ლონდონი

ლონდონში სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის მიმოწერის შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო

70
ორტომეულში პირველად გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებშიც მოთხრობილია ანტიჰიტლერული კოალიციის ”დიდი სამეულის” ლიდერების რეალური მოტივებისა და ქცევის ლოგიკის თაობაზე.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დაწყების დღეს ლონდონში რუსი ისტორიკოსების ორტომეულის ”სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მიმოწერა დიდი სამამულო ომის წლებში” პრეზენტაცია მოეწყო.

გამოცემა პირველად აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელიც ნათელს მოფენს იმას, თუ რა იდგა ანტიჰიტლერული კოალიციის ”დიდი სამეულის” ურთიერთობების უკან, რაში იყო მათი რეალური მოტივები და ქცევის ლოგიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ომი ბევრისთვის შორეულ, აბსტრაქტულ სიუჟეტად გარდაისახება, ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” გამოცემის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის კათედრის გამგემ ვლადიმირ პეჩატნოვმა ისაუბრა. 

თანაავტორ ისკანდერ მაგადეევთან ერთად, მან შეძლო არა მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტიკის არქივის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არქივის ადრე გასაიდუმლოებული მასალების ”წამოწევა”, არამედ მათთვის ხელმისაწვდომი დასავლური დოკუმენტებიც გახდა. ხუთი წლის მანძილზე მათ შეაგროვეს დაახლოებით 5 ათასი დოკუმენტი სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის ჩერჩილის, იდენის, რუზველტის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივების ფონდებიდან. გამოცემის პრეზენტაცია ორშაბათს ლონდონში რუსეთის საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ მეცნიერები და ისტორიკოსები, მათ შორის კემბრიჯიდან და ოქსფორდიდან.

პეჩატნოვის განცხადებით, ნაშრომის მიზანი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ არის და ის, პირველ რიგში, ისტორიულ კვლევას წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ წიგნის მთავარი ჩანაფიქრი იყო დოკუმენტების შინაარსის შედარება ”იმასთან, რაზეც ლიდერები რეალურად ფიქრობდნენ, მათი რეალური მოტივების და მათი აღქმის შედარება და ამ მიმოწერის პოლიტიკური ფონის ჩვენება”.

”ამ ნაშრომში გვინდოდა გვეჩვენებინა არა მხოლოდ საბჭოთა დიპლომატიის როლი, არამედ ის თუ ეს როგორ კეთდებოდა სხვა, დასავლურ დედაქალაქებში, ესე იგი, თანაბრად გაგვეშუქებინა სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ქცევის პოზიცია და ლოგიკა, შევსულიყავით მათ მდგომარეობაში. ეს ისაა, რასაც მე ისტორიულ ემპათიას ვუწოდებ. მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ქცევის ლოგიკის გაგება”, — აღნიშნა პეჩატნოვმა.

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ახალმა თაობამ იცოდეს. ”ჩვენ მორალურ მსჯელობას არ მივყვებით, ჩვენ დოკუმენტებს თავის საკუთარ ისტორიას ვაძლევთ. და ეს, ვფიქრობ, ყველაზე დამაჯერებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომლისთვისაც საერთოდ ომი თანდათან რაღაც ძალიან შორეულ, აბსტრაქტულ სიუჟეტად იქცა”, — განაცხადა გამოცემის თანაავტორმა.

”ამიტომ აუცილებელია ისტორიის ამ მონაკვეთის შეგრძნება თუ როგორ იყო ყველაფერი სინამდვილეში. რაც ჩვენ ამ წიგნით გადმოვეცით, საჭიროა ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც ამის შესახებ მეტ-ნაკლები, სუსტი წარმოდგენა აქვს”, — აღნიშნა ისტორიკოსმა.

 


70