უოლ-სტრიტი ნიუ-იორკში

კრიტიკული წერტილი: ანალიტიკოსები იმედგაცრუებული არიან აშშ-ის ეკონომიკით

17
(განახლებულია 21:06 12.07.2021)
შეერთებული შტატები შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს კრიზისამდელ დონეზე, მიაჩნიათ Moody’s Analytics-ის ანალიტიკოსებს.

ირინა ბადმაევა

ნორმალურ ინდექსზე დაბრუნება აჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა ეკონომიკა პანდემიის შემდეგ — ეს ხელსაყრელ მაჩვენებელს ქვემოთ შვიდი პროცენტია. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანა იმ წერტილს მიუახლოვდა, საიადანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. აი, რას წერს ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კრიტიკული წერტილი

ინდექსი 37 ეკონომიკური მაჩვენებლიდან ითვლება. მათ შორისაა დაკრედიტების მოცულობა, უმუშევრობის შეღავათებზე განაცხადების რაოდენობა, ვაკანსიების რაოდენობა, მონაცემები შიდა ავიაფრენებისა და ოტელების შევსებადობის შესახებაც კი.

როგორც Moody’s Analytics-ში დაასკვნეს, ამერიკის ეკონომიკა ძველ სიძლიერეს ვეღარ დაუბრუნდება ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემების გამო. პოლიტოლოგ ომერ ზარპლის შეფასებით (პიტსბურგის უნივერსიტეტი), პანდემიის გამო ეს დარგი აშშ-ში 69%-ით შემცირდა, ევროკავშირში — თითქმის 90%-ით, ხოლო დიდ ბრიტანეთში — 73%-ით.

ამასთან კორექტივები შეიტანა შრომის ფორმატის ცვლილებებმაც. ბევრი ამერიკელი კვლავ სახლიდან მუშაობს. და ორჯერ ხშირად ითხოვენ უმუშევრობის გადასახადს.

კიდევ ერთი პრობლემაა საფონდო ბირჟის მეშვეობით ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდა, რაც, როგორც წესი, ამერიკელების ან უცხოელი ინვესტორების თავისუფალი ფულის ნამატით მიიღწევა.

მოსალოდნელია, რომ სახსრები საექსპორტო ტექნოლოგიებისკენ გადამისამართდება. ამერიკულ გიგანტ კონცერნებს ქარხნები სხვა ქვეყნებშიც აქვთ. ინვესტიციები იქ ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, შესაბამისად, იზრდება გადასახადების გამოქვითვები, ვითარდება ეკონომიკა. აშშ-ში ბაზრის შემცირება, თუნდაც რამდენიმე პროცენტით, სერიოზული პრობლემებით ემუქრება იმპორტიორ ქვეყნებს.

„პოტენციურად რისკის ზონაში არიან: მექსიკა, კანადა, იაპონია. ხოლო ინფლაციას შეუძლია ანალოგიური პროცესების პროვოცირება გამოიწვიოს ევროპაში“, — ამბობს ექსპერტი ოლგა ლებედინსკაია.

Moody’s Analytics-ის ექსპერტი მარკ ზანდი ამბობს, რომ ინდექს S&P500-ზე უკვე ისტორიულ მაქსიმუმზე მიმდინარეობს ვაჭრობა. შესაძლოა გადახურება მოხდეს. თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა საბაზო საპროცენტო განაკვეთს ასწევს, ამერიკული კომპანიების აქციები 10-20%-ით ჩამოიშლება.

გასულ წელს მარეგულირებელმა მაჩვენებლები თითქმის ნულამდე დასწია, რათა ეკონომიკა და სამომხმარებლო მოთხოვნილება გამოეცოცხლებინა. მაგრამ ახლა ინფლაცია პროგნოზებს უსწრებს და ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთის აწევა მოუწევს.

მანამდე საფინანასო პოლიტიკა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა სარისკო აქტივების მოთხოვნაზე. მალე ვითარება შეიცვლება. მაგრამ ვარდნა 30%-ს ვერ გადააჭარბებს, — დარწმუნებულია მარკ ზანდი. თუ აქციები უფრო ძლიერ ჩამოიშლება, რეცესია გარდაუვალია. თუმცა ეკონომისტს მიაჩნია, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

ამერიკული ეკონომიკის კრახი — მითი თუ რეალობა?

