მიმოხილვა: საზღვაო „ცირკონი“ სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით

© photo: courtesy of Press service of the RF Ministry of Defense  / გადასვლა მედიაბანკში„ცირკონის“ გამოცდა
„ცირკონის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პროექტ 22350-ის ფრეგატმა „ადმირალმა გორშკოვმა“ 19 ივლისს წარმატებით შეასრულა ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონებით“ სროლები თეთრი ზღვის აკვატორიიდან ბარენცის ზღვის სანაპიროზე სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით, 350 კმ-ზე მეტი დაშორებით.
პირდაპირი მოხვედრა სტარტიდან დაახლოებით 150 წამის შემდეგ დაფიქსირდა. რაკეტის ფრენის სიჩქარე შვიდი მახი (8575 კმ/სთ) იყო. „ცირკონის“ კინეტიკური ენერგია საშუალებას იძლევა, შუაზე „გააპოს“ Defender-ის ან Arleigh Burke-ს ტიპის ხომალდები.  
პროექტ 22350-ის ფრეგატებს ბორტზე 16 „ცირკონის“, „კალიბრი-НК“-ს ან „ონიქსის“ ზიდვა შეუძლიათ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უზრუნველყოფს კომპლექს „პოლიმენტ-რედუტის“ 32 რაკეტა და „პალაშის“ ორი საარტილერიო დანადგარი. მოწინააღმდეგის სუბმარინებისგან ხომალდს კომპლექსი „პაკეტი-НК“ იცავს, რომელიც 12 უნიკალური ანტიტორპედოთია აღჭურვილი. კომპლექს „ცირკონით“ რუსეთის ფლოტის ათობით წყალზედა ხომალდისა და სუბმარინების აღჭურვა იგეგმება.
Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მიმოხილვა: რა არის ცნობილი მეხუთე თაობის უახლეს მსუბუქ გამანადგურებელზე
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსეი კრივორუჩკომ მანამდე განაცხადა, რომ „ცირკონების“ სახელმწიფო გამოცდები 2021 წელს დასრულდებოდა სუბმარინის ბორტიდან რაკეტების გაშვებით, ხოლო რუსეთის ფლოტისთვის სერიული წარმოება 2022 წელს დაიწყება.
დასავლეთი აღელვებულია რუსული ჰიპერბგერითი რაკეტების უნარით, „გაანადგუროს სამიზნე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, აშშ-ში“ (ციტატა Sky News-დან) როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 19 ივლისს განაცხადა, რომ რუსული რაკეტები, ამერიკულებისგან განსხვავებით, დიდი საფრთხის მატარებელია. თითქოს პენტაგონში არ იყოს შემუშავებული „არაბირთვული სწრაფი დარტყმის“ სტრატეგია, რომელიც მაღალგანვითარებულ სახელმწიფოსთან კონფლიქტის შემთხვევაში მას ბირთვულ პოტენციალს ართმევს, პრევენციულად განაიარაღებს.
 Sea Breeze - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მიმოხილვა: როგორია Sea Breeze-2021-ის მთავარი შედეგი
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ტომას მოდლის თქმით, შეერთებული შტატები „გამოუვალ მდგომარეობაში“ აღმოჩნდა რუსული ჰიპერბგერითი რაკეტების გამო, და თითქოს ამიტომ იძულებულია განავითაროს მყისიერი არაბირთვული დარტყმისთვის საჭირო შეიარაღება. ამერიკის კონგრესის კვლევების სამსახურის ივლისის ანგარიშში აღინიშნება, რომ აშშ რამდენიმე წლით ჩამორჩა რუსეთსა და ჩინეთს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაში, რომ ყველა პროგრამა ჯერ ისევ შორსაა მუშა მდგომარეობაში მოყვანისგან. და მოსალოდნელი დაფინანსება 3,2 მლრდ დოლარის მოცულობით მის სტატუსს წამიერად ვერ შეცვლის.

