სერგეი ლავროვი

ლავროვი: ევროკავშირთან სხვადასხვა ქვეყნის ურთიერთობამ არ უნდა დააზარალოს რუსეთი

5
მოსკოვში სურთ, რომ ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროკავშირსა და მასთან ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ტიპის ურთიერთობის გაღრმავების მოსურნე ქვეყნებს შორის, არ წარიმართოს რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მოსკოვი ევროკავშირს გადაწყვეტილებებს თავს არ მოახვევს, მაგრამ ვისურვებდით, რომ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ურთიერთობა არ განვითარდეს რუსეთის საზიანოდ, განაცხადა ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებული მოლოდინების თაობაზე საუბრისას, – იუწყება სააგენტო РИА Новости.

„მე  არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო მოლოდინებზე, ჩვენ არ შეგვიძლია ევროკავშირსა და მის პარტნიორებს თავს მოვახვიოთ რაიმე სახის გადაწყვეტილება, ჩვენ გვსურს  ერთადერთი რაც დიდი ხანია ცნობილია ჩვენი  კოლეგებისთვის ბრიუსელში. ჩვენ გვინდა რომ ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროკავშირსა და მასთან ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ტიპის ურთიერთობის გაღრმავების მოსურნე ქვეყნებს შორის, არ  განვითარდეს რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების საზიანოდ“, – თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შედეგებს ეძღვნებოდა. 

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან ბოლო სამმა ქვეყანამ გასულ წელს უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის ხელშეკრულებას. 

 

 


5