ვლადიმერ პუტინი

პუტინი: რუსული ენა და ლიტერატურა დამოუკიდებელი მეცნიერება უნდა გახდეს

8
(განახლებულია 18:17 24.05.2015)
ამჟამად რუსული ენა და ლიტერატურა ფილოლოგიის ზოგად ცნებაში მოიაზრება, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, საჭიროა ზოგადი განათლების სისტემაში მისი დამოუკიდებელ საგნად გამოყოფა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ”ფილოლოგიის” მეცნიერებიდან ზოგადი განათლების სისტემაში რუსული ენისა და ლიტერატურის დამოუკიდებელ საგნად გამოყოფას აუცილებლად მიიჩნევს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის სპეციალიზაციისა, სახელმწიფომ ჩვენი ბავშვებისთვის რუსული ენის სწავლების ხარისხი მუდმივად უნდა აამაღლოს. და ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ დავეთანხმო იმ სპეციალისტებს, ფილოლოგებს, მასწავლებლებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ზოგადი განათლების სისტემაში რუსული ენა და ლიტერატურა დამოუკიდებელ საგნად გამოიყოს”, — განაცხადა პუტინმა ეროვნებათაშორის ურთიერთობათა და რუსული ენის საკითხებში საბჭოების ერთობლივ სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად რუსული ენა ფილოლოგიის ზოგად ცნებაში მოიაზრება.

 

 


8