სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა გამარჯვებულები გამოაცხადა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ გახდება კონკურსის მთავარი ჯილდოს - „გრან-პრის“ მფლობელი, 30 აგვისტოს გახდება ცნობილი.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიამ“ ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებულები და პრიზიორები დაასახელა.

ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბავი“ გამარჯვებულები გახდნენ ფოტოჟურნალისტები ამარ აბდულა (სირია) ფოტოთი „სიკვდილს გაქცეულნი“ და ბალაშ ბელი (უნგრეთი) ფოტოსერიით „ბალკანური მარშრუტი“; ნომინაციაში „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“ — ელენა ანოსოვა (რუსეთი) ფოტონამუშევრით „დათვის კუთხე“ და ფიოდორ ტელკოვი (რუსეთი) ფოტოსერიით „სტაროობრიადცები“ („ძველმოწესეები“); ნომინაციაში „სპორტი“ — ალექსეი მალგავკო (რუსეთი) ფოტოთი „მსოფლიო ჩემპიონატი 2015 საწყლოსნო სპორტის სახეობებში. წყალში ხტომა“ და ალექსეი ფილიპოვი (რუსეთი) სერიით „დაპირისპირება“; ნომინაციაში „ჩემი ქვეყანა“ — ელენა ჩერნომორცევა (რუსეთი) ფოტონამუშევრით „ისტორია, რომელსაც წყალი ინახავს“ და დმიტრი ტკაჩუკი (რუსეთი) სერიით „თეთრი დუმილი“; ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ — დანილო გარსია დი მეო (იტალია) სერიით „ლეტიცია, უჩინარი ცხოვრების ისტორია“.

კონკურსის გამარჯვებულებისა და პრიზიორების სრული სია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე stenincontest.ru. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და გრან-პრის გამოცხადება მოსკოვში კონკურსის ლაურეატების ნამუშევართა გამოფენის გახსნის ცერემონიაზე 30 აგვისტოს გაიმართება. იქ გამოცხადდება კონკურსის მთავარი ჯილდოს — გრან-პრის მფლობელი. კონკურსის ორგანიზატორია მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით.

„მოხარული ვართ, რომ გამოვაცხადეთ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებულები და პრიზიორები. წელს ახალი ნომინაციები დავამატეთ, რათა ახალგაზრდა ფოტოგრაფებმა საკითხთა უფრო ფართო წრე მოიცვან. კონკურსმა შეკრიბა ფოტოჟურნალისტები ხუთივე კონტინენტის 71 ქვეყნიდან. ძალზე სასიამოვნოა, რომ ბევრმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა ადამიანმა, რომლებიც გასულ წელს გამოვავლინეთ, როგორებიც არიან ელენა ანოსოვა, დარია ისაევა, მატიჩ ზორმანი, წელსაც მიიღეს მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ჟიურიმ უყურადღებოდ ვერ დატოვა ბევრი ნამუშევარი, რომლებიც ყველას გვაიძულებს დავფიქრდეთ, ჩავუღრმავდეთ ისტორიას, რომელიც ასახულია ფოტოზე ან სერიაში, ამიტომ გადაწყდა, ჟიურის რამდენიმე აღნიშვნა გაგვეკეთებინა“, — განაცხადა „როსია სეგოდნიას“ ფოტოსამსახურის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა. 

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში. 2016 წელს კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფების უდიდესი ფოტობატალიების ტერიტორია გახდა. მასზე წარმოდგენილი იყო 71 ქვეყნის დაახლოებით 6000 ნამუშევარი.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი 2016 წელს უდიდესი რუსული და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების, საინფორმაციო სააგენტოებისა და ფოტოსაზოგადოებების მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი „როსია-კულტურა“, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი RussianPhoto. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო Askanews, საინფორმაციო სააგენტო EFE, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG). დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, სტუდენტური და ახალგაზრდული მედიის კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალი „ფოტოაღლუმი უგლიჩში“.

ყველა ახალი ამბავი
0