Су-57

მიმოხილვა: რუსული Су-57 იარაღის ბაზარზე - იმპორტიორების რიგი

60
(განახლებულია 12:50 05.06.2021)
მეხუთე თაობის რუსულმა გამანადგურებელმა Су-57-მა უკვე დიდი ხანია, რაც ბევრით გაუსწრო უცხოურ კონკურენტებს. ის სრულყოფას განაგრძობს - ხდება უფრო სწრაფი, ჭკვიანი და მძლავრი.

მრავალფუნქციური Су-57 რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში სულ ცოტა ხნის წინ – 2020 წლის დეკემბერში შევიდა. მეხუთე თაობის პირველი სერიული გამანადგურებელი სამხრეთ სამხედრო ოლქს გადაეცა 2021 წლის დასაწყისში. უკვე დაიწყო მოდერნიზაცია და მანქანა მეორე ეტაპის უფრო სრულყოფილ ძრავებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სეტეცენტრიკული (ავტომატიზებული) მართვის შესაძლებლობებს, ჰიპერბგერით რაკეტებსა და რევოლუციურ იარაღს – ელექტრომაგნიტურ ქვემეხს მიიღებს. 

Су-57-ს დანიშნულება ყველა სახის საჰაერო, სახმელეთო და წყალზედა სამიზნეების განადგურებაა, აქვს ფრენის ზებგერითი კრეისერული სიჩქარე, ფუზელაჟისშიდა შეიარაღება, რადიოშთანთქვადი საფარი და საბორტო აღჭურვილობის უახლესი კომპლექსი. გამოირჩევა უმაღლესი სამანევრო და საბრძოლო მახასიათებლებით.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები 2024 წლის ბოლომდე 22 გამანადგურებელ Су-57-ს მიიღებს, ხოლო 2028 წლისთვის მათი რაოდენობა ჯარებში 76 ერთეულამდე გაიზრდება. ამის შემდეგ Су-57Э (საექსპორტო ვარიანტი) უცხოელ მოკავშირეებსა და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებს შეიძლება მიეწოდოს.

დასავლელმა ექსპერტებმა Су-57-ის ვირტუალურ რიგში ათზე მეტი ქვეყანა დაითვალეს, ყაზახეთის ჩათვლით. ამერიკული F-35-ის ქრონიკული წარუმატებლობისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ უარის ფონზე, შეიძინოს ეს მანქანა 2022 წლისთვის, რუსული გამანადგურებელ Су-57-ს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე დიდი წარმატება ელის.

საბრძოლო ეფექტურობისა და წარმოების ზრდა

რუსეთის „მინპრომტორგის“ ხელმძღვანელმა დენის მანტუროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2021 წელს Су-57-ის აგების ტემპები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიზრდება. როგორც მოსალოდნელია, თვითმფრინავებში ჩაიდგმება ახალი ძრავები „სატურნი 30“, რომლებითაც შევა გამანადგურებელი ჯარებში უკვე 2022 წელს. პირველი ეტაპის ძრავებით ხუთ მანქანაზე მეტი არ აღიჭურვება. წარმოება კიდევ ერთხელ 2024 წელს დაჩქარდება. შეიარაღების ახალ სისტემებთან და ავიონიკასთან ერთად, ფუნდამენტური ცვლილებები Су-57-ის პლანერის კონსტრუქციაშიც შეიმჩნევა. სერიული მანქანების თანამედროვე მეთოდებმა გააუმჯობესა მანქანების ფარულობა.

დენის მანტუროვი იმავდროულად რუსული საბრძოლო დრონების სისტემასაც შეეხო, რომლებიც მსოფლიო დონეს შეესაბამება და განვითარებას განაგრძობს. Су-57, მძიმე დრონებთან რგოლში, საბრძოლო მართის ცენტრად იქცევა. რუსეთის ავიასამშენებლო დარგში არსებულმა წყარომ 1 ივნისს განაცხადა: „ახლა Су-57-ს კაბინიდან რამდენიმე დრონის მართვის შესაძლებლობები მუშავდება. გამანადგურებელი ორიდან ოთხამდე „მონადირის“ ზიდვას შეძლებს“.

Су-57-ის ხელოვნური ინტელექტი და „მონადირე“ საბრძოლო გამოყენების მომენტამდე ობიექტურ ანალიზს არ ექვემდებარება. თუმცა, ირიბი ნიშნებით, პუბლიკაციებითა და „გაჟოვნებით“, შეიძლება გავიგოთ, რამდენად წინ წავიდნენ რუსი სპეციალისტები. Су-57 საბრძოლო მართვის სისტემაშია ინტეგრირებული და პილოტირებად გამანადგურებელსაც კი შეუძლია, საბრძოლო ამოცანები ადამიანის გარეშე შეასრულოს 90%-ით - წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით. თუ ბრძოლაში მფრინავი დაიჭრება ან დაიღუპება, Су-57-ის ელექტრონული „ტვინი“ შეძლებს წარმატებით გაანადგუროს სამიზნეები და ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდეს ბაზაზე.

