Американские ракеты Patriot размещены в Польше

მიმოხილვა: ამერიკელმა ექსპერტებმა აშშ−ის უცხოური სამხედრო ბაზები დაუცველად აღიარეს

35
(განახლებულია 16:50 01.06.2021)
ამერიკელი სამხედროები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განთავსებული,  თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ

ანდრეი კოცი

 სტრატეგიული და ბიუჯეტური შეფასებების ცენტრის (Center for Strategic and Budgetary Assessments, CSBA) ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ საზღვარგარეთ არსებული ბაზები უკიდურესად მოწყვლადები არიან თავდასხმებისთვის, რომ რუსეთსა და ჩინეთს შესწევთ ძალა, გაარღვიონ ბაზების თავდაცვა, ამიტომაც პრინციპულად  ახალი შეიარაღების სისტემებია საჭირო.

CSBA−ს დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ სააგენტო РИА Новости წერს.

კრიტიკული მოწყვლადობა

ამერიკელებს დღეს 800−ზე მეტი ბაზა აქვთ, რომელთა უმეტესობაც 1945 წლიდან მიიჩნეოდა უსაფრთხოდ და ძლიერ დაცულად. პენტაგონი მიჩვეულია, რომ ერთ−ერთ ძირითად საფრთხედ განკიცხული სახელმწიფოების“ — მაგალითად, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეტევა განიხილოს. მაგრამ CSBA−ს ექსპერტები იძულებული არიან აღიარონ: არსებული საზენიტო საშუალებები არასაკმარისი იქნება ჩინეთისა თუ რუსეთის იერიშის აღსაკვეთად.

„ჩვენი საზღვარგარეთული ბაზების თავდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება დიდი რაოდენობით რაკეტასა თი უპილოტო საფრენ აპარატს, — ნათქვამია სტრატეგიული შეფასებების ცენტრის მოხსენებაში. — დღეს ჩვენ ძირითადად ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ვეყრდნობით, რომლებიც ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქაშია შექმნილი. ეს მაშინ, როდესაც ჩვენმა სავარაუდო მოწინააღმდეგეებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს საიერიშო შესაძლებლობების მოდერნიზაციაში“.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის განკარგულებაში მცირე სიშორის 1200 ბალისტიკური რაკეტა და 200−300 ჭურვია, რომლებსაც სამხრეთ−ჩინეთის ზღვაში მეორე კუნძულოვან მწკრივანდე შეუძლიათ მიღწევა. გარდა ამისა, პეკინს აქვს სახმელეთო ბაზირების ათასობით ფრთოსანი რაკეტა, როელთა ფრენის სიშორე 1500 კმ−ა. ამასთან ამერიკული ბაზებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთის სტრატეგიული ბომბდამშენების, H-6−ის ფლოტი, ხოლო პერსპექტივაში — „ჩინარი“ თვითმფრინავი H-20, რომელსაც აშშ−ის ტერიტორიაზე იერიშის მიტანის უნარი ექნება.

მოსკოვი კი პენტაგონის ევროპული ობიექტებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.  რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, მცირე სიშორის ბალისტიკური კომპლექსების, Искандер-М−ის დიდი არსენალი და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების ფართო ნომენკლატურა აქვს. განსაკუთრებულ შიშებს ვაშინგტონში უახლესი რუსული ჰიპერბგერითი მოიერიშე სისტემები იწვევს.

ფსონი დრონებზე

აშშ−ის სამხედრო ბაზების თავდაცვა საზენიტო−სარაკეტო კომპლექს Patriot−ებსა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD−ს ეყრდნობა, რომლებიც ყველა ტიპის აეროდინამიკულ და ბალისტიკურ სამიზნეებს ანადგურებს. ახლო ზონისთვის — ნორვეგიული საზენიტო−სარაკეტო კომპლექსი  NASAMS−ი და საარტილერიო კომპლექსი Phalanx−ი გამოიყენება. თუმცა ეს ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ეჭვებს იწვევს.