საბაზო განაკვეთის გაზრდა კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე დანახარჯებს. ამიტომ ამერიკულ ეკონომიკასა და დოლარს ლამის ყოველკვირეულად უქადიან კრახს. Moody’s Analytics-ის კვლევა გამონაკლისი არ არის.

ნორმასთან დაბრუნების ინდექსი ითვალისწინებს არა მარტო ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ დარგების მდგომარეობასაც — განსაკუთრებით ისეთებისას, რომლებიც პანდემიისას დაზარალდნენ. ესენია: სასტუმრო ბიზნესი, ავიაფრენები, ასევე მცირე თუ საშუალო სამეწარმეო საქმიანობა. ამიტომ Moody's Analytics-ის დასკვნებში გარკვეული გადახრები არსებობს.

მთლიანობაში შეერთებული შტატების აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, ენერგორესურსებზე ფასების გაზრდის წყალობით. გარდა ამისა, 20-25%-ით მოიმატა IT-ტექნოლოგიების ექსპორტმაც, კერძოდ, სოფტისა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, ამერიკული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ დონეს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

ამასთან უმუშევრობის ზრდაც დიდწილად ხელოვნურია — ეკონომიკაში კორონაკრიზისული ტრილიონობით დოლარის „გადასხმის“ გამო. სექტემბერში გადახდები შეწყდება. გამორიცხული არ არის, რომ ვაქცინაციის ფონზე შემოდგომისთვის ავიაფრენებიც აღდგეს და სასტუმროების შევსებადობაც, ე.ი. ტურიზმიც გაიზარდოს.

რა თქმა უნდა, დაჩქარებული ინფლაციის უგულებელყოფა არ შეიძლება. მაისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები წლიურად ხუთი პროცენტით გაიზარდა, რაც რეკორდია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. გაძვირდა ყველაფერი: სურსათი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილები. მაგრამ ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი დარწმუნებულია, რომ ეს დროებითია. მარეგულირებლის ანალიტიკოსების პროგნოზებით, წლიური ინფლაცია წელს 3,4%-ს მიაღწევს, ხოლო 2022-ში — 2,1%-ს.

ჯერომ პაუელი ასევე დადებითად აფასებს შრომის ბაზრის პერსპექტივებს. უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა. მაისში ვაკანსიების რაოდენობამ რეკორდები მოხსნა — 9 მილიონს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ტემპები, რათა დასაქმების ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება შესაძლებელი გახდეს. ამას ხელს შეუწყობს ვაქცინაცია და პანდემიური ფაქტორების ზოგადი შესუსტება. მარეგულირებლის ხელმძღვანელის შეფასებით, 2021 წელს უმუშევრობა 4,5%-მდე დაიკლებს.

„დიდი დეპრესია, რომელსაც ხშირად ადარებენ კორონაკრიზისს, არ განმეორდება. გლობალური სამომხმარებლო კოლაფსი არ მოხდება, ინფლაცია ეტაპობრივად დასტაბილურდება. უბრალოდ მოხდება ფედერალური სარეზერვო ფონდის ფულადი სახსრების გაბერილი საფონდო ბაზრიდან გადაქაჩვა“, — აცხადებს ფინანსისტი მიხაილ კოგანი.

დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას

როგორც წესი, დაცემას აღდგენა მოჰყვება ხოლმე. ახლა გადატვირთვა შეინიშნება. მსოფლიო ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, აცხადებენ საერთაშორისო სავალუტი ფონდში. ჩინეთი უკვე დაუბრუნდა კრიზისამდელ მაჩვენებლებს, რითიც ყველა მსხვილ მოთამაშეს აჯობა. მომენტს ხელიდან არ გაუშვებს არც შეერთებული შტატები. ამერიკელებს აქვთ რესურსები საიმისოდ, რომ ახალი ეკონომიკური ციკლისთვის ნახტომი გააკეთონ.

პანდემიის შედეგებს ებრძვის რუსეთიც. მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად 2,5 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი. ეს ფედერალური ბიუჯეტის 10 პროცენტია.

