრო, პირდაპირ ტრანსლაციას კი Sputnik–ის რესურსებზე და ვეგვერდზე, ასევე НТВ–ს აპლიკაციებში 60000–ზე მეტი მაყურებელი უყურებდა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის Ты супер!-ის პრემიერის შემდეგ ტელეარხ НТВ–ზე ხმის მიცემა დაიწყო, რომლის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ 92-მა ახალგაზრდა ვოკალისტმა 120000 „ლაიქი“ შეაგროვა, რაც პროექტ Ты супер!-ის კიდევ ერთი რეკორდი გახდა.

შოუს პრემიერამ ტელეარხ НТВ–ს „პრაიმში“ პირველი ადგილი მოიტანა. Ты супер!-მა 45 წლის ზემოთ ასაკის ქალთა აუდიტორია მოიზიდა და არხს თავის სლოტში 20:00-22:30 (12,4%) ლიდერობა უზრუნველყო. 

Ты супер!-ის პირველი გამოშვების პირდაპირ ტრანსლაციას Sputnik–ის რესურსებზე და ვეგვერდზე, ასევე НТВ–ს აპლიკაციებში 60000–ზე მეტი მაყურებელი უყურებდა. შოუს საპრემიერო გამოშვებას პირველ დღეს 200000–ზე მეტი დათვალიერება ჰქონდა.

მუსიკალურმა შოუმ დაამეგობრა ქვეყნები, წაშალა საზღვრები. რეგიონებისა და ოლქების მცხოვრებლები გაერთიანდნენ, რათა ერთად დაუჭირონ მხარი თავის წარმომადგენელს, ადგილობრივი მედია კი თავისი თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელებში კონკურსანტების პირადი გვერდები ათასობით აღფრთოვანებული გამოხმაურებითა და სურვილებით არის აჭრელებული.

პროექტს შოუ–ბიზნესის ვასკვლავებიც შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის გადაღებებზე მიდიან და ახალგაზრდა ტალანტებს ამხნევებენ. პროგრამის პირველ გამოშვებებში კონკურსანტებს გულშემატკივრობდნენ ფილიპ კირკოროვი, ვალერია, გარიკ მარტიროსიანი, ფიოდორ ბონდარჩუკი, ევგენი პაპუნაიშვილი, იანა ბატირშინა და ჰოლივუდის ლეგენდა კერი–ჰიროიუკი ტაგავა. ვარსკვლავური სტუმრები და ჟიურის წევრები იოლკა, ვიქტორ დრობიში, მარგარიტა სუხანკინა და სტას პიეხა სოციალურ ქსელებში ნორჩი ვოკალისტების სურათებს ათავსებენ და პროექტის შესახებ ყვებიან. 

კონკურსის Ты Супер! ჟიური
კონკურსის Ты Супер! ჟიური

შოუს კრიტიკოსებმაც არ აუარეს გვერდი. მედიის უამრავი საშუალება და გაზეთი პროექტის შესახებ კომენტარებს ათავსებს.

საბავშვო შოუს Ты супер!-ის გაგრძელება იხილეთ შაბათს, 18 თებერვალს, ტელეარხ НТВ–ზე და „Sputnik საქართველოს“ პორტალზე 21:00 თბილისის დროით.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.

პროექტის პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი ნიჭიერი ბავშვების წარმატებას თვალს ადევნებს — კონკურსის შედეგებზე მკითხველი შოუს ონლაინ–დღიურებიდან და სააგენტოს ვებ-გვერდებზე პირდაპირი ტრანსლაციებიდან შეიტყობს.


15
თემები:
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!" (30)