მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სტრატეგიულად ვითარდება

© photo: Sputnik / Ildus Gilyazutdinov / გადასვლა მედიაბანკშირუსული წყალქვეშა ნავი „ვლადიმირ მონომახი“
რუსული წყალქვეშა ნავი „ვლადიმირ მონომახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
სამხედრო−საზღვაო ფლოტის განვითარება რუსეთის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო საზღვრები აქვს.

სამხედრო გემთმშენებლობის მდგრადი დინამიკა სრულად შეესაბამება თანამედროვე საფრთხეებს ზღვებსა და ოკეანეებში და საშუალებას აძლევს რუსეთის სამხედრო−საზღვაო ფლოტს, ლიდერი პოზიციები შეინარჩუნოს მსოფლიოში შემადგენლობის, საბრძოლო ეფექტურობისა და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების კუთხით.

ხომალდი „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მიმოხილვა: რატომ შეჰყავს რუსეთს შავ ზღვაში სხვადასხვა ფლოტის ხომალდები

რუსეთში დიდი სამხედრო ხომალდების მშენებლობა მასობრივ წარმოებაზე გადადის. მაგალითად, 9 მაისამდე რუსეთში საფუძველი ჩაეყრება ექვსი ახალი სამხედრო ხომალდის მშენებლობას: „სევმაშში“ სტრატეგიული დანიშნულების ორი ატომური წყალქვეშა კრეისერის, „დმიტრი დონელისა“ და „კნიაზ პოტიომკინის“ აგებას დაიწყებენ, „ადმირალტეისკის ვერფზე“ — ორი დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავის — „მოჟაისკისა“ და „იაკუტსკის“ მშენებლობას, ხოლო ამურის გემთმშენებლ ქარხანაში — პროექტ 20380-ის ორი კორვეტის აგებას.

გარდა ამისა, „სევმაშში“ მზადყოფნის სხვადასხვა ეტაპზეა ოთხი სტრატეგიული სუბმარინა, გრძელდება პროექტ Ясень-М-ის მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობა (სულ ამ პროექტის რვა ხომალდი აიგება), მიმდინარეობს მუშაობა სუბმარინა „ხაბაროვსკზე“, ტარდება ატომური წყალქვეშა კრეისერის, „ბელგოროდის“ გამოცდები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს რუსეთის სამხედრო−საზღვაო ფლოტი დაახლოებით ორმოცი ხომალდით შეივსო. საბრძოლო მწყობრში ჩადგა უახლესი სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტმზიდი „კნიაზ ვლადიმირი“, (პროექტი 955А Борей) სუბმარინა „პეტროპავლოვსკ−კამჩატსკი“ (პროექტი 636.3), პირველი სერიული ფრეგატი „ფლოტის ადმირალი კასატონოვი“ (პროექტი 22350), დიდი სადესანტო ხომალდი „პიოტრ მორგუნოვი“ (პროექტი 11711), ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი გემი „იაკოვ ბელიაევი“ (პროექტი 12700), სათავო კორვეტი „გრემიაშჩი“ (პროექტი 20385), კორვეტი „ალდარ ციდენჟაპოვი“, მცირე სარაკეტო ხომალდი „ოდინცოვო“. ხოლო უკვე 2020 წლის ბოლოს საფუძველი ჩაეყარა მესამე და მეოთხე „ვარშავიანკას“.

მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS შეიქმნა

„ბორეების“ დანიშნულება  

სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერები „დმიტრი დონელი“ და „კნიაზ პოტიომკინი“ რუსეთის ბირთვული ტრიადის საზღვაო შემადგენელს გააძლიერებენ. ეს ხომალდები ფლოტს 2026 და 2027 წლებში გადაეცემა. „ბორეები“ ბორტზე კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „ბულავებს“ ზიდავენ, რომელთა სიშორე 8 ათასი კილომეტრია. რუსეთის სტრატეგიული წყალქვეშა ძალების განახლება ბირთვული შეკავებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველია.

რუსეთის სამხედრო−საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში უკვე არის სამი „ბორეი“ — „იური დოლგორუკი“, „ალექსანდრე ნეველი“ და „ვლადიმირ მონომახი“, რომლებიც 16 კონტინენტთაშორისო რაკეტით არის აღჭურვილი. სერიის მომდევნო ხომალდები შესაძლოა მეტი რაკეტით აღიჭურვოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ ათი „ბორეის“ მიწოდებას გეგმავს სამხედრო−საზღვაო ფლოტისთვის.

„ვარშავიანკას“ გამორჩეული ხელწერა

ვარშავიანკას“, მისი დიდი უჩინარობის გამო, ნატოში „მსოფლიო ოკეანის შავი ხვრელი“ შეარქვეს. ამ სუბმარინის შეიარაღებაში შედის: უახლესი ინერციული სანავიგაციო კომპლექსი და ავტომატიზებული საინფორმაციო−სამართავი სისტემა, მძლავრი ტორპედულ−სარაკეტო შეიარაღება, მათ შორის, ზეზუსტი რაკეტები. პროექტ 636.3-ის წყალქვეშა ნავების სერიული მშენებლობა კარგადაა აწყობილი.