მაგრამ ჯერჯერობით მცირე ბიზნესი და მომსახურების სფერო მაინც სირთულეებს განიცდიან. აი შიდა ფრენების მაჩვენებელმა კი იანვარ-აპრილის პერიოდში 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.

რუსეთში ინფლაციის პრობლემა ნაკლებად მწვავედ დგას, ვიდრე აშშ-ში. „როსსტატის“ ცნობით, სამომხმარებლო ფასების ზრდამ ივნისში 6,5%-ს მიაღწია წლიურ გამოხატულებაში. ეს მაქსიმუმია 2016 წლის ზაფხულის შემდეგ. გამშვებ მექანიზმად ბოსტნეულისა და სამშენებლო მასალების სწრაფად მზარდი ფასები იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მაგრამ მაისში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, „ინფლაციის ზრდა სულის ღაფვას იწყებს“. უწყებას იმედი აქვს, რომ ივლისში ბოლო ნეგატივი იქნება, აგვისტოში კი დეფლაცია დაიწყება.

მაგრამ ანალიტიკოსები ასე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი: წლის ბოლოსთვის დინამიკა შესაძლოა გაუარესდეს. ინფლაციური წნეხი შიდა და გარე არხებითაც იზრდება. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ივლისში ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთხელ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. მარეგულირებელმა 11 ივნისს ის 5-დან 5,5%-მდე ასწია. 2022 წლის დასაწყისისთვის კი შესაძლოა 7%-საც მიაღწიოს.

ამ პირობებში მთავრობას მოუწევს გულდასმით მოიფიქროს საგადასახადო მანევრები და ახალი შემზღუდავი ზომები, ამბობენ ეკონომისტები. იმის დამადასტურებელი, რომ ქვეყანა, ასე თუ ისე, აზრზე მოდის — რეალური შემოსავლების ზრდაა. მაგრამ ჯერჯერობით საფულეები სწრაფად ცარიელდება. პირველ კვარტალში მაჩვენებელი 9,5 პროცენტი იყო — ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე კრიზისულ 2014 წელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

17
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი

1048
(განახლებულია 18:28 29.07.2021)
COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, სტატისტიკა საგანგაშოა. დგას თუ არა საქართველო მკაცრი რეგულაციების შემოღების ან სრული „ლოკდაუნის“ საფრთხის წინაშე და რა ხდება გლობალური მასშტაბით?

სამსონ ხონელი

დამეთანხმებით, უკვე ერთ თვეზე მეტია, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია, ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკა საგანგაშოა! თუმცა ვეჭვობ, ჩვენი საზოგადოების დიდი თუ მცირე ნაწილისთვის ეს ციფრები დამაფიქრებელი იყოს.

არა მგონია ვცდებოდე, სხვაგვარად რომ იყოს, დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

ოთხნიშნა რიცხვი ხომ ერთბაშად არ მოსულა, ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდებოდა, რაც საკამათო არ არის, რომ ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით მედიკოსების მიერ დაწესებული რეკომენდაციათა უგულებელყოფისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის შედეგია.

მოდით, არ დავიზაროთ და თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, გადავხედოთ, რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც დღესაც არ სჯერა COVID-19-ის არსებობა? აღარაფერს ვიტყვი მათზე, ვინც „დაჩიპვის“ შიშით არ იცრება. რა თქმა უნდა, არსებობს შექმნილი ვითარების გამომწვევი სხვა, მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები, მაგრამ საკამათო არ არის, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. არადა, სანამ ამ მარტივ მოცემულობას გავითავისებთ, ყოველდღიურად არაერთ სიცოცხლეს ვკარგავთ.

ფაქტია, COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. კერძოდ, გასული წლის ზამთრის პერიოდს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. დღესაც ისევ მწვავედ ისმის კითხვა – ქვეყანა კვლავ ხომ არ დგას მკაცრი რეგულაციების შემოღების ან სრული „ლოკდაუნის“ საფრთხის წინაშე? დიახაც, საფრთხის, რადგან ადვილად პროგნოზირებადია და გასული წლის გამოცდილებაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთიც და მეორეც ქვეყნის ეკონომიკასა თუ სოციალურ ვითარებას კარგს არაფერს უქადის.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მითუმეტეს „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. − რატომ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, მოკლედ განვმარტავ: მთავრობამ COVID-19-ის პანდემიის მართვის გზა აირჩია.

