სანქცირებული პროდუქციის განადგურება.

რფ მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს გადაწყვეტილებას სასურსათო ემბარგოზე

7
(განახლებულია 21:13 11.08.2015)
რუსეთის ფედერაციის მთავრობა განიხილავს სასურსათო ემბარგოს დაქვემდებარებული ქვეყნების სიის გაფართოების საკითხს, მსჯელობს ნიუანსებზე და უახლოეს ხანებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე- პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა,

თბილსის, 11 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის მთავრობა განიხილავს სასურსათო ემბარგოს დაქვემდებარებული ქვეყნების სიის გაფართოების საკითხს, მსჯელობს ნიუანსებზე და უახლოეს ხანებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

 "საკითხი აქტიურად განიხილება. პრინციპიალური მიდგომა იმაშია, რომ ყველა ვინც ჩვენს წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა, სასურსათო ემბარგოს შესაბამის საპასუხო ზომებს შეეჯახა. არის ნიუანსები, დეტალები, რასაც ჩვენ ეხლა განვიხილავთ… ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, — თქვა ვიცე-პრემიერმა. 

 მანამდე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართოს, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც სასურსათო ემბარგოა გამოყენებული. მისი თქმით, ეს შესაძლოა რამდენიმე ქვეყანას შეეხოს, რომელთაც მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ აქამდე არ მოხვდნენ რუსეთის კონტრსანქციების ქვეშ.

 მანამდე ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციების გაგრძელებას. 


7
თემაზე
რუსეთი სავაჭრო ემბარგოს საკითხს საქართველოს წინააღმდეგაც განიხილავს
"ნაციონალური მოძრაობა" რუსულ ემბარგოს პროგნოზირებს