მაგალითად, საექსპორტო Patriot−ებმა საუდის არაბეთში რამდენჯერმე გამოავლინეს სრული უმწეობა იემენელი ჰუსიტების უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამერიკელებმა ვერ შეძლეს ბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის აღკვეთა  2020 წლის იანვარში — გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ.

დასკვნა ასეთია: სამხედრო ბაზების იმ მოწინააღმდეგის იერიშისგან დასაცავად, რომელიც ძალიან აშშ−ს უახლოვდება, აუცილებელია მრავალშრიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა  — პერსპექტიული ტექნოლოგიის გამოყენებით. მძლავრი სენსორების მქონე ათობით დრონის ქსელი ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მარშრუტებზე, ასევე აღმოაჩენს ბალისტიკურ სამიზნეებსა და სხვა პლატფორმებზე გადასცემს მონაცემებს.

თავდაცვის მომდევნო ზღვარი — ეს შორი მანძილის ჩამჭერი რაკეტებთ აღჭურვილი გამანადგურებლები და დრონებია. მათი ამოცანაა ბალისტიკური სამიზნეების ჩაჭერა ტრაექტორიის ამძრავ მონაკვეთებზე და ფრთოსანი რაკეტების განადგურება ბაზიდან შორეულ წერტილზე. დრონების ნაწილი პერსპექტიული მყარსაწვავიანი ლაზერებით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრე 100−150 კილოვატია, და რომლებსაც დრონებისა და ჭურვების ჩამოყრა შეუძლიათ პირდაპირი ხილვადობის პირობებში.

ეკონომიკური სარგებელი

როგორც მოსალოდნელია, სწორედ ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებულ იარაღს შეუძლია ამერიკული ბაზების უსაფრთხოების უზრუმნველყოფა, დაემატება რა არსებულ ჰაერ− და რაკეტსაწინააღ,დეგო კომპლექსებს. 2022 წლისთვის პენტაგონმა სახმელეთო ბაზირების 300−კილოვატიანი ლაზერის პირველი ნიმუშები უნდა მიიღოს. ის საკმაოდ მძლავრი იქნებ საიმისოდ, რომ გარანტირებულად გაანადგურის დრონები და ფრთოსანი რაკეტები, პერსპექტვაში კი — პილოტირებადი თვითმფრინავებიც. ამასთან ეს დანადგარი საზენიტო−სარაკეტო კომპლექსზე ბევრად ეფექტურია ეკონომიკური თვალსაზრისით. კომპლექს Patriot−ის ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარია, იმ დროს, როდესაც ერთი ლაზერული ზალპი სასაცილო ფასი ეღირება: დაახლოებით 100 დოლარი.

2024 წლისთვის აშშ−ის არმიაში მიკროტალღური ქვემეხები THOR (Tactical High Power Operational Responder) შევა, რომლებიც მძლავრ ელექტრომაგნიტურ იმპულსს ქმნის. ამ იარაღით საშუალო ზომის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გუნდთან ბრძოლა იქნება შესაძლებელი, გამოიყვანს რა მათ რთულ ელექტროსისტემას მწყობრიდან.

დაბოლოს, თავდაცვის ბოლო ზღურბლი — ეს საარტილერიო დანადგარი M109−აა,რომლებისთვისაც პერსპექტიულ ჰიპერბგერით ჭურვს  — HVP−ს ქმნიან. ამ უნივერსალური ჭურვის გამოყენება შესაძლებელი იქნება საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგაც, წარმოქმნის რა რაკეტების წინ ლითონის ნამსხვრევების სქელ ღრუბელს.

CSBA−ს ანალიტიკოსების აზრით, ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ამგვარი კონფიგურაცია უცხოეთის ბაზებზე საიმედოდ დაიცავს სამხედროებს 250 საზღვაო მილის რადიუსში (დაახლოებით 460 კმ). თუმცა ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომლის გადალახვაც  შეუძლებელია, ჯერჯერობით არ არსებობს.