ბალტიის ფლოტის ხომალდები - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
მიმოხილვა: ბოჭკოვანი მინის ნაღმმკრეფები ნებისმიერ ბლოკადას გაარღვევს

თანამედროვე „ვარშავიანკას“ ბორტზე 18 ტორპედო და 24 ნაღმი აქვს წყალქვეშა და წყალზედა სამიზნეების გასანადგურებლად, მთავარი კი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებია“. გამოცემა Military Watch ირწმუნება, რომ „ვარშავიანკების“ პოტენციალი საშუალებას იძლევა. საიმედოდ იყოს დაცული რუსეთის ტერიტორიული წყლები და ქვეყნის სანაპირო. არაბირთვული იარაღითაც კი ერთ სუბმარინას აშშ-ის სამხედრო−საზღვაო ფლოტის ორი ავიამზიდი დაჯგუფების განადგურება შეუძლია, ვინაიდან მისი აკუსტიკური კომპლექსის ეფექტრობა (აღმოჩენის სიშორე) სამჯერ აღემატება პარტნიორების ანალოგიურ შესაძლებლობებს. ექვს „ვარშავიანკას“ შავ ზღვაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის მოქმედებებისა და მანევრების სრული ბლოკირების უნარი აქვს.

სუბმარიკის წყალქვეშა სიჩქარე დაახლოებით 20 კვანძია, მოქმედების რადიუსი — 2000 მილი, ავტონომიურობა — 45 დღე-ღამე. მისი გაბარიტები წყალმეჩხერზე დამალვის საშუალებას იძლევა. ჩაძირვის მაქსიმალური სიღმე 300 მეტრია. „ვარშავიანკას“ ზემოთ ამოცურვის გარეშე წყალქვეშ 260 საათის განმავლობაში შეუძლია დარჩეს 52 კაციანი ეკიპაჟით.

შემთხვევითი არ არის, რომ რუსული წარმოების ამ სუბმარინებს უცხოეთის სამხედრო−საზღვაო ძალები იძენენ: ჩინეთმა — 10 ერთეული, ვიეტნამმა — 5, ალჟირმა — 4 ერთეული.

უძლეველი კორვეტები

სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი Ту-160 - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
მიმოხილვა: როდის აფრინდება რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი

რუსეთში აქტიურად ვითარდება ახლო საზღვაო ზონის მესამე რანგის ხომალდების პროექტები — 20380, 20385 და 20386. ეს 2000−3000 წყალწყვის კორვეტებია. 20385 და 20386 პროექტები უფრო მოწინავეა, ვიდრე 20380-ის რთული ვერსიები. მაგალითად, პროექტ 20385-ში საზენიტო−სარაკეტო კომპლექს „რედუტის“ საბრძოლო კომპლექტი 12-დან 16 უჯრედამდეა გაზრდილი, ხომალდსაწინააღდეგო რაკეტა Х-35 ურანი“ რვა სარაკეტო კომპლექს „კალიბრი-НК“-თია შეცვლილი. პერსპექტივაში ხომალდი შესაძლოა ჰიპერბგერითი რალეტა „ცირკონებით“ აღიჭურვოს.

ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს ჰარმონიულად ემატება ორი 30 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი АК-630М (80 გასროლა წუთში, 21 კმ სიშორე), საზენიტო სარაკეტო−არტილერიული კომპლექსი „კორტიკ-М“ და გადასატანი საზენიტო−სარაკეტო კომპლექსი „იგლა“. ანტიტორპედული თვადაცვის სისტემა კომპლექს „პაკეტ-НК“-თია წარმოდგენილი. წყალქვეშა ნავების აღმოჩენა−განადგურებისთვის კორვეტზე გათვალისწინებულია საგემბანე ვერტმფრენი Ка-27ПЛ. ბორტზე ასევე არის სხვადასხვა რადიოტექნიკური შეიარაღება. პროექტ 20380−ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ტექნოლოგია „სტელსით“ შესრულებული დაშენება. მისი სიჩქარეა დაახლოებით 27 კვანძი, სიშორე — 3500 მილი, ავტონომიურობა — 15 დღე-ღამე. ეკიპაჟი 99 კაცისგან შედგება.

ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
მიმოხილვა: „სარმატს“ პლანეტის ორივე პოლუსის დალაშქვრა შეუძლია

კორვეტების დანიშნულებაა პატრულირება და მოწინააღმდეგის ხომალდებთან და სუბმარინებთან ბრძოლა სახელმწიფოს ახლო საზღვაო ზონაში, საევე სარაკეტო−საარტილერიო შეტევა სანაპირო ობიექტებზე, სადესანტო ოპერაციების მხარდაჭერა. ასეთ ხომალდებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა ბალტიის, შავ და სხვა ზღვებზე.

დღეისათვის არმიასა და ფლოტში თანამედროვე შეიარაღებისწილი 70%-ს აღემატება. რა თქმა უნდა, ეს ზღვარი არ არის. რუსეთის თავდაცვით−სამრეწველო კომპლექსმა სამეცნიერო−ტექნიკური რევოლუცია მოახდინა, რამაც უანალოგო იარაღის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა. თანამედრვე მრავალპოლარულ სამყაროში შეიარაღების მაღალტექნოლოგიური სისტემები რუსეთს ნამდვილად სუვერენულ და დაუმარცხებელ ქვეყანად აქცევს.

ფლოტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა სრულად შეესაბამება რუსეთის ფედერაციისთვის არსებულ საფრთხეებს რეგიონული მიმართულებით.  

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0