„არ ვაპირებთ „ლოკდაუნს“. ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები. ეს პრაქტიკა გასულ წელს გლობალურად არსებობდა და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას აკეთებდა, მაშინ გამოცდილება ნაკლები იყო და ვაქცინებიც არ არსებობდა. გასულ წელს ჩვენი ეკონომიკა 6,2 პროცენტით შემცირდა. ეს იყო მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა საიმისოდ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს. სწორედ ამ გზით უნდა გადავლახოთ არსებული რთული სიტუაცია. ამ გზით უნდა ვიაროთ. საქართველო „ლოკდაუნის“ გზას აღარ მიჰყვება“, − აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გახდება თუ არა ეკონომიკა მკვლელი ვირუსის მძევალი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, როგორც ამას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, საქართველო ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით სამეზობლოში დღეს მეტ-ნაკლებად თანაბარ დონეზეა.

„საქართველოში ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს 7,7 პროცენტის, ხოლო გაისად 6 პროცენტის ნიშნულზე პროგნოზირებენ. ვფიქრობ, ზრდის ტენდენცია უახლოესი 3-4 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, მაგრამ იმხელა ჩამორჩენა გვაქვს, რომ ზრდის ასეთი ტემპი შედეგზე ვერ გაგვიყვანს. ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება. ჩვენს რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, დიდი ჩამორჩენა არ გვაქვს. თურქეთმაც და ირანმაც ეკონომიკური ზრდა აჩვენეს, ხოლო აზერბაიჯანსა და რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების საქართველოზე  ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდათ. ერთადერთი ვაჯობეთ სომხეთს, სადაც ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი მეტი იყო“, − აღნიშნავს ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს რამდენიმე სახელმწიფომ თავი უკვე დააღწია. კერძოდ, გასულ წელს 2019 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 27-მა ქვეყანამ გაზარდა.

„ბუნებრივია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და შემცირება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლათინური ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო გაიანამ ნავთობის აღმოჩენის შედეგად ეკონომიკა მთელი 43 პროცენტით გაზარდა. ჩინეთი, რომელმაც COVID-19-ის სახით სამყაროს დიდი თავსატეხი გაუჩინა, ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ამ კრიზისიდან. გასული წლის მეორე კვარტალში ჩინეთში ეკონომიკა 7 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა.

ძალზე საგულისხმოა ევროკომისიის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, ევროზონის 19 ქვეყანა COVID-19-ის პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს წლის ბოლოსთვის აინაზღაურებს“, − აცხადებს სოსო არჩვაძე და იქვე დასძენს, რომ 30-მდე სახელმწიფოში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. მათ შორის იყო ისეთი ქვეყნებიც, რომელთა შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი ტურიზმისა და სათამაშო ბიზნესის სექტორზეა დამოკიდებული.

მალდივის რესპუბლიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი 32 პროცენტით შემცირდა. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს კარიბის ზღვის აუზის მცირე ზომის იმ ქვეყნებმა, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებული. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუჭირდათ იმ ქვეყნებს, სადაც შიდა კონფლიქტები იყო ან ავტორიტარული რეჟიმით გამოირჩეოდნენ. კერძოდ, ვენესუელაში ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა.

საინტერესოა, COVID-19-ის პანდემიისგან რა ტიპის ქვეყნები დაზარალდნენ ყველაზე მეტად?

კითხვაზე საპასუხოდ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მოხსენებას მოვიშველიებ. სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსებმა ქვეყნები სამ ჯგუფად გაანაწილეს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი დღეს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის პამდემიამდე პერიოდის ეკონომიკასთან შედარებით შემცირების მასშტაბი იყო.

პირველ ჯგუფში განთავსდნენ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით დაეცა, მეორეში ჯგუფში მოხვდნენ ის ქვეყნები, სადაც ეკონომიკა 8 პროცენტამდე შემცირდა და ბოლო, მესამე ჯგუფში არიან ყველაზე დაზარალებული ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც 2019 წელთან შედარებით 8 პროცენტზე მეტით დაეცა.

