დიდი ამბები ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო და საფეხბურთო სკანდალი საჩხერეში

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
გასულ კვირაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი დაიწერა. სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს კვარაცხელიას გარეშე გამართავს, საჩხერის „ჩიხურაში“ კი საფეხბურთო სკანდალია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელზეც ქომაგი ყველაზე დიდ იმედებს ამყარებს ივნისის დასაწყისში გასამართ ამხანაგურ შეხვედრებს რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ითამაშებს. 20 წლის ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტს მამუკა ჯუღელს ყაზანის „რუბინის“ უფროსობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, შესაბამისად ჯუღელმა ხვიჩას მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შეიყვანა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კვარაცხელია ამხანაგურ მატჩებს ზედმეტი რისკისგან თავის ასაცილებლად გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ სეზონის მიწურულს ხვიჩამ ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გაურთულდეს. ლოგიკურია, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელს ფასიც ნაკლები აქვს და მასზე მოთხოვნაც სერიოზულად იკლებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ოთხი ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს

ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა 18 აპრილს, „ურალთან“ შეხვედრისას მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიწურულს მწყობრში ჩადგომა შეძლო კვარაცხელიამ შეკრების პირველი ორი დღე ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ კი ნაკრები დატოვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყაზანურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ შვედური „ნორჩიოპინგის“ 22 წლის მონტენეგროელი ნახევარმცველი სეად ჰაკშაბანოვიჩი დაიმატა. ჰაკშაბანოვიჩი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და თუ მის პოტენციალს გავითვალისწინებთ სათადარიგო შემადგენლობაში არ უნდა განიხილებოდეს. მონტენეგროელი ფეხბურთელის „რუბინში“ გადაბარგებამ შესაძლოა ხვიჩას ტრანსფერი კიდევ უფრო დააჩქაროს. ქართველი ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებით ინტერესს კი სევილიასა და იუვენტუსი იჩენენ.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ვილი სანიოლი თბილისში გადმობარგდა, შერმადინი ესპანეთში კვლავ აღიარეს

საინტერესო რამ მოხდა საჩხერის „ჩიხურას“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც მისული ფეხბურთელებს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დახვდათ და მოედანზე არ შეუშვა. აღმოჩნდა, რომ საჩხერის ჩიხურამ 12 ფეხბურთელს კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტა. ფეხბურთელებისთვის კი ახალი ამბავი სრულიად მოულოდნელი იყო.

როგორც ჩანს, კლუბი ფეხბურთელებს ე.წ. გაკეთებულ თამაშებს ედავება. თავის მხრივ, მოთამაშეები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

გასულ კვირაში ქართული ჩოგბურთის გულშემატკივრების ყურადღება არა ბასილაშვილმა არამედ ეკატერინე გორგოძემ მიიპყრო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ 29 წლის ასაკში უდიდეს წარმატებას მიაღწია და საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდა. გორგოძემ Roland Garros-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუასთან შეხვედრით დაიწყო და საკმაოდ დაძაბული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ჩოგბურთელმა მექსიკელი სამ სეტში, ანგარიშით 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ელიცა კოსტოვაზე გავიდა. გორგოძემ ბულგარელი მეტოქის ბარიერი შედარებით მარტივად დაძლია და პლეიოფის საგზური გაინაღდა. ეკატერინემ კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი თანატოლ ესპანელ ნურია პარიზას დიაზთან შესანიშნავად ჩაატარა და მოწინააღმდეგე ტურნირის ძირითად ბადემდე არ მიუშვა.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
„ბორჯღალოსნების“ ტესტი მსოფლიო ჩემპიონებთან და მიქაუტაძის გმირობა ბელგიაში

29 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს პირველი დიდი სლემის ტურნირი იქნება. Roland Garros-ის სადებიუტო მატჩს გორგოძე 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონთან გამართავს. ახალგაზრდა ჩოგბურთელი რეიტინგში მისთვის სარეკორდო 90-ე ადგილს იკავებს, ხოლო გორგოძე მსოფლიოს 222-ე ჩოგბურთელია. გამარჯვების შემთხვევაში ქართველს რთული მეორე რაუნდი ექნება, სადაც მას ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებული დაელოდება.

