შოიგუ: ნატომ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 13–ჯერ გაზარდა

გამოწერა
ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატომ თვითმფრინავების კონტინგენტი რვაჯერ გაზარდა, აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დროს ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატომ თვითმფრინავების კონტინგენტი 8–ჯერ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეების კი 13–ჯერ გაზარდა, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. ამის შესახებ წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„მხოლოდ ამ წელს ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატომ თვითმფრინავების კონტინგენტი 8–ჯერ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეების კი 13–ჯერ გაზარდა“, — განაცხადა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე. 

„მათ ტერიტორიებზე დამატებითაა გადასროლილი სამასამდე ტანკი და ჯავშანმანქანა, რუმინეთსა და პოლონეთში კი ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსები თავსდება“, — აღნიშნა შოიგუმ. მისი თქმით, „დღეს  ბლოკში შესასვლელად აქტიურად ემზადებიან ჩერნოგორია, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და ასევე უკრაინა, ხოლო ფინეთი, შვედეთი, სერბეთი და მოლდოვა ალიანსის ინტერესთა სფეროში მოხვდნენ“. 


ყველა ახალი ამბავი
0