დამარცხების აღიარება თუ განხეთქილება: როგორ აფასებენ თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ მის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი კახა კუჭავა დაიკავებს

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მთავარი მედიატორის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გადადგომის შეფასებებში ოპოზიციის შეხედულებები გაიყო.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ორი დღის შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან პირველად საკანონმდებლო ორგანო შეიკრიბება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილთან ერთად, და მასში მმართველი პარტიის გარდა, წინასწარი ინფორმაციით, იქნება წარმოდგენილი 7 ოპოზიციური პარტია და 16 დამოუკიდებელი დეპუტატი. ასეთ სიტუაციაში პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფაქტობრივად არბიტრის როლის შესრულება მოუწევს, რათა არ დაუშვას ღია კონფლიქტები და რეგლამენტის დარღვევა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებით ამ პოსტზე იქნება წარდგენილი კახა კუჭავა, რომელიც პარტიაში საერთაშორისო კავშირებს კურირებს და, კულუარული ინფორმაციით, არის პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პროტეჟე. გარდა ამისა, კუჭავა კობახიძესთან ერთად შედის საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში, რომლებიც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კუჭავას განცხადებები ოპოზიციასა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ბოლო დროს სიხისტით გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც არჩილ თალაკვაძე პარტიის სხვა წევრებთან შედარებით უფრო რბილი იყო.

სასჯელი შეთანხმების გამო?

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის, გიორგი ვაშაძისთვის თალაკვაძის გადადგომა „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე დამარცხების ფაქტობრივი აღიარებაა.

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა წარადგინა

„თალაკვაძის გადადგომამ ფაქტობრივად დაადასტურა „ქართული ოცნების“ დამარცხება, რადგან მას მოუწია ეღიარებინა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და მოუწია დათანხმებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმს. მათ მოუწიათ ეღიარებინათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ასეთივე პოზიციას იზიარებს პარტია „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია.

„ამ შეთანხმებით უკვე შესაძლებელი გახდა და რეალურია ვადამდელ არჩევნებამდე მისვლა, არ აპატიეს არჩილ თალაკვაძეს შეთანხმება და დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა. „ოცნებისთვის“ ეს შეთანხმება ნიშნავს წაგებას“, - განაცხადა სამუშიამ.

განხეთქილება პარტიაში?

მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თალაკვაძის გადადგომა პარტიაში განხეთქილების მაჩვენებელია.

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
ეყოფა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხმები კახა კუჭავას ასარჩევად - დეტალები

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, პრაქტიკულად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად, მაგრამ მაინც თქვა, რომ მე საერთოდ პოლიტიკას თავს ვანებებ და ჩრდილში გავდივარო. ამას მოჰყვა ის, რომ ორი თვის წინ პრემიერ-მინისტრი გადადგა. გიორგი გახარია არ იყო მხოლოდ პრემიერი, ის იყო ერთ-ერთი რეიტინგული ფიგურა „ქართულ ოცნებაში“, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ და ახლა მოჰყვა ქვეყნის მეორე პირის გადადგომა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ახალი ეტაპი

თავად კუჭავამ თავის დანიშვნას „დიდი პასუხისმგებლობა“ უწოდა.

წინასწარი მონაცემებით, კუჭავას აირჩევენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე, ხოლო თალაკვაძე მისი მოადგილის პოსტს დაიკავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0