ბელგრადში წაგებული ტურნირის შემდეგ საფრანგეთის ღია პირველობაზე თავისი მეტოქის ვინაობა შეიტყო ნიკოლოზ ბასილაშვილმაც. დიდი სლემის ტურნირზე 28-ე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (39) დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსულ მოთამაშეს შეხვდება, შემდეგ კი შესაძლოა ნიკას უძლიერეს რუს ახალგაზრდასთან, ანდრეი რუბლოვთან მოუწიოს თამაში.

გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს

მანამდე ნიკოლოზმა მსოფლიო ტურის 250-იანი სერიის ტურნირი, სერბეთის ღია პირველობა ითამაშა, სადაც ძალიან სანახაობრივ მატჩში მსოფლიოს 119-ე ნომრად განთესილ ანდრეი მარტინთან დამარცხდა. ბასილაშვილმა სლოვაკ ჩოგბურთელთან მატჩი ანგარიშით 1:6, 6:4, 6:7 დათმო.

ქართველი სამბისტების ექვსი მედალი კვიპროსში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან.

კვიპროსში გამართულ სამბოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს მედლის აღება მოახერხა. ქართველი სპორტსმენებიდან ტურნირზე საუკეთესო შედეგი ბექა ბერძენიშვილმა დააფიქსირა. ბექამ ფინალში რუსი ანდრეი ვოლკოვს დამაჯერებლად ანგარიშით 7:0 აჯობა და კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ ბერძენიშილისთვის ეს პირველი ტიტული არ იყო, ის ევროპის ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა.

კარგად შედეგი აჩვენა ვახტანგ ჩიდრაშვილმაც (58 კგ.), რომელმაც ფინალურ ეტაპამდე უდანაკარგოდ იასპარეზა, თუმცა დასკვნით შეხვედრაში მან რუს ვლადიმირ გლადკიხს ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
საფეხბურთო თრილერი „ჩელე არენაზე“ და ბასილაშვილის ბენეფისი მიუნხენში

რაც შეეხელბა ერთადერთ ქართველ ქალ პრიზიორს ნინო ოძელაშვილს (72 კგ.), სამწუხაროდ მანაც ფინალი დათმო. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნინოს რუს ანასტასია ხმიაჩკოვასთან მოუწია ბრძოლა, სადაც საკმაოდ პასიურ დაპირისპირებაში დამარცხდა (0:2).

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ტურნირზე მესამე ადგილი მინდია ლილუაშვილმა (71 კგ), ლევან ნახუცრიშვილმა (79 კგ) და დავით ლორიაშვილმა (98 კგ) დაიკავეს. საბოლოოდ, ქართველი სამბისტები ევროპის ჩემპიონატზე ერთ ოქროს, ორ ვერცხლსა და სამ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

ნანა ძაგნიძემ გიბრალტარში გრან პრიზე უკვე მეორედ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაშია.

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. ძაგნიძემ გიბრალტარში მიმდინარე გრან პრიზე უკვე ორი გამარჯვება იზეიმა და საუკეთესოთა შორის მოსახვედრად შანსებს ინარჩუნებს.

ქართველმა პირველი გამარჯვება ყაზახ დინარა სადუაკასოვასთან მოიპოვა, რასაც გერმანელ ელიზაბეტ პაეტცთან მარცხი და აზერბაიჯანელ გუნაი მამადზადასთან ყაიმი მოჰყვა. მიუხედავად წარუმატებელი შეხვედრებისა ძაგნიძემ ძალები მოიკრიბა და ტურნირის მეექვსე ტურში შავი ფიგურებით რუმინელი ირინა ბულგამა დაამარცხა. მეორე გამარჯვების შედეგად ნანამ 3.5 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
შერმადინი კვლავ საუკეთესოა, კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ამ დროისთვის, გრან პრის საერთო ჩათვლას რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს და თუ ის დაკავებულ პოზიციას შეინარჩუნებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ითამაშებენ. გორიაჩკინა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია, შესაბამისად მას მომავალ მსოფლიო პირველობაზე თამაში გარანტირებული აქვს.

გიბრალტარის გრან პრი წრიული სისტემით ტარდება და მასში 12 მონაწილე მონაწილეობს. ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით ქალთა შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კანდიდატთა შეჯიბრის ორი მონაწილე გამოირკვევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0