მოსალოდნელია Су-57-ისა და „მონადირის“ ინტელექტუალური პარიტეტი, ისინი სუხოის ერთ საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი. ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო „მონადირე“ უკვე კარგა ხანია ითვისებს პოლიგონზე ჩაჭერისა და სარაკეტო შეიარაღებით სამიზნეების განადგურების ალგორითმებს - ავტონომიურად, მომავალში კი - გამანადგურებელ Су-57-თან სეტეცენტრიკული ურთიერთქმედებით. ერთობლივი გამოყენებისას, ოცტონიანი სტელს-დრონი „მონადირე“ ამოცანების მთელ სპექტრს გადაჭრის, გაანადგურებს რა სახმელეთო და საჰაერო სამიზნეებს პილოტირებად Су-57-თან ერთად. „მონადირეების“ სერიული მიწოდებები 2024 წლიდან იგეგმება.

მეხუთე თაობის Су-57-ი ფლობს დაცვის განვითარებულ სისტემებს - ლაზერებსა და რადარებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, უახლეს რაკეტებს К-77-სა და Р-37М-ებს. მისი პრიორიტეტები და შეიარაღება შესაძლებელს ხდის საფრთხეების იმაზე დიდ მანძილზე აღმოჩენასა და ლიკვიდაციას, ვიდრე ამერიკული F-22 და F-35. და მაინც, „სუხოის“ მთავარი იარაღი - ეს ჰიპერბგერითი რაკეტებია სახმელეთო, წყალქვეშა და წყალზედა სამიზნეების გასანადგურებლად. პოლიგონზე გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს.

მსოფლიო ბაზრის დაპყრობა

Су-57 ჰაერში უპირატესობის მოპოვებისთვისაა შექმნილი და ტექნოლოგიურად მიუწვდომელია მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის, F-22 Raptor-ისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ F-35-ზე. ბრძოლაში Су-57-ს შეუძლია იყოს გამანადგურებელიც, მოიერიშეც და საჰაერო საკომანდო პუნქტიც მძიმე დრონებისთვის. „სუხოის“ მთავარი ღირსება არის ზემანევრირებადობა და მცირე შემჩნევადობა მოწინააღმდეგის რადარებისთვის, ზებგერითი სიჩქარით ფრენის დიდი ხანგრძლივობა, ბორტზე მნიშვნელოვანი არსენალი - მცირე, საშუალო და დიდი სიშორის რაკეტები.

გამანადგურებელი აღჭურვილია მაღალი დაცვის აპარატურით, შეუძლია განავითარის სიჩქარე საათში 2600 კილომეტრამდე. მოქმედების პრაქტიკული მანძილი ბგერითამდე სიჩქარეზე 5500 კილომეტრია. აფრენა-დაჯდომისთვის თვითმფრინავს განსაკუთრებული აეროდრომები არ სჭირდება.

Су-57 აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და მძლავრ გამანადგურებლად მსოფლიოში. უნიკალური მახასიათებლები გამანადგურებელს საშუალებას აძლევს, წარმატებას მიაღწიოს იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. Су-57 უცხოელი დამკვეთების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა 1 ივნისს განაცხადა, რომ მისი შეძენის საკითხს ოთხი-ხუთი ქვეყანა განიხილავს. ამერიკულმა Military Watch-მა კიდევ მეტი დათვალა.

ალჟირმა პირველმა დაუკვეთა 14 Су-57Э, კონტრაქტის ფასი 2 მლრდ-ია. უმსხვილესი პოტენციური დამკვეთია ინდოეთი, რომელიც მზადაა, შეიძინოს მზა ერთეულებიც და ასევე საკუთარ ტერიტორიაზე განავითაროს ლიცენზირებული წარმოების პროექტი. ინდოეთისა და ალჟირის გარდა, Су-57-ის მიმართ მნიშვნელოვან ინტერესს იჩენენ: ჩინეთი, მიანმა, ვიეტნამი, მალაიზია, ირანი და თურქეთი. ბოლო მონაცემებით, დღეს ვირტუალურ რიგში არიან: ყაზახეთი, ეთიოპია და ეგვიპტე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

60
თემები:
რუსეთი დღეს (881)
ვლადიმირ პუტინი

„პუტინი აშშ-ს პრეზიდენტად!“ დასავლეთი რუსეთის ლიდერის ინტერვიუზე მსჯელობს