აშშ−ს მხრიდან სახმელეთო ბაზირების ლაზერულ დანადგარებზე ფსონის დადება და ასევე მიკროტალღური იარაღი ლოგიკურად გამოიყურება. მაგრამ ასეთი თავდაცვითი კონმპლექსები ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზეა და უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს პირველი ნიმუშები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

35
ვლადიმირ პუტინი

„პუტინი აშშ-ს პრეზიდენტად!“ დასავლეთი რუსეთის ლიდერის ინტერვიუზე მსჯელობს

6
მეორე დღეა, რაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი იმ ინტერვიუს შესახებ კამათობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ს მისცა.

ვიქტორია ნიკიფოროვა

პუტინის ფორმულირებამ ლამის ააფეთქა ინტერნეტი. და საქმე სულაც არ არის ის, რომ რუსეთის ლიდერმა თანამედროვე ვითარებისადმი რაღაც ახალი, რევოლუციურიმიდგომები დაასახელა. საზოგადოება, სიმართლე ვთქვათ, უკვე დაიღალა რევოლუციური მიდგომებისგან: ხან ხორცის ჭამაზე უარის თქმას გვთავაზობენ, ხან თვითმფრინავებით მოგზაურობაზე, ხან კი რატომღაც მუხლებზე დგებიან აფროამერიკელების წინ. არა, უბრალოდ რუსეთი პრეზიდენტმა სიმართლე უთხრა ჟურნალისტ კირა სიმონსს.

ეს აბსოლუტურად ექსკლუზიური მესიჯი იყო. ანგლოსაქსური მედიასაშუალებები და მათი მიმდევარი მსოფლიო არაკრიტიკული მასმედია საკუთარ პუბლიკას სიცრუის, ტყუილის, ფეიკსიახლეების ისეთ რთულ ნაზავს სთავაზობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა უბრალო ფაქტებმაც კი აუდიტორიაზე გამაყრუებელი ზემოქმედება მოახდინა.

რა თქმა უნდა, ოფიციალურ მედიაზე საუბარი არ არის. ისინი კვლავაც განაგრძობენ თავიანთი დღის წესრიგის თავზე მოხვევას, ადანაშაულებენ რა რუსეთსა და მის ლიდერს ყველა სასიკვდილო ცოდვაში. მაგრამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიების კომენტარებში ათასგვარ, ხშირად ძალიან განსხვავებულ მოსაზრებებს შეხვდებით.

საინტერესოა, რომ ჟენევის სამიტის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმაც გააკეთა განცხადებები. მაგრამ ეს სრულიად რიტუსლური ფორმულები იყო, პოლიტიური რიტორიკის დუნედ მოჟღურტულე ნაკადი — „ადამიანის უფლებები“, „დემოკრატია“, „გა მოვავლენთ სიმკაცრეს“...  ეს არავის აინტერესებს, ამაზე არავინ მსჯელობს. აი პუტინის სიტყვებმა კი ნამდვილად მიაღწია სრულიად განსხვავებულ ადამიანებამდე და ნაფლეთებად აქცია თავსმოხვეული შაბლონები.

„მე პუტინის უფრო მჯერა, ვიდრე მთელი ჩვენი კლოუნური ადმინისტრაციისა“, — წერს  ბრიტანული Daily Mail-ის ნევადელი მკითხველი. „მაშინ დაახვიე რუსეთში“, — პასუხობს მას ოპონენტი. „შენ თუ არ მოგწონს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მართალი არ არის“, — კამათობს სხვა. „ის ასეთ არეულობას არ დაშვებდა ამერიკაში“, — ასკვნის კიდევ ერთი.

ძალიან კარგად ჩანს, რომ პუტინმა შეძლო პირდაპირ მიემართა ფართო მასებისთვის. ხალხმა ეს იგრძნო — ძალიან მკვეთრი იყო განსხვავება ცრუ ოფიციოზთან, რომელსაც  გლობალური ისტებლიშმენტი „ასაღებს“ კაცობრიობას.

