რუსული დრონი „ორიონი“

მიმოხილვა: რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვას დაიწყებს

89
(განახლებულია 20:13 03.07.2021)
რუსეთის თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსის ტექნოლოგიური დონე ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენტულუანრიანი უპილოტო საფრენი აპრატებით მომარაგებას ხდის შესაძლებელს.

მოიერიშე დრონების, „ორიონების“ პირველი სერიული წარმოება რუსეთში, რომლის ყოველწლიური მოცულობახ ათობით ერთეულია, დუბნაში დაიწყება. ქარხანა რეკორდულად მოკლე დროში შენდება და უკვე მიდინარე წლის ნოემბერში ამოქმედედება. დრონების საექსპორტო გამოშვება 2022 წლისთვის დაიწყება.

რუსეთის დებიუტად დრონების საერთაშორისო ბაზარზე მიანმასთან გაფორმებული ხელშეკრულება მიიჩნევა. თუმცა რუსეტის პრეზიდენტის თანაშემწე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმირ კოჟინი ჯერ კიდებ 2017 წელს აღნიშნავდა, რომ რუსეთი 50-ზე მეტ განაცხადს განიხილავდა უცხოეთში დრონების მიწოდების თაობაზე. მაშინ უპილოტო ტექნიკა რუსეთის ექსპორტის 3%-ს იკავებდა. სამი წლის განმავლობაშ კი ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ.

უპილოტო დარგი ყველაზე მაღალტექნოლოგიურია და სწრაფად ვითარდება მთელ მსოფლიოში. რუსეთიც კანონზომიერად უთმობს მას დიდ ყურადღებას. და შედეგიც სახეზეა: თებერვლის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2021-მა აბუ-დაბიში აჩვენა, რომ უცხოელმა პარტნიორებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს რუსული უპილოტო (სადაზვერვო და მოიერიშე) ტექნიკის სტენდების მიმართ.

შეიარაღების ექსპორტით მოსკოვს მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში — ბაზრის დაახლოებით 15%. ის უცხოურ ანალოგებს ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებით არ ჩამოუვარდება, ფასით კი უფრო ნაკლებიც ღირს. „როსტეხის“ ხელმძღვანელ სერგეი ჩემეზოვის თქმით, რუსული დრონის განმასხვავებელი თავისებურება — ეს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტია. მაგალითად, მოიერიშე დრონს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს სამიზნე, ამოიღოს მიზანში და ცეცხლი გაუხსნას.

შედარებისთვის: თურქული დრონ „ბაირახტარს“, რომელიც ყარაბაღში ომის დროს გახდა პოპულარული, ოპერატორი მართავს — მდგრადი რადიოსიგნალის გავრცელების მანშილზე, მას პრაქტიკულად არ გააჩნია ელექტრონული „ტვინი“ და არ არის ტექნოლოგიური სრულყოფილების ნიმუში. რუსეთის „შეკავების“ გეგმებში მას მშვილდ-ისრის გვერდით შეუძლია დაიკავოს ადგილი.

„ორლანი-10“ - პატარა, მაგრამ ყოჩაღი

სირიაში საბრძოლო მოქმედებებში კარგად წარმოაჩინა თავი რუსულმაუპილოტო აპარატმა „ორლანი-10“, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში 200 წლიდანაა. აპარატს ჰაერში „დაკიდება“ 18 საათის განმავლობაში შეუძლია, მისი კრეისერული სიჩქარესათში 110 კილომეტრია. ეფექტური და საიმედო მანქანის ფრთების განშლა სამ მეტრს აღწევს, მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა 16 კგ, ხოლო სასარგებლო ტვირთი — 4,5 კგ-მდეა.

სადაზვერვო მოდიფიკაციის „ორლანი-10“ 140 კმ-ზე გადასცემს მონაცემებს. აღჭურვილია დღისა და ინფრაწითელი ხედვის კამერებით სამგანზომილებიანი კარტოგრაფიული გადაღებებისთვის, აქვს ლაზერული სამიზნეები. ყველა ღირსებასთან ერთად, „ორლანი“ არც ისე ძვირია.

საშუალო სიმაღლის „ორიონი“

მოიერიშე დრონ „ორიონს“ სპეციალისტები თურქული „ბაიარხტრების“ საბაზრო მკვლელად მოიხსენიებენ. ის ასევე არის შესული რუსეთის არმიის შეიარაღებაში და შემოწმებულია სირიაში საბრძოლო ვითარებებში.

საშუალო სიმაღლის „ორიონს“ 24 საათის განმავლობაშ შეუძლია ფრენა. აღჭურვილია  უნივერსალური კომპლექსით — არამართვადი და კორექტირებადი ავიაბომბებით, სხვადა სხვა ტიპის მართვადი რაკეტებით, რომლებსაც მოძრავი და სტაციონარული სახმელეთო სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. მაქსიმალური ასაფრენი მასა 1150 კგ, საკრეისერო სიჩქარე — 200 კმ/სთ. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე — 7 კმ. საბრძოლო დატვირთვა — 200 კგ. „როსობორონექსპორტში“ აღნიშნავენ, რომ „ორიონს“ უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და საბრძოლო უნარები აქვს, გააჩნია მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი.

