დიმიტრი პესკოვი

კრემლში მრავალცოლიანობის ლეგალიზაციის იდეაზე კომენტარს არ აკეთებენ

3
ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მუჰამედ დაუდოვმა ცოტა ხნის წინ რუსეთში მრავალცოლიანობის ლეგალიზაციის იდეა წამოაყენა. დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ჯერ არ იცნობენ ამ წინადადებას.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. კრემლში ჯერ არ გაცნობიან ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მუჰამედ დაუდოვის წინადადებას რუსეთში მრავალცოლიანობის ლეგალიზაციის თაობაზე, იუწყება РИА Новости.

დაუდოვმა „Газете.ru" – სთვის მიცემულ ინტერვიუში  თქვა, რომ „კარგი იქნებოდა მრავალცოლიანობის ლეგალიზება“. 

„მართალი გითხრათ, მე არ მინახავს მისი განცხადება, რომელშიც ის მრავალცოლიანობის ლეგალიზაციას გვთავაზობდა. თუ თქვენ ყურადღებით მოძებნით და მანახებთ ამ განცხადებას, გიპასუხებთ შეკითხვაზე“, – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება  სთხოვეს. 


3