მიმოხილვა: რა არის „თალიბანი“ - დაჯგუფება თუ უკვე სახელმწიფო?

© AP Photo / Rahmat Gulავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
სამხედრო-რელიგიურმა მოძრაობა „თალიბანმა“ კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, აიძულა, სრულად გაეყვანა ჯარი ავღანეთიდან.
დღეს თალიბები ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ - გააფთრებით ებრძვიან სამთავრობო ძალებს და აკონტროლებენ პროვინციების დიდ ნაწილს. ამასთან ტერორისტული ორგანიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმურობის მოპოვებასაც ცდილობს.
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
შეხვედრა თეირანში: ავღანელ ტერორისტებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
თალიბების დელეგაცია 8 ივლისიდან მონაწილეობს მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებში. პარალელურად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი სიდოროვის ხელმძღვანელობით, ზვერავს ტერიტორიას ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ 201-ე რუსული სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში სათანადოდაა აღჭურვილი, რათა მტკიცედ იმოქმედოს ვითარების გამწვავების შემთხვევაში. 9 ივლისს პოდმოსკოვიეში დააკავეს უცხოელი - ისლამური სახელმწიფოს ბოევიკი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა. პარადოქსია, მაგრამ ეს მოვლენები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.
„თალიბანის“ ოთხკაციანი დელეგაცია, შეიხ შაჰამუდინ დელავარის მეთაურობით. მოსკოვს რუსეთი-ავღანეთის ურთიერთობის განსახილველად ეწვია. რუსეთმა შეშფოთება გამოხატა ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთში სიტუაციის ესკალაციის გამო. როგორც მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოჰამად სოჰაის შაჰინმა 8 ივლისს განაცხადა, თალიბები არ დაუშვებენ, რომ ავღანეთის ტერიტორია რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის გამოიყენონ. მოსკოვს აღუთქვეს, რომ დაჯგუფება ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა საზღვრებს არ დაარღვევს, და ავღანეთის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების გარანტია მისცეს.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია“: თალიბები მთავრობასთან დაზავებას არ აპირებენ
ამასობაში ქვეყნიდან 8 ივლისისთვის უცხო ჯარების გაყვანა პრაქტიკულად დასრულდა, ავღანეთში დარჩა 600-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ქაბულში აშშ-ის საელჩოს იცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ამჟამად საკმაოდ ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით 2001 წლის შემდეგ (როგორც ჩანს, სწორედ ეს არის პენტაგონის 20-წლიანი სამხედრო მოქმედების შედეგი). ქაბულში მოქმედ მთავრობასთან მოძრაობის მშვიდობიან მოლაპარაკებებზე საუბარი ბოლო დღეებში მიღებული არ არის.
თალიბები აკონტროლებენ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის 70%-ს, მათ შორის, ჩრდილოეთ საზღვრისპირა რაიონებს, და უკვე ავღანეთის სიდიდით მეორე, სამხრეთის ქალაქ ყანდაარში შევიდნენ. კოალიციის გასვლის შემდეგ მოძრაობის საბოლოო გამარჯვება ახლოსაა და გარდაუვალია. ეს მოსაზღვრე ქვეყნებს ტურბულენტობის ახალ ტალღას უქადის, მიუხედავად თალიბების პოლიტიკური ოფისის „კეთილი ზრახვებისა“.

