„ადრე უნდა ეფიქრათ“: აშშ-ში მოიფიქრეს, რით უპასუხებენ რუსეთს

© U.S. Marine Corps / Lance Cpl. Quince BisardHIMARS
HIMARS - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
პენტაგონში აცხადებენ, რომ გეგმაში ახალი საარტილერიო ქვედანაყოფების ჩამოყალიბება აქვთ. მათ პერსპექტიული შემტევი სისტემებით შეაიარაღებენ, რომლებიც ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზეა.

ანდრეი კოცი

ვაშინგტონელი სტრატეგოსები ღიად აღიარებენ: ახლა არტილერიის შესაძლებლობები აშკარად არასაკმარისია რუსეთისა და ჩინეთისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად. ამის გამოსწორებას უახლოეს წლებში აპირებენ.

შორი დიაპაზონის „არგუმენტები“

ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა FMG-148 Javelin-ი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
„ჯაველინებზე“ სერიოზული: აშშ უკრაინას ახალ იარაღს გადასცემს

თანამედროვე შორი დიაპაზონის შეიარაღების უკმარისობა სახმელეთო ჯარებში ამერიკული სარდლობის დიდი ხნის თავისტკივილია. ბოლო ათწლეულებში პენტაგონი ამას საჭირო ყურადღებას არ უთმობდა. შეიარაღებაში არსებული  ჰაუბიცები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები სრულიად საკმარისი იყო ტერორიზმთან ბრძოლისა და ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტებისთვის. არსებითად ლულოვანი არტილერიაც, რეაქტიულიცა და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებიც აშშ-ში ცივი ომის პერიოდის დონეზე დარჩა. ამ პრობლემაზე ყურადღება  მას შემდეგ გაამახვილეს, რაც აშშ-მა საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთთან და ჩინეთთან მეტოქეობაზე.

2017 წლის დეკემბერში გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა RAND-მა რომელიც გასული საუკუნის შუა წლებიდან უწევს კონსულტაციებს პენტაგონს, რუსეთის შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი მოხსენება გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი ომის შემთხვევაში შეეცდება, მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარებს ისე, რომ მათთან პირდაპირ კონტაქტში არ შევიდეს.

ჯარისკაცი სამხედრო სწავლებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
მოსაზრება: „ნატოს ხელი“ – რა ხდება რუსეთის საზღვრებთან

„რუსები მაქსიმალურად აამოქმედებენ არტილერიას, − წერდა RAND-ი. − ამასში მათ უპირატესობა აქვთ დასავლეთის არმიებთან შედარებით. მაგალითად, ამერიკულ სახმელეთო ჯარებში მხოლოდ ერთი საარტილერიო ბატალიონია. რუსეთის ნაწილებში და შენაერთებში კი ბევრად მეტი ქვედანაყოფებია. ერთი ერთზე ბრძოლაში ამერიკული ბრიგადა შეეჯახება მოწინააღმდეგეს, რომელსაც ბევრად მეტი ქვემეხი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები აქვს, რომელსაც საბრძოლო მასალების ფართო ნომენკლატურა აქვს და შეუძლია სორ მანძილზე განა ხორციელოს დარტყმა.

არტილერია დივიზიისთვის

ჩამორჩენის შესამცირებლად პენტაგონში სახმელეთო ჯარების სერიოზულ რეფორმირებას გეგმავენ ყველა დონეზე. კერძოდ, ჯავშანსატანკო დივიზიებში შეიქმნება პერსპექტიული თვითმავალი ჰაუბიცა M1299 ERCA-ს (Extended Range Canon Artillery)  ბატალიონები. ეს სისტემა სწრაფად შემუშავდა: პენტაგონმა კონტრაქტი გააფორმა კომპანია BAE Systems-თან 2019 წლის ივლისში, მომდევნო წლის მარტში კი  155 მმ-ანმა თვითმავალმა წარმატებით გაიარა ტესტირება პოლიგონზე.

ახლა ამერიკის სადივიზიო-საარტილერიო სარდლობას (DIVARTY — Division Artillery Command) არ აქვს საკუთარი ჰაუბიცები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. აუცილებლობის შემთხვევაში მათ არმიის კორპუსებისა თუ ბრიგადებისგან თხოულობენ. პენტაგონის ანალიტიკოსების აზრით, საკუთარი შორი დიაპაზონის არტილერია სადივიზიო სარდლობას საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაგეგმოს და ჩაატაროს დიდი მასშტაბის საბრძოლო ოპერაციები.

ყველგანმავალი Тор-М2ДТ  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
„ტექნიკას აგვისტოსთვის ველოდებით“: ამერიკელები არქტიკაში გადასხმისთვის ემზადებიან

პერსპექტიული რაკეტები

არმიის კორპუსების სარდლობის განკარგულებაში დარჩება ზალპური ცეცხლის თანამედროვე რეაქტიული სისტემები HIMARS-ი, თუმცა მათ ახალი საბრძოლო მასალები ექნება. მათი ამჟამინდელი მართვადი ჭურვები GMLRS მხოლოს 70 კმ-ზე ისვ რის, პერსპექტიული ER GMLRS-ი კი, რომელიც ჯერჯერობით იცდება − 140 კილომეტრზე. იმავდროულად კორპუსები ეტაპობრივად იტყვიან უარს ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტა ATACMS-ებზე, რომელთა სიშორე დაახლოებით 270 კმ-ა. მათ შემტევი სისტემა Precision Strike Missile-თი ჩაანაცვლებენ.

