ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე

ქართული საფეხბურთო კლუბები ევროასპარეზზე და გაუგებრობა ჩოგბურთის ფედერაციაში

246
(განახლებულია 16:52 19.07.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი მოგზაურობა ჰამბურგში და მარიამ ბოლქვაძის ბრწყინვალე გამარჯვება ერთეულთა თანრიგში... კვირის სპორტული მიმოხილვა

კვარაცხელია შესაძლოა ყაზანში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. ორი ქართული კლუბი ევროასპარეზს გამოეთიშა

„ჯერ კიდევ „რუბინის“ ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. ყაზანი მიყვარს და მოხარული ვიქნები, თუ „რუბინში“ დავრჩები“, – ეს განცხადება ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გააკეთა.

Игрок Рубина Хвича Кварацхелия
© photo: Sputnik / Pavel Lisitsin
ხვიჩა კვარაცხელია

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მთელი სეზონის განმავლობაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას კვარაცხელიას გამო ელოდა. ევროპული კლუბების ინტერესსა და კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერებზე უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი შემტევი კვლავ „რუბინთან“ ერთად იმყოფება და ამხანაგურ მატჩებშიც აქტიურად მონაწილეობს.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი გასულ კვირაში „რუბინის“ გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში 23 მატჩში ოთხი გოლი და რვა საგოლე პასი მიითვალა. ის პორტალ Transfermarkt-ზე 18 მილიონად არის შეფასებული, თუმცა რუსული კლუბის ხელმძღვანელობა ქართველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

ФК Динамо Батуми
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები

ხვიჩას ამბების გარდა, „კონფერენს ლიგისა“ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრები ჩაატარეს ქართულმა კლუბებმა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენესთან“ ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც უკვე ქართული კლუბი ბევრად ძლიერ „ბატეს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა სან მარ