ვითარება საზღვარზე

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფი გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი სიდოროვის ხელმძღვანელობით მოსკოვიდან ტაჯიკეთში ჩავიდა და უკვე მეორე დღეა, ვერტმფრენიდან და ხმელეთზე სწავლობს ვითარებას ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის რთულ მონაკვეთებზე.
ტაჯიკეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„თალიბანი“ უტევს: ავღანელმა სამხედროებმა ტაჯიკეთში დაიხიეს – ვიდეო
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პრესსამსახურმა Sputnik-ს აცნობა, რომ გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა დადებითად შეაფასა საზღვარზე უსაფრთხოების დასაცავად ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარის მზადყოფნის ხარისხი. ოპერატიული ჯგუფი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფორმატში ამზადებს ერთობლივი ღონისძიებების გეგმას. ამასთან, მოსკოვს შეუძლია ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზის გამოყენება, რათა არ დაუშვას აგრესიული მოქმედება მოკავშირეთა მიმართ.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პრევენციული ზომები საფრთხეების ადეკვატურია. მიუხედავად „თალიბანის“ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა, ის არ წყვეტს ურთიერთობას ისლამურ სახელმწიფოსთან და „ალ-ქაიდასთან“. ავღანეთის ტერიტორიაზე არსებობს ერთგვარი „სამმხრივი კავშირი“ (ან სიმბიოზი), რომელიც ცენტრალური და სამხრეთ აზიის მოსაზღვრე ქვეყნებს უქმნის საფრთხეს. თალიბების აქტივობა ჩრდილოეთ პროვინციებში, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის საზღვრების გასწვრივ, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ათობით სხვა ტერორისტული დაჯგუფებისთვის, რომლებიც არავითარ საზღვრებს არ ცნობენ. აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ანეიტრალებენ.
მოსკოვში თალიბებმა განაცხადეს, რომ მიზნად არ ისახავენ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე გაბატონებას და მზად არიან, დიალოგის გზით შექმნან „დამოუკიდებელი და თავისუფალი ისლამური სახელმწიფო სისტემა“. ამასთან, „თალიბანი“ არჩევნებს არ ცნობს და მხარს უჭერს ძლიერი და სტაბილური „წმინდა ისლამური მთავრობის“ შექმნას ღვთისმეტყველთა ცოდნაზე დაფუძნებული პრინციპებით. თალიბები აცხადებენ, რომ არანაირ სხვა სისტემას არ მიიღებენ.
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
მოსაზრება: არის თუ არა განკუთვნილი ამერიკელების „ავღანური ბომბი“ რუსეთისთვის?
რადიკალური ისლამის ქადაგებით „თალიბანი“ ისწრაფვის მთელი ავღანეთის საემიროდ გარდაქმნისკენ მკაცრი რელიგიური პრინციპების საფუძველზე. მათ შორის აუცილებელია: მამაკაცებისთვის - წვერი, ქალებისთვის - ფარანჯა, სკოლები - მხოლოდ ბიჭებისთვის, კიდურების მოკვეთა უმნიშვნელო დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა თალიბთა კანონების უხეში დარღვევისთვის, რომ არაფერი ვთქვათ, საერო რადიოს, ტელევიზიის, კინოსა და თეატრის აკრძალვაზე.
ავღანეთში მივლინებისას ქაბულში ერთი პედაგოგი ქალბატონი მიყვებოდა, როგორ მოვიდნენ 1996 წელს თალიბები ხელისუფლებაში, როგორ შეიჭრნენ უნივერსიტეტში და სასტიკად სცემეს იგი და მისი კოლეგები მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულს ასწავლიდნენ. რასაკვირველია, ეს სასტიკი (შუა საუკუნეებში ჩარჩენილი) ხელისუფლება „ააღორძინებს“ ავღანეთის მიწაზე მონათესავე „ალ-ქაიდას“ მთელი თავისი ბაზებითა და ბანაკებით. ისლამური სახელმწიფოს კონკურენტი სტრუქტურა ასევე გააფართოებს გავლენას ავღანეთში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალი ტერორისტებისთვის „მაგნიტად“ იქცევა.
„თალიბანთან“ დადებული ყველა მშვიდობიანი შეთანხმება ან „თავდაუსხმელობის პაქტი“ არავის აძლევს უსაფრთხოების გარანტიას. პირიქით - დიდ პრობლემებს უქადის. აღმოსავლეთი მაინც აღმოსავლეთია. ავღანეთისა და მისი მეზობლების აწმყოს უკეთ გასაგებად და მომავლის განსაჭვრეტად საჭიროა ორგანიზაციის წარსულის გადახედვა.
ამერიკის ჯარები ავღანეთს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
აშშ-ის ჯარები ავღანეთს ტოვებენ: ფოტოებზე ასახული საომარი მოქმედებები

