ოლეგ მიხეევი

სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატ მიხეევზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა

26
(განახლებულია 15:56 16.02.2017)
ბიზნესმენი ოლეგ მიხეევი თავს არიდებს პროკურატურაში გამოცხადებას, რათა ხელი მოაწეროს საბრალდებო დასკვნას.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით.

გენერალურმა პროკურატურამ მიხეევის სისხლის სამართლის საქმეზე საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა, თუმცა სასამართლოში ის არ შესულა.

„საქმე სასამართლოს არ შეიძლება გადაეცეს მანამ, სანამ ის (მიხეევი) საბრალდებო დასკვნას არ შეისწავლის და ხელს არ მოაწერს. მან კი ეს არ გააკეთა. ამიტომაც იმყოფება ფედერალურ ძებნაში“, — განაცხადა ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს პრეს-სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ჩერნოვმა, იუწყება გაზეთი.

მიხეევი სისხლის სამართლის საქმეს უკანონოდ მიიჩნევს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სისხლის სამართლის საქმე ჩემ მიმართ უკანონოდ აღიძრა. გამოძიება წარმოებდა უკანონოდ. შესაბამისად, ეს ყველაფერი სრულდება კიდეც უკანონოდ…“ — განუცხადა მიხეევმა თანაპარტიელებს.

მისი კომენტარები განთავსებულია „სპრავედლივაია როსიას“ ვოლგოგრადის ოლქის რეგიონული განყოფილების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მიხეევი პარტიის ვოლგოგრადის განყოფილების ხელმძღვანელია.

გამოძიება ამტკიცებს, რომ 2007 წელს მიხეევმა ფიქტიური ფინანსური დოკუმენტები მოამზადა, რომლის მიხედვით, „ვოლგოპრომბანკს“ პირადად მისი დავალიანება ჰქონდა. 2011 წელს მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი და 2,1 მილიარდი რუბლის ოდენობით თანხა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან დავალიანება ცრუ ვალად აღიარა.

26