ყველაზე მძიმედ COVID-19-ის პანდემია ფორმირებადი ეკონომიკის ქვეყნებზე აისახა, რისკის ზონაშია ის ქვეყნები, რომლებიც პანდემიის გარეშეც საგარეო ვალზე დამოკიდებული არიან, კერძოდ, შრი-ლანკა, სურინამი, ლაოსი, ინდოეთი, ტუნისი და პერუ.

ზომიერი ზარალის ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, მექსიკა, ბრაზილია და ავსტრალია, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა.

სააგენტოს ექსპერტთა დასკვნით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან სხვდასხვა ქვეყნები განსხვავებულად გამოვლენ. ზოგიერთი სახელმწიფო  ამას შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახერხებს, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურასა და ამ სახელმწიფოში ვაქცინაციის ტემპზე. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისს შედარებით მარტივად განვითარებული ქვეყნები დაძლევენ, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ჩინეთი. პირველ რიგში ამას ხელს შეუწყობს ამ სახელმწიფოების ეკონომიკების დივერსიფიცირების ძალიან მაღალი ხარისხი და მთავრობების მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები. მდიდარ ქვეყნებში სხვებზე სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რაც მათ ეკონომიკას შეუფერხებელი ზრდის საშუალებას აძლევს.

სარეიტინგო კომპანიის ვრცელ მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების პერსპექტივაზე მსჯელობას ეთმობა. COVID-19-ის პანდემიისგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ასეთ სახელმწიფოში ტურიზმის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, ეკონომიკური რეცესიის დაძლევა ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნებს გაუჭირდებათ. აქვეა აღნიშნული, რომ მნიშვნელოვნად დაზარალდებიან ქვეყნები, რომელთა ეკონომიკების დიდი წილი ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზეა დამოკიდებული.

როგორც სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკური ჯგუფი ვარაუდობს, მიმდინარე წელს მსოფლიოში გლობალური ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზრდება, თუმცა 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3,3 პროცენტამდე შემცირდება.

და ბოლოს, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით სარეიტინგო სააგენტო არაფერს ამბობს, არ ჩანს პასუხი კითხვებზე – გვეშველება თუ არა? და როდის გაბრწყინდება ივერია? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკიმოტივი უკვე რამდენიმე წელია ტურიზმია და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით ბევრს ვერაფერს ვახერხებთ, ვფიქრობ, იმ ქვეყნებს შორის მოვიაზრებით, რომელთაც ეკონომიკური რეცესიის დაძლევა ყველაზე მეტად თუ არა, ძალიან გაუჭირდებათ. ეს ის შემთხვევაა, როცა თუ ვცდები, გამიხარდება!..

 

1048
ამერიკელი სამხედროები ბაღდადში

მიმოხილვა: ამერიკელი სამხედროები რუსეთთან ახლოს გადასასვლელად ემზადებიან

19
(განახლებულია 14:32 28.07.2021)
შეერთებული შტატები სულ უფრო შორდება ახლო აღმოსავლეთს. ამერიკელებმა თავისი კონტინგენტი გაიყვანეს ავღანეთიდან, მთავრდება მისია ერაყშიც.

სოფია მელნიჩუკი, ქსენია მელნიკოვა

ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ტერორიზმი დამარცხებულია, მაგრამ ეს სიტყვები შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური საფარველი იყოს. საით გაგზავნია ახლა ამერიკელ ჯარისკაცებს და ელის თუ არა ერაყის მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრება, ამის თაობაზე РИА Новости წერს.

მეორედ გასვლა   

„ერაყი ძალიან მნიშვნელოვანია შშ-სთვის ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ღრმად ვიყავით ჩართულები  მის საქმეებში მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში“, — ამ სიტყვებით დაიწყო ჯო ბაიდენმა შეხევდრა ერაყის პრემიერ მუსტაფა ალ-ქადიმთან თეთრ სახლში.

ამჟამინდელი პრეზიდენტი სენატორი იყო 2003 წელს, როდესაც ამერიკული ჯარები ერაყში შევიდნენ.