დასავლეთი დანებდა, აღმოსავლეთი ტყვეებს არ იტოვებს

„თალიბანი“ ბოლო დრომდე აკონტროლებდა ავღანეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტს, სადაც დაახლოებით 15 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ამ  პროვინციებში ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მთავარ ქალაქებში, „გალავნის“ მიღმა ტერიტორია თალიბებსა და მათ მოკავშირეებს ეკუთვნოდა. „თავის“ მიწაზე ბოევიკები ქმნიდნენ ფსევდოსახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, ასამართლებდნენ, კრებდნენ გადასახადებს. მათ მიერ კონტროლირებად ფირმებს ხელი მიუწვდებოდათ დასავლეთის ფულთან, რომელიც ავღანეთის რეკონსტრუქციისთვის იყო გამოყოფილი. მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ყაყაჩოს პლანტაციებს გილმენდის პროვინციაში, სადაც ორი წლის წინ ბოევიკები ტერიტორიის 80%-ს აკონტროლებდნენ. ოპიუმს თალიბების შემოსავლების 60% მოაქვს. 2010 წლიდან „თალიბანმა“ საველე მეთაურებს ნება მისცა, ეწარმოებინათ და გაეყიდათ ჰეროინი. შემოსული თანხა იარაღის შეძენასა და მეომრების შენახვას ხმარდებოდა. ჰუმანიტარული სფერო ქაბულს დაუტოვეს.
ტერაქტები ქვეყნის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატული „სეზონური“ ხასიათისა იყო. 2021 წლის გაზაფხულზე უცხო ჯარის გაყვანამ თალიბებს ხელ-ფეხი გაუხსნა, დაიწყო სასტიკი ბრძოლები პროვინციებში სამთავრობო ძალების ტოტალურად გასანადგურებლად. თანამოქალაქეებს, რომლებიც ამერიკელებთან თანამშრომლობდნენ, უბრალოდ ხოცავენ.
„ახალი თალიბები“ არიან არა 1990-იანი წლების ფანატიკოსი სტუდენტები, არამედ კარგად შეიარაღებული პროფესიონალი მებრძოლები უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილებით. ათობით მილიონი დოლარია ჩადებული თანამედროვე შეიარაღებაში, ღამის ხედვის ხელსაწყოებში, ლაზერულ საარტილერიო სისტემებში, ნაღმმტყორცნებში, უცხოელი სამხედროების დაქირავებაში. თალიბებს ავღანეთის ტერიტორიაზე არანაკლებ 16 სპეციალიზებული საწვრთნელი ბაზა აქვთ. დღეს ბოევიკებს საკუთარი დრონების წარმოება აქვთ აწყობილი და ა.შ.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ
ნატოს დაზვერვა აღნიშნავს: „სტრატეგიისა და ტაქტიკის ანალიზი, საგულდაგულო დაგეგმვა და დამუშავება, ანუ ჭკვიანური საშტაბო სამუშაო, „თალიბანში“ ჩვეულებრივ და მასობრივ მოვლენად“ იქცა. ეს პროფესიონალური არმიაა. შემთხვევითი არ არის, რომ მაზრები თალიბების ხელში არა ბრძოლის, არამედ მოლაპარაკების შედეგად  აღმოჩნდა - სამთავრობო ძალებს უბრალოდ არ სურთ ომი. ისევე როგორც ამერიკელებს, რომლებმაც სიჩქარეში ბაგრამის ავიაბაზაზე 30 ტანკი, 50 ჯავშანმანქანა და 800-ზე მეტი სხვა სახის ტრანსპორტი დატოვეს.
გავლენიანი გერმანული გაზეთი Die Zeit აღნიშნავს: „ავღანეთში ომის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით დანებდა“. თუმცა ავღანეთის ისტორია ამით არ დასრულდება. გამარჯვება ყოველთვის ახალი გმირობებისკენ გიბიძგებს. სად შეჩერდებიან თალიბები, არავინ იცის. ჩრდილოეთის მიმართულება შეიძლება უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს „ისლამური საემიროს“ ექსპანსიისთვის. „თალიბანის“ ლიდერები „შესაძლებლობების დერეფანს“ იკვლევენ, ცდილობენ საგარეო პოლიტიკური რჩევები მისცენ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ხელმძღვანელობას და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ სამხრეთ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში „თალიბანმა“ შეიძლება არცთუ ცოტა მხარდამჭერი იპოვოს უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.
თუ 1990-იანი წლების მეორე ნახევარში თალიბები ავღანეთის ჩრდილოეთში ეთნიკური უზბეკის რაშიდ დუსთუმისა და ეთნიკური ტაჯიკის აჰმად შახ მასუდას რაზმებმა შეაჩერეს, დღეს ხალხის გამაერთიანებელი ლიდერები და პიროვნებები არ ჩანან. ომის რადიკალურ სცენარებს აანალიზებენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ირანელი, პაკისტანელი, ჩინელი სპეციალისტები.
ავღანელი გოგონები - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ავღანეთში გოგონებს საჯაროდ სიმღერა აეკრძალათ
თუმცა ყანდაარს დავუბრუნდეთ. ოფიციალური ვერსიით, აქ 1994 წელს ყოფილმა მოჯაჰედმა მულა მოჰამად ომარმა შეკრიბა რადიკალურად განწყობილ ისლამ სტუდენტთა მცირე ჯგუფი და გაუძღვა მათ ომში ქვეყნის ტერიტორიაზე საღვთო ძალაუფლების დასამყარებლად. ორი წლის შემდეგ თალიბებმა ქაბული აიღეს. ექსპერტები „ანტიმოჯაჰედების“ მოძრაობის ასეთ სწრაფ აღმასვლას პაკისტანელი სპეცსამსახურების დამსახურებად მიიჩნევენ. პაკისტანის მთავრობა ამის შემდეგაც ამარაგებდა თალიბებს იარაღით, საუდის არაბეთი კი - ფულით. არა უანგაროდ, არამედ ავღანეთის დასასუსტებლად და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გავლენის გასაძლიერებლად.
დღეს სტრატეგიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს „თალიბანის“ 18-კაციანი საკონსულტაციო საბჭო იღებს (მინისტრები, დიპლომატები, გუბერნატორები, სამხედროები და რელიგიური მოღვაწეები). ტაქტიკასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი არიან სამხედრო, კულტურული, ფინანსური, საგანმანათლებლო კომისიები, ასევე დაზვერვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შსს-ს კომისიები. „თალიბანის“ მოძრაობის გარეშე ძალების მხრიდან სავარაუდო და შეფარული მართვა ავღანეთში კონფლიქტის განვითარებას უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0