მძიმე „ალტიუსი“

ახალმა ძიმე დრონმა „ალტიუსმა“ განადგურების საავიაციო საშუალებები პირველად 25 ივნისს გამოიყენა პოლიგონზე. მიმდინარეობს აპარატის საიერიშო შესაძლებლობების გამოცდა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალებით, რომლებიც ტანკების, მსუბუქად შეჯავშნილი ტექნიკის, არტილერიის პოზიციების, ცოცხალი ძალის გასანადგურებლად გამოიყენება. „ალტიუსის“ არსენალში შედის მცირე კალიბრის თავისუფალი ვარდნის, კორექტირებადი და მართვადი ავიაბომბები, მართვადი რაკეტები.

აპარატი საშუალო სიმაღლის კლასს განეკუთვნება, აქვს ფრენის დიდი ხანგრძლივობა — დაახლოებით ორი დღე-ღამე. ასაფრენი მასა — 6 ტონა, შეუძლია ზიდოს ერთ ტონამდე სასარგებლო ტვირთი, აღჭურვილია ორი ტურბოხრახნული ძრავით, ფრთების განშ ლა 30 მეტრს აღწევს, ფრენის სიმაღლე — 14 კმ-ს.

„ალტიუსს“ რამდენიმე მოდიფიკაცია აქვს, რომლებიც თანამგზავრული კავშირითაა აღჭურვილი. მისი საბრძოლო მოქმედების რადიუსი დაახლოებით 3500 კილომეტრია. სპეციალისტების პროგნოზით, ამ აპარატმა შესაძლოა მ სოფლიოს საუკეთესო ნიმუშებს აჯობოს ცაშიც და ბაზარზეც.

ძლევამოსილი „მონადირე“

ნამდვილ ტექნოლოგიურად გარღვევად „მონადირე“ იქცა. შესადარებლად ის თანამედროვე უცხოური მანქანების მწკრივში უნდა დავაყენოთ ყველაზე მძიმე სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტოების კლასში. ასეთები კი არის ისრაელის IAI Eitan, თურქული Bayraktar Akinci, ამერიკული MQ-9А Reaper-ი. ძირითადი მახასიათებლებით – სიშორით, სისწრაფითა და საიერიშო შესაძლებლობებით — შედარება მომაკვდინებელია კონკურენტებისთვის.  

„მონადირეს“ შიდა ნაკვეთურებში 6 ტონამდე არსენალის ზიდვა შეუძლია. და ეს მაშინ, როცა ტვირთამწეობით ყველაზე ახლოს მდგომ IAI Eitan-ს მხოლოდ 2 ტონა საბრძოლო მასალის ზიდვა შეუძლია. შესაბამისად, ერთი რუსული „მონადირე“ საბრძოლო პირობებში ისრაელის, ამერიკულ თუ ღურქულ სამ ანალოგიურ მანქანას ჩაანაცვლებს.

ცნობილია, რომ „მონადირის“ კრეისერული სისწრაფე 1000 კმ/სთ ორჯერ აღემატება უახლოეს კონკურენტ MQ-9А Reaper-ს (480 კმ/სთ).

„მონადირის“ ზუსტი მახასიათებლები, საბრძოლო დანიშნულება, აღჭურვილობა და შეიარაღება კიდევ დიდხანს დარჩება საიდუმლოდ. ცნობილია, რომ უპილოტო შესრულებულია სქემით „მფრინავი ფრთა“, კომპოზიტური მასალების გამოყენებით, რაც მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურ სადგურებზე აპარატის ხილვადობას ამცირებს.

აღჭურვილია წევის მართული ვექტორის მქონე რეაქტიული ძრავით, ავითარებს საათში დაახლოებით 1000 კმ სიჩქარეს. შეუძლია 5-6 ტონა საბრძოლო ტვირთის ზიდვა. ასაფრენი მასა 20 ტონას აღწევს.

გარდა ამისა, მძიმე გამანადგურებლებთან – Су-57-თან ერთად მოქმედებისას „ჭკვიანი“ „მონადირის“ საბრძოლო შესაძლებლობები საგრძნობლად იზრდება. მეხუთე თაობის ამერიკულ გამანადგურებლებთან შედარებით Су-57-ის აშკარა უპირატესობის გათვალისწინებით, „მონადირის“ ტიპის საბრძოლო რობოტებისა და მფრინავის ეფექტური ერთობლივი მოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობები იხსნება.

რუსული ექსპორტის პერსპექტივები

უპილოტო ავიაციის განვითარებამ უბიძგა აშშ-სა და ისრაელს, გამოეყენებინათ დრონები სპარსეთის ყურეში, იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისას. დრონებს 50-ზე მეტი ქვეყანა აწარმოებს, თუმცა ბოლო დრომდე უპილოტო ავიაციის სამშობლოდ აშშ და ისრაელი მიიჩნეოდნენ. ისტორიულად ისე მოხდა, რომ რუსეთი ნელა ავითარებდა უპილოტო თემატიკას სამხედრო-კოსმოსური ძალების ინტერესებში, თუმცა მაინც ძალიან დამაჯერებლად ავითარებს 21-ე საუკუნის ამ პრიორიტეტულ მიმართულებას.

უპილოტო საფრენი აპარატების მსოფლიო ბაზრის ძირითად წილს სამხედრო დანიშნულება ექნება. აქ სასტიკი ტექნოლოგიური და ,მარკეტინ გული ბრძოლაა მოსალოდნელი, მაგრამ რუსეთი ნამდვილად გახდება დრონების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

89
თემები:
რუსეთი დღეს (939)
თვითმავალი Мста-С წვრთნებზე

მიმოხილვა: რუსული საბრძოლო რობოტები - რუსეთის არმიის დღევანდელობა