სერგეი კისლიაკი

რუსეთის ელჩმა ტრამპის ინაუგურაციაზე მოწვევა მიიღო

36
(განახლებულია 17:12 10.01.2017)
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება, რუსეთს ქვეყნის ელჩი წარადგენს.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. აშშ-ში რუსეთის ელჩმა სერგეი კისლიაკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე დაყრდნობით.

„პრაქტიკისა და პროტოკოლის წესების შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩებს იწვევენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკული მხრიდან მოწვევა მოვიდა სერგეი კისლიაკის სახელზე. ელჩი მასში მიიღებს მონაწილეობას“, — განაცხადა საელჩოს პრეს-მდივანმა ნიკოლაი ლახონინმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ის 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 სთ) კაპიტოლიუმის შენობასთან დაიწყება, სადაც იკრიბება კონგრესი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვის დაწერას თავად გეგმავს.

ცერემონიას ორიდან სამ მილიონამდე ადამიანი დაესწრება.

36
თემები:
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია (13)