რა თქმა უნდა, ბევრმა არ მოისურვა გამოსულიყო დეზინფორმაციული მატრიციდან, რომელშიც ისინი „ლიბერალურმა“ მედიამ ჩასხა. ბოლოს და ბოლოს, სამყაროს სურათი, რომელსაც მომხმარებლებს CNN და Facebook-ი ახვევენ თავს, მარტივია და არაწინააღმდეგობრივი. საკვები და ბენზინი ძვირდება, ვალები იმატებს, ხალხი იპოთეკის ვალებს ვეღარ იხდის, სამუშაო არ არის. და ვინ არის ამაში დამნაშავე? რაღა თქმა უნდა, რუსები! ეს „სტრაშილკა“ უცხოელ ინტერნეტ-მებრძოლებს წლობით დივანზე გორაობისა და უსაქმურობის შესაძლებლობას უჩენს. ხოლო თღუ აღიარებ, რომ ამ ყველაფერში კონკრეტულად შენი მთავრობაა დამნაშავე, მაშინ დივანს უნდა აეზე, ქუჩაში გახვიდე და რაღაც იღონო... არა, ეს ძალიან ძნელია, არაა საჭირო.

ამიტომაცაა, რომ ზოგს ურჩევნია ეშინოდეს და არაფერი აკეთოს. „ეს ინტერვიუ ძალიან საშიშია“, — წერს YouTube-ს მომხმარებელი NBC-ის სიუჟეტზე. „პუტინი მაშინებს“, — მხარს უბამს მას მეორე. „მეც“, —  ეთანხმება მესამე.

ეს წმინდა წყლის დემონიზაციაა. „განათლებული“ ევროპელები და მათი სულიერი მემკვიდრე ამერიკელები ისევ ჩაიძირნენ შუასაუკუნეობრივ „დემონით პყრობაში“. საშიში ფიგურა გამოიგონეს, მსოფლიოს ყველა ბოროტება მას დააბრალეს და საკუთარი შიშებით თვრებიან. დასავლეთის მმართველი წრეები ჯერ კიდევ რელიგიური ომების დროიდან იყენებენ წარმატებით მასების გამოშტერების ამგვარ მეთოდებს.

მაგრამ კომენტატორების დიდმა უმრავლეობამ პუტინის სიტყვებში ჩიხიდან რეალური გამოსავალი დაინახეს, რომელშიც ისინი გლობალურმა ისტებლიშმენტმა შეიყვანა.  განსაკუთრებით გამხნევდნენ ტრამპისტები — თანაც არა მარტო ყოფილი პრეზიდენტის ამერიკელი მომხრეები, არამედ მის მხარდამწერთა მსოფლიო ჯგუფი.

ციტატა, რომ „აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი განსაკუთრებული და მეტად ნიჭიერი ადამიანია“ ყველა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებაში გავრცელდა და სულზე ბალზამად მოეცხო ყველას, ვინც ჯანსაღ ნაციონალიზმს უჭერს მხარს და ამასთან არ სურს, სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩაყოს ცხვირი.

საქმე აქ პირადად ტრამპში არ არის. უბრალო ამერიკელებს შესანშნავად ესმით, რომ ექს-პრეზიდენტის იზოლაციონისტური პოლიტიკა მათ აძლევდა ხელს, განამტკიცებდა რა აშშ-ს და იმავდროულად მშვიდობასაც მთელ მსოფლიოში. იმ დროს, როდესაც საინფორმაციო, ეკონომიკური და კულტურული ომები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია აღვივებს მთელ მსოფლიოში, შტატებსაც და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსაც აგურებად დაშლას უქადის.

