მილიტარიზაციის დოლარები: რომელი ქვეყნები ზრდიან სამხედრო ხარჯებს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშისაზენტიო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС
საზენტიო-სარაკეტო კომპლექსი С-300ПС - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
SIPRI−ს მოხსენების თანახმად, რიუსეთს მსოფლიოში მეოთხე სიდიდის თავდაცვითი ბიუჯეტი აქვს, ხოლო Global Firepower−ის მონაცემებით, დამაჯერებელი მეორე ადგილი უკავია სამხედრო სიძლიერის მხრივ.

მსოფლიო პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ 2020 წელს სამხედრო ხარჯების სახით 61,7 მლრდ დოლარი გაიღო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ატომური ყინულმჭრელი „არქტიკა“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მიმოხილვა: რით უპასუხებს ჩრდილოეთის ფლოტი ნატოს საზღვაო ძალებს

სამხედრო ხარჯების 2,6%-ით ზრდის პლანეტარული ტენდენციის პირობებში რუსეთმა გასულ წელს 6,6%-ით ნაკლები თანხები დახარჯა, ვიდრე თავდაცვის ბიუჯეტით იყო დამტკიცებული. მანამდე, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხარჯებმა 65,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ასე რომ, შარშან ამ ხარჯებმა 3,4 მლრდ დოლარით დაიკლო. თავაშვებული მილიტარიზაცია არ შედის მოსკოვის მიზნებში, თავდაცვისუნარიანობა გონივრული და საკმარისი უნდა იყოს.

უდიდესი სამხედრო ხარჯების მსოფლიო ხუთეულში შევიდნენ: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო სამხედრო ხარჯების 62% პროცენტი, ანუ 1,98 ტრილიონი დოლარი.

ედარებით მოკრძალებული სამხედრო ბიუჯეტის პირობებში, რუსეთი Global Firepower−ის სამხედრო სიძლიერის მსოფლიო რეიტინგში ტრადიციულად მეორე ადგილს იკავებს აშშ−ის შემდეგ. ჩინეთი ამ ჩამონათვალში მესამე პოზიციაზეა, ინდოეთი — მეოთხეზე, ხოლო ბრიტანეთი საერთოდ არ შედის ხუთეულში — ის მერვე ადგილზე განთავსდა.

ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

ნაკლები დანახარჯებით დიდი წარმატების რუსული პარადოქსი სამხედრო მშენებლობის სწორი სტრატეგიით, სახელმწიფო მართვისა და ეროვნული  თავდაცვითი−სამრეწველო კომპლექსის ეფექტურობით, მაღალტექნოლოგიური იარაღის შექმნით აიხსნება.   საინტერესოა, რომ Global Firepower−მა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოს მე−11 საფეხურზე განათავსა, რაც გამოთვლების განსხვავებული მეთოდიკით აიხსნება. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სამხედრო ხარჯებში ქვეყნები რთავენ მთავრობის ყველა ხარჯს შეიარაღებულ ძალებზე — ხელფასების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვების, სამხედრო მშნებლობის, სამეცნიერო−კვლევითი და საცდელ−საკონსტრუქტორო სამუშაოების, მართვისა და ზურგის უზრუნველყოფის ჩათვლით. შეიარაღებაზე ხარჯები საერთო სამხედრო ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

რაღა თქმა უნდა, ყველა სამხედრო ხარჯი „გამჭვირვალე“ არ არის, შესაბამისად, SIPRI−ს რეიტინგის ობიექტურობა შედარებითია, ხოლო ექვსი−ცხრა ნულის მქონე თანხები პირდაპირ კორელაციაში არ არის ჯარების ბროზლისუნარიანობასთან.

ასე მაგალითად, ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯებმა 2020 წელს ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა — ეს რუსეთის მაჩვენებელზე 25−ჯერ მეტია. ამასთან დასავლური კოალიცია სამარცხვინოდ გადის ავღანეთიდან, ვერ მიაღწია რა თალიბებზე გამარჯვებას ოცწლიან საბრძოლო ოპერაციებში.

ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2020
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი რეკორდულ სამხედრო ბიუჯეტს

პოსტსაბჭოთა სივრცე

რუსეთის გამოკლებით, დსთ−ის ქვეყნების სამხედრო ხარჯები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება და რეიტინგის ლიდერებს ბევრით ჩამორჩება.