„ცირკონი“ თამაშის წესებს ცვლის

ფრეგატ „ადმირალ გორშკოვს“ პირველად არ მიუტანია შეტევა „ცირკონით“ სანაპირო ობიექტზე. 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოცდისას წარმატებით განადგურდა სამიზნე არხანგელსკის ოლქში მდებარე პოლიგონზე. ანუ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტამ წარმატებით აითვისა სახმელეთო სამხედრო მოქმედებების თეატრი, მნიშვნელოვნად გააფართოვა გამოყენების სპექტრი და 350 კმ ზღვარი არ არის.
Military Watch Magazine 20 ივლისს იუწყებოდა, რომ „ცირკონს“ 1000 კმ-ის დაშორებით 9 მახის სიჩქარით შეუძლია მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება. ეს გადაჭარბებული არ არის. რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები ამერიკულ Patriot-ებსა და Aegis-ებს ჯართის გროვად აქცევს.
რუსული დრონი „ორიონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
მიმოხილვა: რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვას დაიწყებს
პენტაგონს არ აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც რუსეთს საფრთხეს შეუქმნიდა, და არც ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსულ ჰიპერბგერით რაკეტებს ჩაიჭერდა. დასავლელ პარტნირებს ასევე არ გააჩნიათ რადიოლოკაციის ისეთი საშუალებები, რომლებიც საათში 10 ათასი კმ სიჩქარით მფრენ „ცირკონებს“ აღმოაჩენდა. მათ მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები და ბრალდებები რჩებათ რუსეთის მიმართ, რომელიც უბრალოდ საკუთარ საზღვრებსა და ეროვნულ ინტერესებს იცავს.
სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსული სუბმარინები ფარულად მიუახლოვდებიან აშშ-ის ან ნატოს წევრი ნებისმიერი სხვა ქვეყნის სანაპიროს და რამდენიმე წუთში გაანადგურებენ სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას წყლის ქვეშიდან.
რაკეტის გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
მოსაზრება: რატომ უშლის ხელს რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები ამერიკულ F-35-სა და F-22-ს
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალში „ცირკონი“ ერთადერთი „სიურპრიზი“ არ არის პენტაგონისა და ნატოსთვის.

რუსული ფლოტის ახალი „სიურპრიზები“

რუსეთის თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარებაში „წყალქვეშა აქცენტი“ შეინიშნება. ივლისის შუა რიცხვებში ზღვაში მეოთხე თაობის ერთბაშად რამდენიმე სუბმარინა გავიდა.
ცოტა ხნით ადრე ზღვაში ასევე გავიდა ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“, რომელიც უპილოტო თერმობირთვულ „პოსეიდონებს“ ზიდავს.
უნივერსალური ტორპედო „იხტიოზავრი“, რომელსაც 1000 მ სიღრმეზე შეუძლია მუშაობა, ფლოტის შეარაღებაში ივლისის დასაწყისიდან შევიდა. ეს „მონსტრი“ ყველა არსებულ ანალოგს აღემატება სიჩქარით (50 კვანძი), სიჩუმით, სვლის სიშორითა და სამიზნის აღმოჩენის სიშორით.
ნატოს წვრთნები - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
მოსაზრება: ახალი ანტირუსული მანიფესტი – ნატოს კომუნიკე
გრძელდება ღრმაწყლოვანი „ავრორას“ სახელმწიფო გამოცდებიც. კომპლექსი ორი რობოტიზებული წყალქვეშა აპარატისგან შედგება− სამძებრო და საინსპექციო.
რუსეთში მუშავდება მცირე სუბმარინა „სერვალიც“, რომელიც თხევად ჟანგბადზე მომუშავე ჰაერდამოუკიდებელი ენერგეტიკული დანადგარითაა აღჭურვილი. წყალქვეშა ნავის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის პოზიციების სიახლოვეს ფარული მოქმედება და ასევე საკუთარი სამხედრო-საზღვაო ბაზების დაცვა.
თუ წყალზედა ფლოტზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო დამატებით აპირებს საპატრულო ხომალდების „ვასილი ბიკოვის“ შეძენას, რომლების მაღალი ავტომატიზაციით გამოირჩევა. ხომალდი მოდულური პრონციპითაა აგებული, რაც მას კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესრულებისთვის საჭირო შეიარაღების სწრაფად დაყენების საშუალებას აძლევს.
Су-57 - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
მიმოხილვა: რუსული Су-57 იარაღის ბაზარზე - იმპორტიორების რიგი
როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვთან დიალოგის მცდელობა ძალის პოზიციიდან წარუმატებლობისთვისაა განწირული, და რომ „არამეგობრულ მოქმედებებს ხისტი და მტკიცე პასუხი გაეცემა“, პარტნირებმა ჯობს ყურადღება მიაქციონ ამას და გაიხსენონ რუსეთის მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები.
რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები ეროვნული უსაფრთხოებისა და „პარტნიორებთან“ სამხედრო პარიტეტის აღდგენის მიზნითაა შექმნილი. შეერთებული შტატები და ნატო მრავალი წლის განმავლობაში განალაგებდნენ „ორმაგი დანიშნულების“ სარაკეტო სისტემებს რუსეთისა და მოკავშირე ბელარუსის საზღვრებთან ახლოს. პენტაგონი ისწრაფვოდა ლითონში განეხორციელებინა ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტებით „არაბირთვული სწრაფი დარტყმის“ სტრატეგია. დღეს რუსული „ცირკონი“ და სხვა ჰიპერბგერითი რაკეტები სამხედრო პარიტეტს აღადგენენ და აგრესიულ დასავლეთს ადგილისკენ მიუთითებენ თავდაცვითი ტექნოლოგიებით გამალებულ შეიარაღებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0