„პუტინი ნა ციონალისტია. მას ზუსტად ისევე არ უყვარს მსოფლიო მთავრობა, როგორც თქვენ და მე. ამაში თანხმდებიან პუტინი და ტრამპი“, — ასე აღწერს ვითარებას საიტ Breitbart-ის მკითხველი.

„თეთრი ლიბარალი ანტიამერიკელები ავადმყოფურ სიძულვილს განიცდიან რუსეთის მიმართ, — მსჯელობს ამერიკელი კომენტატორი Daily Mail-ის საიტზე. — დააკვირდით, ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ისინი გაუჩერებლად ადანაშაულებენ რუსეთს ყველაფერში, რაც არ მოსწონთ. ისინი მარცხდებიან არჩევნებში, ესე იგი, რუსეთია დამნაშავე, და ეს ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო მაგალითია“.

პუტინის ინტრევიუს გან ხილვისას პუბლიკამ გაიხსენა ბაიდენისეული ყბადაღებული „მკვლელი“ და აშკარად დასცინა მას. „თქვენ მიშელს ჰკითხეთ, როგორია, იყო მკვლელის ცოლი“, — სარკასტულად სენიშნა ინგლისური Independent-ის მკითხველმა, მიანიშნა რა მკითხველებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ყოველ სამშაბათს გაცემულ ბრძნებაზე, რომელიც უპილოტო აპარატებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას ეხებოდა.

მსოფლიო პრესის აბსოლუტურ ჰიტად იქცა ციტატა ამერიკელებზე, რომლებიც კონგრესზე 6 იანვრის შტურმის შემდეგ დააპატიმრეს: „450 კაცია დაკავებული, რომლებსაც 15-დან 25 წლადე პატიმრობა ემუქრება. ისინი კი პოლიტიკური მოთხოვნებით იყვნენ მისული. განა ეს პოლიტიკური დევნა არ არის?“ პირველად მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელებ ი — და მთელი მსოფლიოც— დაფიქრდნენ იმაზე, რომ დემოკრატიის ციტადელში უმოწყალოდ დევნიან პოლიტიკურ დისიდენტებს. და ხოცავენ კიდეც დღისით-მზისით — ასეთია ეშლი ბებიტის ტრა გიკული ბედი.

რაზე მეტყველებს მსოფლიო საზოგადოების ზეემოციური ინტერესეი რუსეთის პრეზიდენტი ინტერვიუს მიმართ? უბრალო იმაზე, რომ რუსეთი გლობალური ზესახელმწიფოების რიცხვში დაბრუნდა. მისი ლიდერის მოსაზრებები ყველა საკითხზე ანალიზდება და განიხილება. ეს ყველას იანტერესებს, ეს ყველას აღელვებს.

ბევრი წლის განმავლობაში გვახვევდნენ თავს დამღლელ სიცრუეს სუსტი ეკონომიკის, „ბენზოგასამართი ქვეყნის“ შესახებ. ეს ტყუილი დისკუსიას არც იმსახურებს. ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა უკვე იქცა თანამედროვე პოლიტიკის უმთავრეს მოვლენად. ამაზე ჯერ კიდევ სამიტამდე ფიქრობდა და ლაპარაკობდა მილიონობით ადამიანი მსოფლიოსში — ჩინეთიდან უკრაინამდე.

ჟენევის სამიტის ფონზე მთელი იმ კრიტიკის ციტირებას არ შევუდგებით, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ თავიანთი პრეზიდენტის მიმართ აშშ-ის მოქალაქეები. მხოლოდ ერტ კომენტარს გაგაცნობთ სენტ-ლუისიდან: „პრეზიდენტად პუტინს ვისურვებდი — ბაიდენისა და ჰარისის ნაცვლად — ნებისმიერ მომენტში!“

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

6
გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია

გიორგი ქინქლაძე ფეხბურთში ბრუნდება! ბაჩანა არაბული კი საბერძნეთში აღიარეს

79
(განახლებულია 17:31 13.06.2021)
განსაკუთრებით საინტერესო კვირა ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის და მარიამ ბოლქვაძის მოგებათა სერია პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე.

