მოსკოვში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიტრამვაის გაჩერება
ტრამვაის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად, ხუთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, ერთს კი ამბულატორიული დახმარება ჩაუტარდა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მოსკოვში შუკინოს რაიონში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაზარალდა, რომელთაგან ხუთის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ორი ტრამვაის შეჯახება ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და ინტერნეტ-სივრცეში განათავსა. 

ინციდენტი შუკინოს რაიონში №6 სახლთან ახლოს მოხდა.

მომხდარი ფაქტის გამო ხუთი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0