მოსკოვის მეტრო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

© photo: Sputnik / Андрей Рудаков / გადასვლა მედიაბანკშიმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში სამშაბათს ძლიერი ქარი, ყინვა და დიდთოვლობაა მოსალოდნელი.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენის სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მეტროპოლიტენის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„08:00 საათიდან მეტროპოლიტენის სამსახურები დიდთოვლობის გამო გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ“, — ნათქვამია Twitter-ზე მეტროს მიკრობლოკში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ 27 დეკემბერს მოსკოვში დიდთოვლობა, ყინვა და ქარია მოსალოდნელი, რომლის სიმძლავრეც წამში 12-17 მეტრი იქნება. მოსალოდნელი უამინდობის გამო უწყება მოსკოვის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს – არ მიუახლოვდნენ სარეკლამო ბანერებსა და ძველ, არამყარ შენობებს, ხოლო მძღოლებს — დაიცვან მოძრაობის წესები, თვალყური ადევნონ მოძრაობის სიჩქარესა და დისტანციას.

ყველა ახალი ამბავი
0