რუსეთი და სომხეთი სამაშველო ცენტრის გახსნაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშივლაფიმერ პუჩკოვი
ვლაფიმერ პუჩკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრის შექმნის პერიოდში გამოყენებული იქნება ბალკანეთში უკვე არსებული რუსულ–სერბული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცენტრში მიღებული გამოცდილება, განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეთაურმა ვლადიმირ პუჩკოვმა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთისა და სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურების მეთაურებმა სამშაბათს საერთო სასწავლო–სამაშველო ცენტრის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გახსნის შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 „რუსულ–სომხური ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის შემადგენლობაში რეაგირების ყველა სისტემა შევა, საავიაციო ტექნოლოგიების ჩათვლით. ჩვენ უკვე ვიწყებთ ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც იქნება ყველაფერი აუცილებელი ისეთ რთულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის, როგორებიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა ან ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაცია“, – განაცხადა ცერემონიაზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეთაურმა ვლადიმირ პუჩკოვმა.

ცენტრის დაარსებისათვის ბალკანეთში უკვე მოქმედი რუსულ–სერბული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცენტრიდან  მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ, აღნიშნა მინისტრმა.

რუსულ სამაშველო სამსახურებში „რია ნოვოსტის“ წყაროს მონაცემების მიხედვით, ახალი ცენტრი სომხურ ქალაქ „გეტარგელში“ გაიხსნება, რაც საგანგებო სიტუაციების დროს როგორც ორივე სახელმწიფოს, ასევე სხვა ქვეყნების სასაზღვრო ტერიტორიაზე ოპერატიულად მოქმედებებს შესაძლებელს გახდის.


ყველა ახალი ამბავი
0