რუსეთის სამხედრო მშენებლობის სტრატეგია წარმატებით პროეცირდება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მოსკოვი მოკავშირეებს შეიარაღებით ეხმარება — შიდარუსული ფასებით, ზოგ ნიმუშებს კი სრულიად უფასოდ აწვდის.

შეგახსენებთ, SIPRI −ის მანამდე გამოქვეყნებულ მოხსენებაში 2016−2020 წლებში იარაღის ექსპორტის შესახებ, რუსეთი მეორე ადგილზე განთავსდა აშშ−ის შემდეგ. ეს სამხედრო ხარჯების ერთგვარი ტრანსფორმაციაა დსთ−ს კოლექტიური უსაფრთხოების შემოსავლებში.

მაგალითად, ყაზახეთმა 2015 წლიდან შეღავათიანი პირობებით შეიძინა რუსეთისგან 12 გამანადგურებელ−ბომბდამშენი Су-30СМ. ამ მხრივ ის პირველი იყო დსთ−ის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ასევე შეისყიდა სამხედრო−სატრანსპორტო და მოიერიშე ვერტმფრენები Ми-171Ш და Ми-35, მოდერნიზებული Ил-76МД-90А. მანამდე რესპუბლიკამ უფასოდ მიიღო ბომბდამშენები Су-24−ები, გამანადგურებელი МиГ-31 და МиГ-29−ები, საზენიტო−სარაკეტო კომპლექსი С-300.  

ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
მოსაზრება: რატომ აგებს აშშ ომებს

ბელარუსი რუსეთისგან შეიარაღების ფართო სპექტრს იღებს. მანამდე რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტრაქტს ამზადებს საზენიტო−სარაკეტო სისტემა С-400−ის შეძენაზე. საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისთვის С-300ПС−ის ოთხი საზენიტო−სარაკეტო დივიზიონია შეძენილი. კიდევ უფრო ადრე ბელარუსმა მიიღო С-300ПМУ-1−ის რვა კომპლექტი, ოთხი Тор-М2 და მისთვის საჭირო რაკეტებს პარტია. მიწოდებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეღავათიანია ან სულაც უფასო.

სომხეთს უფასოდ გადაეცა С-300−ის ორი დივიზიონი და სარაკეტო სისტემა „Искандер-Э−ს“ (25 რაკეტით) მსოფლიოში პირველი იმპორტიორი გახდა. ასევე შეიძინა 12 გამანადგურებელი Су-30СМ, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები: Бук-М1-2, Тор-М2КМ, Оса-АК, მძიმე ცეცხლმფრქვეველი სისტემები ТОС-1А Солнцепек−ი.

მოსკოვი ერევანს შეიარაღებას შიდარუსული ფასებით აწვდის და ასევე 300 მლნ დოლარის სახელმწიფო კრედიტებით ეხმარება. რა თქმა უნდა, ყველანაირი იარაღი — ეს მხოლოდ ინს ტრუმენტია და მარჯვე ხელებს მოითხოვს. ცოდნისა და გამოცდილების შეძენა შესაძლებელი და ნაკლებხარჯიანია.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ

მეორე მხრივ, ნატოში მრავალწლიანი ყოფნის მიუხედავად, ბალტიისპირეთის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები არცერთი საბრძოლო თვითმფრინავის, ტანკისა თუ ხომალდის შეძენის საშუალებას არ აძლევს (ძველი ნაღმმკრეფები და ახალი კატარღები სათვალავში მისაღები არ არის). პოლონეთმა ფაქტობრივად დაკარგა უკანასკნელი წყალქვეშა ნავი Orzel−ი, ხოლო წყალზედა ფლოტი დეგრადაციას განაგრძობს.

რუმინეთი ძველ საბჭოთა „მიგ−ებს“ იყენებს. ეს ნატოსეული  სტრატეგიის — უზარმაზარი ფულის ქარისთვის გატანების — ერთგვარი პროექციაა — ჯარების ბრძოლისუნარიანობის ხილული ზრდის, ჰიპერბგერითი რაკეტების, ავღანეთში, ერაყში, სირიასა თუ სხვა ქვეყნებში საბრძოლო გამარჯვებების გარეშე.

ასეა თუ ისე, დღეს და ხილულ პერსპექტივაში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იძულებულია, სამხედრო ოპერაციების ფორმატში ებრძოლონ შიდაპოლიტიკურ არასტაილურობასა თუ საერთაშორისო ტერორიზმს. ეს ყველაფერი კი თავდაცვის ხარჯების შემდგომ ზრდას განაპირობებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0