პირველად ერაყში სამხედრო მოქმედებების დასრულების თაობაზე თეთრმა სახლმა 2010 წელს განაცხადა. ბაიდენი მაშინ ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია Inherent Resolve („ურყევი სიმტკიცე“) დაიწყო.

ახლა ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყანაში საბრძოლო მისიის დასრულება და აღნიშნა, რომ ამერიკის როლი ერაყში ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წვრთნები და მათი დახმარება იქნება.

ბაიდენს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ჯურნალისტების შეკითხვასაც კი არ უპასუხა, თუ რა ძალები დარცება ერაყში დეკემბრისთვის. „ეს იმ კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იარსებებს“, — დაზუსტებას შეეცადა თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ პსაკი.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებმა „ახლო აღმოსავლეთის პრობლემები კი არ უნდა უგულებელყოს, არამეს სხვაგვარად უნდა მიუდგეს მათ გადაჭრას“. ქვეყანაში მცირე რაოდენობით სამხედროს დატოვებენ. მთელი ყურადღება ამიერიდან „რუსულ და ჩინურ საფრთხეებზე“ გადამისამართდება.

ბოლო მონაცემებით, ერაყში 2,5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება — გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე შეამცირა კონტინგენტი. ერთადერთი ამერიკული ბაზა აინ ალ-ასადი ბაღდადიდან 160 კმ-ს დაშორებითაა.

ნარჩენი რისკები

მიუხედავად 2017 წელს გამოცხადებული გამარჯვებისა „ისლამურ სახელმწიფოზე“, ტერაქტები გრძელდება. გასულ კვირაში ისლამისტებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ბაღდადის ერთ-ერთ ბაზართან ავტობუსის აფეთქებაზე, რა დროსაც 30-მდე კაცი დაიღუპა.

ამერიკელები ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკების რაზმებს უტევენ. მარტში აინ ალ-ასადს რაკეტები დაუშინეს. დაღუპა ერთი ადამიანი. ასიში ბაზას ასაფეთქებლიანმა დრონმა შეუტია, ივლისში — იევ რაკეტები და სამი დაჭრილი.

მუსტაფა ალ ქადიმი ვაშინგტონის მიმართ მეგობრულად განწყობილ პრემიერაად მიიჩნევა. ის ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაყოლიებას ცდილობდა. იმავდროულად მან ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა პროირანულ ფორმირებებზე ამერიკული ავიაციის ამასწინანდელი დარტყმები სირიასთან საზღვროს გასწვრივ.

აშშ-ში, თავის მხრივ, პრემიერის წარმატება აღნიშნეს ქვეყნის აღდგენის საქმეში. ივნისში ბაღდადში იორდანიის მეფე აბდულა II და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი ჩავიდნენ. ეს უკანასკნელი პირველი ეგვიპტელი ლიდერი იყო, რომელიც ქვეყანას 1990-იანების შემდეგ ეწვია.

შტატებმა ასევე საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, მიაწოდოს ერაყს 500 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა საერთაშორისო პროგრამა COVAX-ის ფარგლებში. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, პრეპარატი ქვეყანაში უახლოეს ორ კვირაში ჩავა. რეგიონში დაავადებულთა რაოდენობამ იმატა, თანაც საავადმყოფოებში ხანძრებიც გახშირდა.

გარდა ამისა, ვაშინგტონი 5,2 მლნ დოლარს გამოყოფს გაეროს მისიისთვის, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება (მანამდე რამდენჯერმე გადაიდო). ექსპერტების აზრით, ალ-ქადიმს საკმაოდ კარგი შანსები აქვს.

 „პოლიტიკური საფარველი“  

როგორც РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, ერაყიდან ამერიკელების სრულ გასვლაზე საუბარი არც არის.

ასე მაგალითად, ელენა სუპონინას თქმით, ვაშინგტონი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოედნისთვის. განცხადება ჯარების გაყვანის თაობაზე, მისი აზრით, „პოლიტიკური საფარველია“, ამერიკელი ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობა ხომ შესრულებას მოითხოვს? მნიშვნელოავნია ერაყული საზოგადოებრივი აზრიც. „ადგილობრივი პოლიტიკოსები მისტაფა ალ-ქადიმზე ზეწოლას ახდენენ. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არც ისე მარტივია, პრემიერის მდგომარეობა კი — არც ისე მყარი“, — ამბობს ექსპერტი.