ბაჩანა არაბულის აღიარება საბერძნეთში და სატრანსფერო სიახლეებით დატვირთული კვირა

ქართველი ფორვარდის ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. ბერძნული „ლამიას“ შემტევმა 2020/2021 წლის სეზონის გამორჩეული გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს სალონიკის „არისის“ კარში გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ჯერ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი „მაკრატელას“ ავტორიც გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, მას ხმების სრული რაოდენობის 52.87% ერგო და უპირობო ლიდერი გახდა.

ბაჩანა არაბული „ლამიას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას შემდეგ კლუბის შეცვლა კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კარიერის გაგრძელება ბრატისლავას „სლოვანში“ გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ დაადასტურა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკ სპეციალისტს კაშიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებს.

პარალელურად კლუბი შეიცვალა ოთო კაკაბაძემაც, რომელიც პოლონეთში გადაბარგდა და „კრაკოვიას“ მაისურს მოირგებს. ოთარმა პოლონურ გუნდთან  3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიას“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდმა 2020/2021 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი აქამდე ესპანურ „ტენერიფეში“ გამოდიოდა, თუმცა ოთომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მომავალი კლუბის შესახებ, რომელიც შესაძლოა კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდეს. კლუბი, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კვიპროსულ მედიაში გავრცელდა. 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „ანორთოსისში“, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძეც ვიხილოთ. ცხადია, რომ ქართველი ვეტერანი სპორტსმენი საფეხბურთო კარიერას ვერ გააგრძელებს, ამიტომ ის სავარაუდოდ თანამდებობას კლუბის მენეჯმენტში მიიღებს. კვიპროსში აღნიშნავენ, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის.

ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, შავდათუაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

გასული კვირა საინტერესო იყო ძიუდოს ქომაგებისთვის, რადგან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე მედალი აიღეს.

ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) შეძლო, რომელმაც მიჯრით ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ფინალში გასულმა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედ სპორტსმენს შეხვედრის მიმდინარეობისას ორი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, რომელიც დამატებით დროშიც გადაჰყვა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში ჩართულმა მაციასმა 50-ე წამზე ტატამი დატოვა, რისთვისაც რიგით მესამე გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილს პირველობა დაუთმო.

„მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო და ჰიმნი ავაჟღერე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და კიდევ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.

ოქრო ვერა, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქმე აქაც დამატებით დრომდე მივიდა. ფინალში გასულმა 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე დასანანი იყო მსოფლიო პირველობაზე ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მარცხი, რომელმაც პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ სპორტსმენთან ულამაზესი გდება შეასრულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მან ეს აკრძალული ილეთის მეშვეობით შეძლო. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შემოგვთავაზა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა საეჭვო ვითარების გამო მსაჯებმა მომენტი განმეორებით ნახეს, სადაც გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილთან ერთად მეხუთე საჭიდაო დღეს მარიამ ჭანტურიაც (70 კგ) გამოეთიშა.

სანატრელი ოქროს მედალი ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელიც 1/4-ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 32 წლის კაპიტანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი თავისი საყვარელი ილეთი გამოიყენა, მოწინააღმდეგე შებოჭა და ბრინჯაოს მედალს იპონის შეფასებით დაეუფლა.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირზე ფინალში გავიდა, ბასილაშვილმა კი ჰალეში მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის ბოლქვაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს, ITF დონის ნახევარფინალში იაპონელ ჰონტამასს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძე ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან გერმანიაში ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა გერმანელ რუდოლფ მოლეკერთან მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი, რომელიც საათსა და 31 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კარგად გამოიყენეს, რაზეც მატჩის შედეგიც მეტყველებს. ჩოგბურთელებმა ორი ტაიბრეიკი ითამაშეს და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სპორტსმენს შეხვდება. ჩვენებურის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

79
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

0