მაისში უაიტ-სენდსის პოლიგონზე (ნიუ-მექსიკოს შტატი) ამ კომპლექსის გამოცდები გაიმართა. კონცერნ Lockheed Martin-ის ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნე 400 კმ დაშორებით გაანადგურა, რითაც თავისივე  წინა რეკორდი გააუმჯობესა (240 კმ). ამასთან ამერიკელები მიღწსეულზე გაჩერებას არ აპირებენ და ამ იარაღის დიაპაზონის გაფართოება სურთ − მინიმუმ სამჯერ. პენტაგონი დიდ იმედებს ამყარებს პროექტ PrSM-ზე. კერძოდ, ბრიგადის გენერალი ჯონ რაფერტი რამდენადმე კვეხნით ირწმუნებოდა, რომ ეს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400 „ტრიუმფისა“ და წყნარ ოკეანეში ჩინეთის  საბრძოლო ხომალდების მკვლელი გახდება.

ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

საკუთარი არტილერია ექნება ზემდგომ შტაბებსაც. ასე მაგალითად, საბრძოლო მოქმედებების თეატრის სარდლობის (Theater Command) დაქვემდებარებაში შევა მრავალდომენური ოპერატიული ჯგუფები − ქვედანაყოფები, რომლებიც მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე, დაზვერვასა და აღმოჩენილი სამიზნეების განადგურებაზე აგებს პასუხს ზეზუსტი იარაღით.

ამ ჯგუფების შემადგენლობა საბრძოლო ამოცანების შესაბამისად იცვლება, თუმცა ცნობილია, რომ თითოეულში შორი დიაპაზონის სარაკეტო კომპლექსების ორი ბატარეა შევა. პირველი − ფლოტის ზებგერითი SM-6-ების სახმელეთო ვარიანტითა და ასევე ბგერითამდელი Tomahawk-ებით (სიშორე1,7 ათას კილომეტრზე მეტი). მეორეს კი პერსპექტიული რაკეტა Long-Range Hypersonic Weapon-ით შეაიარაღებენ . ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მისი სიშორე ორი ათას კილომეტრს გადააჭარბებს.

ფსონი არმიაზე

პენტაგონის ჩანაფიქრით, მომავალ ომებში უფრო მასიურად ჰაუბიცა M109 და M1299 იქნება გამოყენებული, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი, რომლებიც ER GMLRS-ის ჭურვებით იქნება აღჭურვილი. ლოგიკა გასაგებია: ამ ტექნიკის საბრძოლო მასალები უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე უფრო შორი დიაპაზონისა და რთული კომპლექსებისა. მეორე მხრივ, PrSM-ის სისტემები და მრავალდომენური ოპერატიული ჯგუფების შემტევი საშუალებები საკვანძო როლს შეასრულებენ მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი სამიზნეების წერტილოვან განადგურებაში ღრმა თავდაცვის ხაზზე.

რაკეტმზიდის გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მოსაზრება: რით აპირებს პენტაგონი რუსეთის „შეკავებას“

პენტაგონის მიერ სახმელეთო ჯარების არტილერიის გაძლიერება იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან და ჩინეთთან ჰიპოთეტურ შეიარაღებულ კონფლიქტში უკვე ვერ დაეყრდნობა მთავარ კოზირს − ავიაციასა და სამხედრო ფლოტს. ორივე მოწინააღმდეგე ფლობს საკმარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებსა და ხომალდასაწინააღმდეგო რაკეტებს − იმისათვის, რომ ამერიკულ თვითმფრინავებსა და ხომალდებს „მხურვალე შეხვედრა“ მოუწყონ.  ესე იგი, მომავლის ომში ძირითადი როლი სახმელეთო ჯარებსა და სახმელეთო ბაზირების ფართო დიაპაზონის შეიარაღებას დაეკისრება, რომლებსაც მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა უხიფათო მანძილიდან შეუძლია.  

თუმცა, მიუხედავად ამერიკელების ბოლოდროინდელი წარმატებისა, ისინი პერსპექტიული არტილერიით მაინც ჩამორჩებიან მოსკოვისა და პეკინის შესაძლებლობებს. რუსული „ისკანდერი“ რომელიც უკვე შესულია შეიარაღებაში, ასი კილომეტრით აღემატება PrSM-ის კომპლექსის შედეგებს. ხოლო უახლესი ჰაუბიცა „კოალიცია-СВ“ მნიშვნელოვნად შორს ისვრის, ვიდრე ამერიკული M1299 − თანაც უფრო ზუსტად.

რაც შეეხება ჰიპერბგერით იარაღს, ამერიკელებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ არცერთი სერიული ნამზადი, რუსეთის არმიამ კი შეიარაღებაში უკვე მიიღო რამდენიმე სახეობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0