მარია კოჟევნიკოვა

სახელმწიფო დუმის დეპუტატი კოჟევნიკოვა შესაძლოა ფილმში გადაიღონ

7
ისტორიული ფილმის რეჟისორი ანდრეი მალიუკოვი იქნება. მისი აზრით, სამშობლოზე გადაღებული ფილმები ძალზედ მნიშვნელოვანია. ადრე მარია კოჟევნიკოვა ისტორიულ ფილმ ”ბატალიონში” გადაიღეს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კინოკომპანია ”დერჟავა” რუსეთის გაქრისტიანების შესახებ ფილმის ”ვლადიმირის ჯვარი, ანუ ვლადიმირის ვნებანი” გადაღებას გეგმავს. ფილმში შეიძლება ვლადიმირ მაშკოვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი მარია კოჟევნიკოვა გადაიღონ, იუწყება სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია 

ფილმის რეჟისორი ანდრეი მალიუკოვი იქნება. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის გეგმებშია ფილმების ”ლეგენდა გაქცევაზე” და ”ლენინგრადული ვალსი” გადაღება. მალიუკოვი ირწმუნება, რომ ყველა პროექტის დროში ”გადანაწილებას” მოასწრებს.

”ისტორიული ფილმები ჩვენი სამშობლოს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს პროექტი ”ვლადიმირის ჯვარი, ანუ ვლადიმირის ვნებანი” ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მასზე მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს”, — განაცხადა რეჟისორმა პროექტების დაცვაზე, რომელიც კულტურის სამინისტროში გაიმართა. 

ფილმში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ვლადიმირ მაშკოვმა, ვალერი გარკალინმა, ლარისა გუზეევამ, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ფილმ ”ბატალიონის” ვარსკვლავმა მარია კოჟევნიკოვამ.

 

 

7