შვიდი წლის წინ, როდესაც შტატები ერაყში დაბრუნდნენ, ტერორიზმთან ომი რეალობა იყო, ამბობს აღმოსავლეთმცოდნე და პუბლიცისტი ანდრეი ონტიკოვი.  „ამერიკელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში. თუმცა მათ მიერ გამოყენებული მეთოდების მიმართ , რა თქმა უნდა, კითხვები არის, მაგალითად, როდესაც ქალაქი მოსული პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს“.

ახლა კი ერაყოის ხელისუფლებამ თავად სთხოვა ამერიკელებს წასვლა. „როდესაც დონალდ ტრამპი ერაყში არსებულ ბაზაზე ჩარინდა, აშშ-ის ელჩმა ლამის უბრზანა ერაყის  პრემიერს, წასულიყო იქ და პრეზიდენტს შეხვედროდა. იმან უარი თქვა. ამ ისტორიამ მედიასაშუალებებში გაჟონა და დიდი სკანდალიც მოჰყვა“, — ამბობს ომტიკოვი. — მერე კი ამერიკელებმა ბაღდადის აეროპორტს შეუტიეს და სულეიმანი მოკლეს. და ამერიკული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე ისევ ალაპარაკდნენ“.

და მაინც, ამერიკელი სამხედროები დიდი ალბათობით მაშინვე სახლებში არ დაბრუნდებიან, მიაჩნია აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევების ცენტრის თანამშრომელ დანილა კრილოვს. „დიდი ალბათობით, იქნება ტრადიციული ფოკუსი ართი არაბული ქვეყნიდან მეორეში გადასვლით — ამჯერად სირიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაერთხელ აცხადებდა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ბაზებზე გადადიან“, — განმარტავს ექსპერტი.

სრულიად მოსალოდნელია, რომ სადაზვერვო მონაცემების მომკრებს ცენტრებს ერაყში სამხედრო ბლოკიდან დიპლომატიურზე გადაიყვანენ. „დიდი ხანია ცნობილია, რომ ამერიკელები დიპლომატიურ იმუნიტეტს იყენებენ დაზვერვისა და სხვა სპეცსამსახურებისთვის“, — აღნიშნა კრილოვმა.

ყურადღება ჩინეთზე

ბევრ ამერიკელს მიაჩნია, რომ სანამ ისინი ტერორიზმს ებრძოდნენ და სხვა რეგიონებს სათანადო ყურადრებას არ აქცევდნენ, შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთი მომძლავრდა. ახლა ეს აშშ-სთვის მთავარი საფრთხეა და ყველა ძალა სწორედ იქით უნდა იყოს გადასროლილი. გარკვეული როიდან პრორიტეტულია არა ცენტრალური, არამედ წყნარი ოკეანის სამხედრო სადლობა.

ჩინეთთან „ველიკოდერჟავული“ დაპირისპირების ახალი ერის ლოგიკა აშშ-ს აიძულებს, გადახედოს მიზმებს და აქცენტები გადაანაცვლოს, ამვოვს მაქსიმ სუჩკოვი.

„დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივი იყოს, ამიტომ რესურსების გამოყენებას შერჩევით უნდა მივუდგეთ. ახლო აღმოსავლეთი დიდი ხანია, ამძიმებდა ვაშინგტონს, მაგრამ ობამასა და ტრამპის მცდელობები, რამენაირად მოეხდინათ იქ სამხედრო ყოფნის ოპტიმიზაცია, პენტაგონის წინააღმდეგობას აწყდებოდა“, — ამბობს ის.

მაგრამ თუ მაინც დავაჯამებთ, შედეგები მაინცდამაინც წარმატებული არ იქნება: ამერიკელებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად ფინქციონირებადი თავდაცვისუნარიანი სისტემის აგება ერაყში. მათი წასვლის შემდეგ ქავეყანაში მშვიდობა არ დაისადგურებს, ტერორისტული საფრთხე არსად გამქრალა. დრო გვაჩვენებს, როგორ იმშავებენ ამერიკელი ინსტრუქტორები და მრჩევლები ახალ პირობებში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!

19
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0