რუსეთი სავაჭრო ემბარგოს საკითხს საქართველოს წინააღმდეგაც განიხილავს

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიატამი
ატამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების დადგენილების პროექტზე მუშაობს. ეს იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ. ჯერჯერობით დოკუმენტის მომზადების ზუსტი თარიღი უცნობია, აცხადებს უწყების პრეს-სამსახური.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის სოფლის მერნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო ემბარგოს შემოღების წინადადებების მომზადება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, განუცხადეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 „ამჟამად რუსეთის ფედერაციის მთავრობაში განიხილება წინადადებები შვიდ ქვეყანასთან მიმართებით, უკვე მუშავდება დადგენილების პროექტიც“, — განაცხადეს პრეს-სამსახურში. სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით დოკუმენტის მომზადების ზუსტი თარიღი უცნობია.

სამშაბათს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალის გაფართოების თხოვნით მიმართოს,  რომელთაც სასურსათო ემბარგო დაუწესდებათ.

მანამდე ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა რუსეთისთვის დაწესებულ ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხს ასევე საქართველოს მიმართაც განიხილავენ. „ქვეყნების სია ზუსტდება“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0