აფეთქება ელიაზიგში

"როსტურიზმი" რუს ტურისტებს თურქეთში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

11
(განახლებულია 17:46 18.08.2016)
რუს ტურისტებს მოუწოდებენ, თურქეთში იყვნენ დაკვირვებითა და ფრთხილად, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ასეთ რეკომენდაციებს „როსტურიზმი“ თურქეთის ქალაქ ელიაზიგში აფეთქების შემდეგ იძლევა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. „როსტურიზმი“ ტუროპერატორებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ რუს ტურისტებს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„როსტურიზმი" მოუწოდებს თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ რუს ტურისტებს, იყვნენ დაკვირვებით და დაიცვან სიფრთხილის ზომები: მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები. ტუროპერატორებს ევალებათ, ტურისტებს შესაძლო საფრთხის შესახებ აცნობონ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთის ქალაქ ელიაზიგში ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ორი ავტომობილი აფეთქდა, რასაც, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც გამოცემა Daily Sabah იუწყება, აფეთქების შედეგად 146 ადამიანი დაშავდა. მისივე მონაცემებით, 14 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მანამდე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი აფეთქება ქურთების მუშათა პარტიამ მოაწყო, თუმცა თავად პარტიას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.

11