იოსიფ ბროდსკის გარდაცვალების წლისთავი: უდიდესი პოეტის ციტატები

© photo: Sputnik / Александр Демьянчук / გადასვლა მედიაბანკშიბროდსკი
ბროდსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრი იცნობს ბროდსკის პოეტურ მემკვიდრეობას, მაგრამ მის ესეები და ლექციები არცთუ ბევრ ადამიანს აქვს წაკითხული.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ნობელის პრემიის ლაურეატსა და პოეტ იოსიფ ბროდსკის მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ იხსენებენ.

იოსიფ ბროდსკი 1996 წლის 28 იანვარს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. თავისი სიცოცხლის 55 წლის განმავლობაში მან შეძლო XX საუკუნის უდიდესი რუსი პოეტი გამხდარიყო და მიეღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. „Sputnik ბელარუსმა“ ბროდსკის ესეებიდან და ლექციებიდან ციტატებს მოუყარა თავი.

„გაითვალისწინეთ, საკუთარი განუმეორებლობის აღქმა ასევე ძირს უთხრის თქვენს უნიკალურობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის თქვენს რეალობის გრძნობას უკვე მიღწეულამდე ავიწროებს“.

„სხვა ცხოვრება რომ დაიწყოს ადამიანმა, ანგარიში უნდა გაასწოროს წინა ცხოვრებასთან, თან — დიდი სიფრთხილით“.

„ჩვენ მივდივართ, სილამაზე კი რჩება. რადგანაც ჩვენ მომავლისკენ მივდივართ, ხოლო სილამაზე — მარადიული აწმყოა“.

„ჯობია, ბოლო უიღბლო იყო დემოკრატიაში, ვიდრე ტანჯული ან ფიქრთა მბრძანებელი დესპოტიაში“.

“სამყაროს გადარჩენა, ალბათ, უკვე შეუძლებელია, მაგრამ ცალკეული ადამიანისა — ყოველთვის შეიძლება“.

„რა ამაზრზენიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, ამაში გარე ძალები არ დაადანაშაულოთ: ისტორია, სახელმწიფო, უფროსობა, რასა, მშობლები, მთვარის ფაზა, ბავშვობა, ღამის ქოთანზე უდროო დაჯდომა და ა. შ. მენიუ ფართო და მოსაწყენია, და თვითონ მისი სიფართოვე და მოსაწყენობა საკმაოდ შეურაცხმყოფელია, რომ გონება მისი გამოყენების წინააღმდეგ აღადგინო. იმ დროს, როცა რაიმეს დებთ ბრალს, საკუთარ სიმტკიცეს, რომ რამის შეცვლა შეგიძლიათ,  ძირს უთხრით“. 

„ნებისმიერი შემოქმედება იწყება, როგორც ინდივიდუალური მისწრაფება თვითსრულყოფისკენ და იდეალში — წმინდანობისკენ“.

„მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და ცეცხლთან ერთად, ფული — მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად უწევს ანგარიშს“.

ბოროტების წინააღმდეგ ყველაზე საიმედო დაცვა უკიდურეს ინდივიდუალიზმში, ორიგინალურ აზროვნებაში, უცნაურობაში, თუ გნებავთ — ექსცენტრიულობაშია. ესე იგი რაღაც ისეთში, რისი გაყალბება, თამაში, იმიტირებაც შეუძლებელია; იმაში, რაც ყველაზე გამოწრთობილ თაღლითსაც არ ძალუძს“.

„ადამიანთა უმეტესობა ნორმალური ადამიანური პირობების მიღწევისკენ სწრაფვით შემოიფარგლება“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0